workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რას ველით დესტისგან?

რას ველით დესტისგან?

სერჟინიო დესტმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, მალე კონტრაქტსაც გააფორმებს და ახალი ისტორიაც დაიწყება. დესტი წარმოშობით ამერიკელია, ჰოლანდიაში დაიბადა და „აიაქსის“ სკოლის პროდუქტია. 17-წლამდელებიდან დაიწყო და მთავარ გუნდამდე მივიდა.

როგორც უკვე იცით, ორმაგი მოქალაქეობა აქვს, რონალდ კუმანი ცდილობდა ჰოლანდიის ნაკრებში თამაშზე დაეყოლიებინა, მაგრამ დესტმა ამერიკაში თამაში არჩია. საინტერესოა, რომ „აიაქსის“ 17 წლამდელთა გუნდში, შეხვედრების უმეტესობა მარცხენა მცველად ჩაატარა. 13 მატჩიდან 11 მარცხენა მცველად ითამაშა, ხოლო ორი მარჯვენა მცველად.

სიტუაცია 19 წლამდელთა გუნდში შეიცვალა. 4 შეხვედრა ჩაატარა მარცხენა მცველად, ხოლო 12 მარჯვენა მცველად. თუმცა, მომდევნო წელს, ასევე 19 წლამდელთა გუნდში, განსხვავებული სურათი ვიხილეთ:

2 მატჩი მარცხენა მცველად.

1 მატჩი მარცხენა ნახევარცმველად.

7 მატჩი მარცხენა გარემარბად.

22 მატჩი მარჯვენა მცველად.

5 მატჩი მარჯვენა გარემარბად.

როგორც ხედავთ, „აიქსის“ აკადემიაში დესტი უნივერსალ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, რომლისთვისაც ორივე ფლანგზე თამაში შესაძლებელია და შეტევაში თამაშსაც მშვენივრად ართმევს თავს.

21 წლამდელებში გამოკვეთილ მარჯვენა მცველად იქცა. 17 შეხვედრა ჩაატარა მარჯვენა მცველად და მხოლოდ ერთი მარცხენა მცველად.

შემდეგ კი მოვიდა მთავარი გუნდის ჯერი:

3 შეხვედრა მარცხენა მცველის პოზიციაზე.

33 შეხვედრა მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

ერთადერთი სეზონის განმავლობაში, რომელიც „აიაქსის“ მთავარ გუნდში გაატარა, ექვსი საგოლე გადაცემით გამოირჩა და ორი გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში 3 მატჩის ჩატარება მოასწრო, მათგან ორი მარცხნივ ითამაშა, ხოლო 1 მარჯვნივ.

რას ველით დესტისგან?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დრო დასჭირდება. დანი ალვესსაც კი რამდენიმე ტური დასჭირდა იმისათვის, რომ მესისთან შეთამაშებულიყო. მისგან სასწაულებს არავინ ელის, ამ სეზონშივე თუ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და სერჟი რობერტოს მცველობა დაავიწყა, ეს უკვე საქმეა. ნდობას კი ნამდვილად იგრძნობს, რადგან პირადად კუმანის დავალებით მოდის გუნდში, რაც ნდობასთან ერთად, სათამაშო პრაქტიკის გარანტიაა.

სათამაშო სტილი

სემედუსგან განსხვავებით ბევრად ნაკლები წუნი ექნება, საერთოდ „აიაქსის“ სკოლა ამით გამოირჩევა, „ლა მასიასი“ არ იყოს, ამსტერდამელებიც სიზუსტეზე აკეთებენ მთავარ აქცენტს. სწრაფი აზროვნება და პასის კულტურა – ამ ორ ბოძზე დგას „აიაქსის“ სკოლა.

შეტევაში, რომ აქტიური იქნება ეს მისი უნივერსალიზმიდანაც ჩანს, აი დაცვაში როგორი ბიჭია, ამას სულ მალე ჩვენი თვალით ვნახავთ და მის მიმართ ადექვატური მოთხოვნებიც გაჩნდება.

საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ დესტი მომავლის პროექტია, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს პრობლემები მარჯვენა ფლანგზე.

დანის მერე ვნახეთ ალეიშ ვიდალი, სემედუ და სერჟი რობერტო, მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ყველა ერთხმად აღიარებდა, რომ მარჯვენა მცველის პოზიცია, „ბარსას“ აქილევსის ქუსლი იყო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Visca el barca
    schedule 30 სექ 2020, 20:28
    #7

    ციტატა: romani23
    მაშინებს მაში 1) ასაკი, რაც არ უნდა ივარაუდო 19 წელი არარის ძაან დამარწმუნებელი და 2) რომ ამერიკის ნაკრები აირჩია და არა ევროპული (ჰოლანდია). ამერიკოსობა შეგვიქმნის პრობლემებს წლების განმავლობაში მაგრამ მთავარია მან გაქაჩოს და როგორც მინიმუმ სემედუ გადაჯოკროს და დანის მაქსიმალურად მიუახლოვდეს.


    ამერიკელობამ ხელი რაში უნდა შეუშალოს?

  • Albicelecte
    schedule 30 სექ 2020, 20:11
    #6

    ციტატა: romani23
    მაშინებს მაში 1) ასაკი, რაც არ უნდა ივარაუდო 19 წელი არარის ძაან დამარწმუნებელი და 2) რომ ამერიკის ნაკრები აირჩია და არა ევროპული (ჰოლანდია). ამერიკოსობა შეგვიქმნის პრობლემებს წლების განმავლობაში მაგრამ მთავარია მან გაქაჩოს და როგორც მინიმუმ სემედუ გადაჯოკროს და დანის მაქსიმალურად მიუახლოვდეს.

    ჰო, თუმცა ალფონსო დევისი კანადელია და ხელს ვერ უშლის იმაში, რომ იფრინოს
    ამერიკელობაში არის დადებითიც, მიზანმიმართულობა და ბრძოლისუნარიანობა ახასიათებთ

  • romani23
    schedule 30 სექ 2020, 20:00
    #5

    მაშინებს მაში 1) ასაკი, რაც არ უნდა ივარაუდო 19 წელი არარის ძაან დამარწმუნებელი და 2) რომ ამერიკის ნაკრები აირჩია და არა ევროპული (ჰოლანდია). ამერიკოსობა შეგვიქმნის პრობლემებს წლების განმავლობაში მაგრამ მთავარია მან გაქაჩოს და როგორც მინიმუმ სემედუ გადაჯოკროს და დანის მაქსიმალურად მიუახლოვდეს.

  • M10 S9 D11
    schedule 30 სექ 2020, 18:43
    #4

    პირველ რიგში ის პრახადნოი დვორი უნდა ამოაგდოს სასტარტოდან

  • GioKakiashvili
    schedule 30 სექ 2020, 18:42
    #3

    Azari kide daemtvratt madridelebs meore dembo gaichita eg

  • shu1987
    schedule 30 სექ 2020, 18:29
    #2

    მე პირადად ველი ამის დიდებულ თამაშს და მინიმუმ 10-12 წელი მარჯვენა მცველის პრობლემის მოგვარებას..

  • ფეოლა
    schedule 30 სექ 2020, 17:55
    #1

    Griezzy7,

    მეც, აი ასეთი კარგი მოლოდინი დიდი ხანია არ მქონია.
    მარა იქით ალბა გვიბერდება : )