workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამოსამშვიდობებელი წერილი ნელსონს

გამოსამშვიდობებელი წერილი ნელსონს

ნელსონ სემედუმ დაგვტოვა! – მეტი სადარდებელი არ მოგცეთ ღმერთმა.

თუმცა, რა სადარდებელი, 30 მილიონ ევროს, პლუს 10 უნდა მივიღოთ ბონუსების სახით. პორტუგალიელმა სამი უსახური წლის შემდეგ დაგვტოვა. სანამ მოვიდოდა დანი ალვესის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. დანი ალვესის კი არა, ბელეტის დონეზეც ვერ ითამაშა. ალბათ იგივე დონეზე გაიყინა, რა დონეზეც ალეიშ ვიდალი თამაშობდა, ბევრს აღარც კი ახსოვს, რომ ასეთი მარჯვენა მცველიც გვყავდა.

სემედუ იყო ის მარჯვენა მცველი, რომელსაც კონკურენტი არ ჰყოლია, მაგრამ იმდენად ცუდად გამოიყურებოდა, რომ ამპლუით ნახევარმცველი ანაცვლებდა. მათი მონაცვლეობა კი მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, “ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეს” ჰგავდა.

მინდოდა გამეხსენებინა დასამახსოვრებელი მომენტები, მაგრამ თავში არაფერი მომივიდა, რამდენიმე დრიბლინგის გარდა. ამ მოცემულობით, ჩიგრინსკიზე მაღლა თუ დავაყენებთ, სხვას არა მგონია გაწვდეს.

აი რობერტოს შემთხვევაში გასახსენებელი ბევრია – განავარდება “ბერნაბეუზე” და საგოლე პასი სუარესს, მეორე განავარდება “ბერნაბეუზე”, რომელსაც მესის გამარჯვების გოლი მოჰყვა, გადამწყვეტი გოლი ისტორიულ მატჩში, პსჟ-ის წინააღმდეგ, საგოლე პასი ქუსლით, ჩავი ერნანდესის სტილში, უჰ… ბევრია, კი ვართ ხშირად უკმაყოფილონი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბიჭი დასამახსოვრებელ მომენტებს ქმნის, აი სემედუს რაც შეეხება, სამი წელი, სინაზე გამობმული ძაღლივით ირბინა.

ვეძებ მიზეზებს, რომ დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ ვერაფერი მიპოვია, უკანასკნელი სურათი, რომელიც თავში მაქვს ჩარჩენილი, “ბაიერნთან” შეხვედრაა, მთელმა გუნდმა საშინლად ითამაშა, ძალიან არასწორი იქნება რომელიმე ფეხბურთელის კონკრეტულად გამოყოფა, მაგრამ სემედუს რომ წრე დაარტყეს და ლამის ლელოსავით დაგვიმიწეს ბურთი, ამის დავიწყება ძნელია.

თანაც საუბარი არ არის ნეიმარზე, ან რომელიმე ძალიან ტექნიკურ თავდამსხმელზე, საუბარია ასევე განაპირა მცველზე, რომელმაც ერთი ცრუ მოძრაობით ჩვენს მარჯვენა მცველს ცხოვრება დაავიწყა.

ეს რომ გამონაკლისი ყოფილიყო, აიტანდა კაცი, მაგრამ სამი წელი რომ მწვანე გაქვს ანთებული, ამის დავიწყება ძნელია, თან ისეთი ძნელია, რომ სამადლობელ სიტყვებს ვეძებ და ვერ ვპოულობ.

რა უნდა ინატროს მარჯვენა მცველმა იმაზე უკეთესი, რომ წინ ლიონელ მესი ჰყავდეს?! ყოველგვარი შიშის გარეშე შეუძლია ბურთი მიაწოდოს და შეტევაში დაიძრას, მთავარია მომენტი იგრძნოს და პასი არასდროს დაუგვიანდება, ბურთს იმდენ ხანს დაიჭერს, რამდენ ხანსაც მოუნდება, მაგრამ მესის იმდენჯერ გაუცრუა იმედი, რომ არგენტინელმა სულ სხვა ფლანგზე გაიხედა და კომბინაციებს დიაგონალურად ათამაშებდა.

ალბათ ჩვენი ბრალი იყო, რომ ვითხოვდით იმას, რისი შესაძლებლობაც არ გქონდა, ხელმძღვანელობის ბრალიც იყო, რომ შენგან ახალი ალვესი შექმნეს და თამასა ძალიან მაღლა ასწიეს, აბა რომ ეთქვათ ახალი ოლეგერი მოვიყვანეთ გუნდშიო, ხანდახან ტაშსაც დაგიკრავდით.

124 შეხვედრა, 2 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.

მადლობა ორი გოლისა და თერთმეტი საგოლე გადაცემისათვის! ვერ გეტყვი, რომ ამას არასდროს დავივიწყებ, რადგან უმეტესობა არც კი მახსოვს, თუმცა..

ერთხელ კულე, ყოველთვის კულეა, თუ თეთრად არ შეიმოსა.

ცუდი ხარ თუ კარგი, მაინც ჩვენიანი ხარ.

წარმატებები ახალ გზაზე!

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • ფეოლა
    schedule 23 სექ 2020, 19:03
    #11

    ვაუ, ჯერჯერობით ერთი არგუმენტი მოვისმინეთ:
    ეგერ კაცს ახსოვს სემედუს გატანილი ორი გოლი. ანუ კარგი მცველი იყო.

    კიდე რა არგუმენტებია?
    დარბოდა?
    ბურთი გააჩერა?
    კარგად გაიხსნა?

    სერიოზული კრიტერიუმებია.

  • GUGU MSN
    schedule 23 სექ 2020, 15:29
    #10

    ვაი თქვენს დედიკოებს რო შევუცუნცულე სემედუ დაცვაში და შეტევაშიც კარგი იყო ეს ხო გაყიდეთ მოიყვენეთ ეხა YLEE ნაროდი მალე ლეოც წავა სუა ხო გაყიდეთ და რა ჩქიმ ყოლეშ წვანდის მიგენთინ ვნახოთ აბა

  • ფეოლა
    schedule 23 სექ 2020, 15:10
    #9

    ციტატა: ousmane dembele 11

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: ousmane dembele 11
    ასეთი ცუდი ფოსტი არ მახსოვს ფეოლასაგან

    მოდით და მეკამათეთ.
    მე ცუდად ვაფასებ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი იყო მოლოდინის გათვალისწინებით.

    თუ ვინმე კარგად აფასებს, ველი არგუმენტებს.
    თუ არა და.. გამოდის სენტიმენტალობას ითხოვთ, რაც არ შემიძლია.
    რაც იყო, ეგ იყო.


    სემედო არიყო ცუდი მცველი უბრალოდ მწვრთნელი არ ყავდა ნორმალური ჯერ რობერტოს რო ადარებ რობერტოს მთელი კარიერა ბარსაში აქვს გატარებული და მაინც სათარაგოს დონეა
    როცა მოვიდა ვალვერდე რომელიმე შენაძენმა გაამართლა?ეს ფეხბურთელების ბრალი არაა ესაა სამწვრთნელო შტაბის ბრალი

    ვერ დაგეთანხმები.
    ვერც მე, ვერც კუმანი.
    როცა ბარსას ძირითადში განიხილები, ყოველთვის მეტი მოგეთხოვება. ძალიან მაღალი სტანდარტია.
    ვერც იმას ვიტყვი, რომ მწვრთნელის ბრალია. მისთვის პოზიცია არავის შეუცვლია, ტრანსფერებმა ვერ გაამართლეს იმიტომ, რომ ყველას პოზიცია შეუცვალეს, სემედუ იქ დააყენეს სადაც მთელი ცხოვრება თამაშობდა.

    მთელი ამ დროის განმავლობაში, მარჯვენა ფლანგი იყო ყველაზე სუსტი წერტილი. ხან მის გამო, ხან რობერტოს გამო.
    მწვრთნელები, რომ რობერტოს ამჯობინებდნენ მაგაზეც ჩანს, რომ ძალიან სუსტი იყო.

    და თუ ვიტყვით, რომ სემედუ კარგი იყო, მაშინ არც ხელმძღვანელობა უნდა გავაკრიტიკოთ, რადგან ზუსტად მაგათ სტანდარტზე თამაშობდა.

    "ცუდი არ იყო" – ბარსას სტანდარტი არ არის. ეგ კრიტერიუმი შეიძლება ვულვზს აკმაყოფილებდეს, მაგრამ ბარსასთვის ძალიან ცოტაა.

    ნუ რადგან წავიდა არსებობს რაღაც სენტიმენტები, მაგრამ მე ყოველთვის რაციონალიზმს ვამჯობინებ.

  • Iniesta. And messi
    schedule 23 სექ 2020, 15:07
    #8

    წარმატებები ნელსონ

  • ousmane dembele 11
    schedule 23 სექ 2020, 15:05
    #7

    ციტატა: ფეოლა

    ციტატა: ousmane dembele 11
    ასეთი ცუდი ფოსტი არ მახსოვს ფეოლასაგან

    მოდით და მეკამათეთ.
    მე ცუდად ვაფასებ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი იყო მოლოდინის გათვალისწინებით.

    თუ ვინმე კარგად აფასებს, ველი არგუმენტებს.
    თუ არა და.. გამოდის სენტიმენტალობას ითხოვთ, რაც არ შემიძლია.
    რაც იყო, ეგ იყო.


    სემედო არიყო ცუდი მცველი უბრალოდ მწვრთნელი არ ყავდა ნორმალური ჯერ რობერტოს რო ადარებ რობერტოს მთელი კარიერა ბარსაში აქვს გატარებული და მაინც სათარაგოს დონეა
    როცა მოვიდა ვალვერდე რომელიმე შენაძენმა გაამართლა?ეს ფეხბურთელების ბრალი არაა ესაა სამწვრთნელო შტაბის ბრალი

  • ფეოლა
    schedule 23 სექ 2020, 14:55
    #6

    ციტატა: ousmane dembele 11
    ასეთი ცუდი ფოსტი არ მახსოვს ფეოლასაგან

    მოდით და მეკამათეთ.
    მე ცუდად ვაფასებ. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერი იყო მოლოდინის გათვალისწინებით.

    თუ ვინმე კარგად აფასებს, ველი არგუმენტებს.
    თუ არა და.. გამოდის სენტიმენტალობას ითხოვთ, რაც არ შემიძლია.
    რაც იყო, ეგ იყო.

  • ousmane dembele 11
    schedule 23 სექ 2020, 14:50
    #5

    ასეთი ცუდი ფოსტი არ მახსოვს ფეოლასაგან

  • ფეოლა
    schedule 23 სექ 2020, 14:46
    #4

    ციტატა: Iniesta_8
    ეგეთი ცუდიც არ ყოფილა ბარსამანიის ექსპერტს რომ გამოყავს. რობერტოს ნაღდად სჯობდა. პროსტა ალვეშმა ისეთ დონეზე აწია განაპირა მცველის მოთხოვნები სემედუ ძაან ცუდი გამოჩნდა

    ბარსას სტანდარტებისთვის ცუდი იყო.
    ხანდახან მგონია, რომ საქართველოს ნაკრების კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ.

    "ყველაფერი დადო მინდორზე" – ესე იგი, მაგარია! : )

    ციტატა: Iniesta_8
    ეგეთი ცუდიც არ ყოფილა ბარსამანიის ექსპერტს რომ გამოყავს. რობერტოს ნაღდად სჯობდა. პროსტა ალვეშმა ისეთ დონეზე აწია განაპირა მცველის მოთხოვნები სემედუ ძაან ცუდი გამოჩნდა

    ნუ ვისთვის როგორ, აქ ბევრს ურჩევნია რობერტოს, ბევრს არა.
    და მეტი ცუდი როგორ უნდა ყოფილიყო? მცველს დაცვაში სარგებელი არ მოუტანია და შეტევაში ნული იყო.

    დრიბლინგი დავუფასე და დაბრალებით ვერაფერს დავაბრალებ.

    ყველაზე კარგი რაც გააკეთა 30 მილიონად გაიყიდა. – ესეც დავუფასე : )

  • Iniesta_8
    schedule 23 სექ 2020, 14:32
    #3

    ეგეთი ცუდიც არ ყოფილა ბარსამანიის ექსპერტს რომ გამოყავს. რობერტოს ნაღდად სჯობდა. პროსტა ალვეშმა ისეთ დონეზე აწია განაპირა მცველის მოთხოვნები სემედუ ძაან ცუდი გამოჩნდა

  • Ansu Fati 22
    schedule 23 სექ 2020, 14:30
    #2

    Yvelaze cudi postia rac am saitze dadebula mgoni

  • nikusha
    schedule 23 სექ 2020, 14:16
    #1

    ორივე გოლი ნამდვილად მახსოვს