ბოლო წამის მაგია - ხელიდან გამოგლეჯილი ლა ლიგა

ბოლო წამის მაგია - ხელიდან გამოგლეჯილი ლა ლიგა

 დაილოცოს ხოსე გონსალესი!

დიდი დრამა დატრიალდა ლა ლიგის 1993/94 წლების სეზონში, მაგრამ საქართველოში არავის აღუნიშნავს, რადგან ყველა სიკეთესთან ერთად შუქიც არ იყო, ამიტომ, ამ დრამას იმ ხალხმაც ვერ უყურა, ვისაც გენერატორი ჰქონდა აღრიალებული, რადგან არხებიც არ იძებნებოდა, თუმცა 2-3 ოჯახი მაინც მოიძებნა, ვინც გენერატორთან ერთად, საჭირო არხიც დაიჭირა, მაგრამ იმათი ფეხბურთის ცოდნის რა ვთქვი.. სტოიჩკოვი მხედრიონელი ეგონათ.

არადა, ეგ სეზონი დიდი აღნიშვნის ღირსი იყო, თავიდან ბოლმდე, პირველივე ტურებიდან ბოლო ტურამდე. კალენდარი დაადგინეს და „ბარსას“ 37-ე ტურში უწევდა „ბერნაბეუზე“ ჩასვლა, თანაბარი ქულების შემთხვევაში, ეს „რეალისთვის“ დიდი უპირატესობა იქნებოდა, კრუიფის „დრიმ-თიმს“ ზედიზედ სამი ლა ლიგა ჰქონდა მოგებული, უმრავლესობა თვლიდა, რომ უკვე დრო იყო ტიტული დაეთმო, ამავე დროს „დეპორტივო“ უმაღლესი დონის ფეხბურთს თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაბრუნებული იყო ლა ლიგაში,  ეს ის დროა, როცა „ბარსაში“ რომარიო ბრწყინავდა, ხოლო „დეპორტივოში“ ბებეტო, დრამატული სეზონის შემდეგ, მათი დუეტი შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მაგრამ იქამდე, დიდი ნერვების თამაში იყო, რაშიც ბრაზილიელებმაც შეიტანეს თავის წილი.

სეზონი ქაოსურად მიმდინარეობდა, „დეპორტივო“ საოცარი დაცვით გამოირჩა და საბოლოო ჯამში „ბარსაზე“ 24 გოლით ნაკლები გაუშვა, ხოლო „რეალი“ და „ბარსა“ ტრადიციულ კატა-თაგვობანას თამაშობდნენ.

 „დეპორტივო“, რომ უბრალო გუნდი არ იქნებოდა მალევე გამოჩნდა, პირველ წრეში, სახლში ჩატარებულ მატჩებში, ლა ლიგის მთავარი ფავორიტები, „ბარსა“ და „რეალი“ დაამარცხეს, „ბარსას“ 1:0 მოუგეს, ხოლო „რეალი“ 4:0 გაანადგურეს, მეჩვიდმეტე ტურში კი „ბარსას“ ფეხის დაცდენით ისარგებლეს და პირველ ადგილზე აინაცვლეს, მიუხედავად ამისა, „ბარსას“ ჯერ ნერვიულობა არ ეტყობოდა, მომდევნო ტურში „რეალს“ უმასპინძლეს და უკვე ლეგენდად ქცეულ მატჩში 5:0 გაანადგურეს, რომარიომ ჰეთთრიქი შეასრულა, მაგრამ რად გინდა?! შემდეგ ტურში აურია, ბრაზილიურად.

„ბარსას“ ფეხბურთელებმა ამ სეზონში 11 წითელი ბარათი მიიღეს, გვარდიოლასგან ცოტა მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, ბარათების გარეშე არ დარჩენილან სტოიჩკოვი და რომარიო, ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, დიდი პროვოცირების უნარისა და დიდად მებრძოლი ხასიათის მქონე ფეხბურთელთან, ვინმე დიეგო სიმეონესთან მიიჭრა და სახეში მუშტი შემოარტყა, აი, ასეთი იყო რომარიო, მარტო ბურთი და სამბა კი არ იცოდა?! მუშტებსაც იქნევდა, როცა საჭირო იყო. მიუხედავად რომარიოს გაძევებისა, სევილიაში მეცხრამეტე ტურის მატჩი 0:0 დასრულდა, ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან მათთან ბოლო ტურში მოგვიწევდა შეხვედრა.

„დეპორტივო“ მეჩვიდმეტე ტურის შემდეგ პირველობას არ თმობდა, ხოლო „ბარსა“ და „რეალი“ მეორე ადგილისთვის იბრძოდნენ, ქულებს ორივე კარგავდა, „ბარსა“ ისეთი არასტაბილური იყო, შეეძლო 6 გოლი გაეშვა „სარაგოსასთან“, მომდევნო ტურში კი 8 გაეტანა „ოსასუნასთვის“, მათი ფეხბურთი არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდა.

ოთხი ლეგიონერის ყოლამ, წინა სეზონებისგან განსხვავებით ბევრი რამ არია, ოთხივე უმაღლესი დონის ვარსკვლავი იყო: რომარიო, სტოიჩკოვი, ლაუდრუპი, კუმანი, მაგრამ წესის მიხედვით მხოლოდ სამს უნდა ეთამაშა, ეს კი გუნდში ცუდ ატმოსფეროს ქმნიდა.

„დეპორტივოს“ მთავარი გამოცდა წინ ელოდა, „ბერნაბეუზე“ და „კამპ ნოუზე“ ჰქონდა სათამაშო, მიუხედავად იმისა, რომ ორივეში დამარცხდნენ, პირველობა მაინც არ დაუთმიათ, თუმცა, „ბარსასთან“ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში ჩემპიონობას დაკარგავდნენ, რადგან „ბარსამ“ 3:0 იმარჯვა, სტოიჩკოვის, რომარიოსა და ლაუდრუპის გოლებით.

ესპანეთში თანაბარი ქულების დროს ყველაფერს ურთიერთშეხვედრები წყვეტს, „რეაზორზე“ 1:0 საკმარისი არ იქნებოდა „კამპ ნოუზე“ წაგებული 3:0-ის საპირწონედ, ასე იქცა „ბარსა“ მთავარ საფრთხედ, ხოლო „რეალთან“ ჰქონდათ უპირატესობა.

ბოლო ტურებში, როცა დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სამივე გუნდმა დაიწყო შეცდომების დაშვება და ქულების დაკარგვა, მაგრამ პოზიციებს მხოლოდ „რეალი“ და „ბარსა“ ცვლიდნენ, „დეპორტივო“ კვლავინდებურად პირველ ადგილზე იყო და მშვიდად ელოდა 37-ე ტურს, სადაც მორიგი „კლასიკო“ უნდა გამარულიყო, თანაც „ბერნაბეუზე“, „რეალს“ საკუთარი კედლების უპირატესობა ჰქონდა და „ბარსა“ საბოლოოდ უნდა ჩამოცილებულიყო ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მაგრამ 77-ე წუთზე, ერთადერთი გოლი, გილერმო ამორმა გაიტანა, „ბარსამ“ მეორე „კლასიკოც“ მოიგო, თანაც „ბერნაბეუზე“, 37-ე ტურში!

„დეპორმაც“ იმარჯვა თავის შეხვედრაში და 2 ქულით წინ დარჩა, ბოლო ტურში აუცილებლად უნდა მოეგოთ, „ვალენსიას“ მასპინძლობდნენ, პირველ წრეში 3:1 მოუგეს „მესტალიაზე“, ამიტომ დიდი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო,  ხოლო „ბარსა“ „სევილიას“ იღებდა საკუთარ მოედანზე, იმ „სევილიას“, სადაც რომარიოზე განრისხებული დიეგო სიმეონე თამაშობდა.

აი, აქიდან დაიწყო რაც დაიწყო..

კრუიფმა კუმანი სკამზე დატოვა, ჩათვალა, რომ შემტევი ტრიო უფრო სჭირდებოდა, ვიდრე კუმანის დახმარება დაცვაში, ლეგიონერების შეზღუდვის გამო ოთხოვე ვერ ითამაშებდა. პირველ ტაიმში, ალბათ იმედიც გაუცრუვდა, რადგან მე-15 წუთზე, დიეგო სიმეონემ მთელი ბოღმა ამოანთხია და „კამპ ნოუ“ დაადუმა - 0:1.

„რეაზორზე“ ჟრიამული ატყდა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან ანგარიში 0:0 იყო.

მე-20 წუთზე ანგარიში გათანაბრდა, ხრისტო სტოიჩკოვმა გაიტანა და „ბარსა“ დაბრუნდა!

სადავეები კატალონიელებმა გადაიბარეს და 100%-იანი მომენტიც შექმნეს, მაგრამ რომარიომ ცარიელ კარს გადააცილა, საუკეთესო ბომბარდირმა, რომელსაც 32 შეხვედრაში 29 გოლი ჰქონდა შეგდებული, ყველაზე მარტივი სიტუაციიდან ვერ შეძლო გატანა, მინი დუელში სიმეონე იგებდა.

ვერ გაიტან - გაგიტანენ! უძველესი წესია და ყოველთვის მუშაობს, რომარიოს შეცდომას დავორ შუკერმა გოლით უპასუხა! სტადიონი ისევ დადუმდა, „რეაზორზე“ ისევ იფეთქა ბედნიერების ჟრიამულმა, რომარიომ ხელები თავში შემოირტყა და ბებეტო აგრძელებდა „ვალენსიას“ აწიოკებას, მაგრამ გოლი არ ჩანდა.

პირველი ტაიმების შემდეგ ჩემპიონი „დეპორტივო“ იყო.

„ბარსა“ vs „სევილია“ – 1:2

„დეპორტივო“ vs „ვალენსია“ – 0:0

კრუიფმა ალბათ ინანა კიდეც, რომ კუმანი დატოვა სკამზე და არა ლაუდრუპი, დაცვის ბურჯის გარეშე თამაშს აგებდა, მაგრამ ცვლილებისთვის უკვე გვიანი იყო, ახლა ლაუდრუპის გაყვანა და კუმანის გამოყვანა სიგიჟე იქნებოდა, ამიტომ ყველაფერი ჩვეულ რიტმში გაგრძელდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთში „ბარსა“ კვლავ დაბრუნდა! ხრისტო სტოიჩკოვმა ანგარიში გაათანაბრა, ხრისტოს მარცხენამ „ბარსა“ მეორედ გააცოცხლა! „კამპ ნოუმ“ ისევ იფეთქა, მაგრამ ჯერ ადრე იყო, „ბარსას“ აუცილებლად უნდა მოეგო, ამასთან ერთად, „დეპორტივოს“ ერთი გოლი ყველაფერს დაასრულებდა, „რეაზორზე“ მიმდინარე მატჩს ეტყობოდა, რომ ერთი ბურთის თამაში იყო.

მალევე, ბრაზილიელმა ჯადოქარმა შეცდომა გამოასწორა და „სევილიას“ კარის ბადე გახვრიტა - 3:2! პასუხი სიმეონეს!

ამ მოცემულობით „ბარსა“ ჩემპიონი იყო, ახლა უკვე პრეზიდენტი ნუნიესიც პატარა ბავშვივით დახტუნავდა ტრიბუნებზე, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ყველა ელოდა „დეპორის“ გოლს, ასე მარტივად საქმე არ მორჩებოდა.

სანამ „სევილია“ გონს მოეგებოდა, „ბარსამ“ მეოთხეც შეაგდო და მეხუთეც, თავი ბაკერომ და ლაუდრუპმა გამოიჩინეს, ყველაფერი დასრულდა, „კამპ ნოუზე“ შეკრებილი მაყურებელი მოედანს აღარ უყურებდა, თითოეული მათგანის ყურადღება ტაბლოსკენ იყო მიმართული, სადაც „დეპორტივო“ – „ვალენსიას“ შედეგი იყო ასახული, მერე კი მოხდა ის, რის საწინააღმდეგოდაც ნახევარი ბარსელონა ლოცულობდა, „რეაზორზე“ სულ ბოლო წუთებზე, სულ აღარაფერი, რომ იყო დარჩენილი, თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, სტადიონი ისე დადუმდა, რომ ფეხბურთელებმაც ყველაფერი იგრძნეს, ბურთს ისე აგორავებდნენ, როგორც ვარჯიშზე, მათი ყურადღებაც ფანებისკენ იყო მიმართული, რამდენიმე წამში, ან გაიხარებდნენ, ან გულგახეთქილნი ამოიღვნეშებდნენ, პაუზა გაიწელა, რადგან ბოლო წუთებზე საჩემპიონო თერთმეტმეტრიანის შესრულება ძალიან ძალიან რთული საქმეა, განსაკუთრებით იმ გულშემატკივრის წინაშე, რომელთაც ლა ლიგის ჩემპიონობა არასდროს ღირსებიათ!! ბებეტომ ამას ვერ გაუძლო, გატყდა, შესრულებაზე უარი თქვა, ფეხები აუკანკალდა და ბურთთან ჯუკიჩი მივიდა, „დეპორის“ ყველაზე „კვერცხებიანი“ ფეხბურთელი, ახლა ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული, დაარსების დღიდან ამდენი წლის მოლოდინი მის მხრებზე შეაგდეს და...

რა იქნებოდა ბებეტოს, რომ დაერტყა?! იქნებოდა გამაყრუებელი სიჩუმე „კამპ ნოუზე“, მაგრამ ჯუკიჩმა დაარტყა და ბედნიერების ტალღამ კიდევ ერთხელ გადაუარა ბევრი მაგიის მნახველ სტადიონს.

მეკარე ხოსე გონსალესმა იმარჯვა - „ბარსა“ გაჩემპიონდა!

ყველაფრით განსხვავებული სეზონი იყო, მაშინდელი მოწინავე სამი გუნდი, ახლანდელ სამ გუნდს ბევრად აღემატება, „ბარსამ“ მაშინ ორივე „კლასიკო“ მოიგო, ახლა ორივე წააგო, „ბარსამ“ მაშინ მთავარი მეტოქე დაამარცხა, ახლა ეს ვერ შეძლო, ერთადერთი მსგავსება ის არის, რომ კუმანი მაშინაც სკამზე დატოვეს და ახლაც სკამზე იჯდება ბოლო ტურში, მაგრამ.. ლა ლიგა ასეთი ჩემპიონატია, დიდი მოულოდნელობებისა და უცნაურობების, მშვიდად არაფერი მთავრდება, როგორც მატჩის შემდეგ აღვნიშნე, ჩემპიონობის შანსი 1%-ია, როგორც წესი, მაგიაც ამ 1%-ში იყრის ხოლმე თავს.

სანამ ბოლო ტურში, მსაჯის სასტვენი არ დაგვასამარებს, მანამდე იმედის ნაპერწკალი სადღაც გულის გადაკარგულ ჯურღმულებში, მაინც იკიაფებს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #12 11 მაისი 2021 01:19
    0
    ძაან არაპროფესიონალური დასკვნებია! როგორ შეიძლება კრუიფის 4 წლიანი ბარსას და ახლანდელი თინეიჯერული, ჯერჩამოყალიბების პროცესში მყოფი ბარსას შედარება?

    საერთოდ აზრზე ხართ ფეხბურთის?
    რედაქტორი [?]
    #11 10 მაისი 2021 23:37
    1
    კონტექსტიდან ამოვარდნილი სტატიაა.. ნუ ყველაზე უდროო დროს გამოქვეყნებულიი.. ძაან მცირე შანსია რო ჩემპიონები გავხდეთ.. ძალიან გვინდა მაგრამ ღირსიც არ ვართ - დაე ატლეტიკომ მოიგოს..
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 10 მაისი 2021 23:28
    1
    ციტატა: Ramaz
    არ არის ეს გუნდი ჩემპიონობის ღირსი და არც მინდა ესეთი ჩემპიონი რომ გახდეს. 1 თამაში ვერ მოუგეს მადრიდელებს 1 თამაშიცკი და ამათ ჩემპიონობა ერგებათ?


    მართალი ხარ, რაც არ უნდა მწარე იყოს ის, რომ ჩემპიონი მადრიდული გუნდი ხდება (ოღონდ მცირე შეღავათით, რომ ეს ატლეტიკო იქნება)
    მე ჩემპიონობა ვიცი ასეთი: კლასიკოში რომ რეალს მიწასთან გაასწორებ, კატოკივით გადაუვლ-გადმოუვლი, რამოსს ღობეს იქეთ დარჩენილი ნაცემი ძუკნა ძაღლივით კუდამოძუებულს აღავღავებ
    ატლეტიკო რომ კონკურენტად არ განიხილება ფრეს გაგორების დონეზეც კი და ორივე მატჩს რომ ცალი ფეხით მოუგებ
    კუმანი უნდა წავიდეს, მის ხელში ასეთი რამე უბრალოდ შეუძლებელი მოჩანს
    ჩემპიონობა კი შავი სათავლესავით იქნება, თითქოსდა ყველაფერი კარგად მიდის
    გულშემატკივარი [?]
    #9 10 მაისი 2021 22:55
    2
    არ არის ეს გუნდი ჩემპიონობის ღირსი და არც მინდა ესეთი ჩემპიონი რომ გახდეს. 1 თამაში ვერ მოუგეს მადრიდელებს 1 თამაშიცკი და ამათ ჩემპიონობა ერგებათ?
    Culé [?]
    #8 10 მაისი 2021 21:13
    2
    ეს სტატია რომ წავიკითხე თავის იქ მეგონა კამპ ნოუზე. დამბურძგლა ამის კითხვისას😁❤
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 10 მაისი 2021 20:19
    2
    ციტატა: me da barca
    ახლა გადავხედე და ეს მოხდა 14. 05. 94 წელს. 56 ქულა დავაგროვეთ (მაშინ მოგება 2 ქულით ფასდებოდა) რეალი მეოთხეზე გავიდა 45 ქულით.
    არანაკლებ დრამატული სიტუაცია იყო 91-92 წ. სეზონზე. ბოლო ტურის წინ რეალი 1 ქულით უსწრებდა ბარსას და პირველზე იყო, ბოლო ტურში კი ტენერიფემ წაკუზა რეალი (3:2) ბარსამ კი ბილბაოს მოუგო 2:0 და გაჩემპიონდა.

    საუკეთესოდ ჩატარებუი სეზონი მაინც არ იყო;
    ამ ქულებით რომ შევაფასოთ, 81 ქულა გამოდის სულ
    84 ქულსი დაგროვების შანსი ახლაც არის
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 მაისი 2021 18:51
    0
    ახლა გადავხედე და ეს მოხდა 14. 05. 94 წელს. 56 ქულა დავაგროვეთ (მაშინ მოგება 2 ქულით ფასდებოდა) რეალი მეოთხეზე გავიდა 45 ქულით.
    არანაკლებ დრამატული სიტუაცია იყო 91-92 წ. სეზონზე. ბოლო ტურის წინ რეალი 1 ქულით უსწრებდა ბარსას და პირველზე იყო, ბოლო ტურში კი ტენერიფემ წაკუზა რეალი (3:2) ბარსამ კი ბილბაოს მოუგო 2:0 და გაჩემპიონდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 მაისი 2021 18:30
    2
    ასეთი ჩემპიონობა რა გემოსია რომ? ორივე ჯლასიკოს წაგება, ატლეტიკოსთან მარცხი და უგოლოდ დასრულებული მატჩები barca-6
    ფანი [?]
    #4 10 მაისი 2021 18:24
    1
    ფეოლა კარგი ხარ
    ფანი [?]
    #3 10 მაისი 2021 18:00
    1
    ციტატა: nika 54
    იმედით ცოცხლობს კაციო უთქვამთ, მაგრამ რამდენჯერ უნდა აუარონ გვერდი ამ მოსულ იმედს? გრანადა არ გვეყოფოდა რო ახლა ატლეტიკოც მივუშვით ბოლომდე. ისე მგონია რეალმა და ატლეტიკომაც რო დაკარგონ ქულები ჩვენ მაინც ვერ გამოვიყენებთ უკვე, ისე ვართ წელს დათარსულები.

    დათარსვა კი არა მაგას უ*რაკობა ქვია.
    ეს მენტალურად დაჩმორებული გუნდი წელს არაფრის ღირსი არაა.
    მე ვთვლი რომ იღბალი იმის მხარეს უნდა იყოს, ვინც ყველაზე მეტად ცდილობს, შეუძლებელ მომენტშიც არ ნებდება და ბოლომდე თამაშობს, ბარსა კი ამდენი წელია უკვე ეგეთი გუნდი აღარაა, წელს განსაკუთრებით.
    რა შუაშია იღბალი როცა შენს მწვრთნელს შემტევები ყავს შემოსაყვანი და მცველები შემოჰყავს, ხოლო ფეხბურთელები ბურთის გორაობისა და სიარულის მეტს არაფერს აკეთებენ.
    რატომ იმსახურებს რეალი რომ იყოს იღბალა გუნდი? რადგან არ ნებდებიან და მაქსიმალურად ცდილობენ ფანების წინაშე არ ჩაი*ვან, მართალია ყველაზე მეტად მეზიზღებიან, მაგრამ ამას მაინც ვერ დავუკარგავ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 მაისი 2021 17:38
    1
    იმედით ცოცხლობს კაციო უთქვამთ, მაგრამ რამდენჯერ უნდა აუარონ გვერდი ამ მოსულ იმედს? გრანადა არ გვეყოფოდა რო ახლა ატლეტიკოც მივუშვით ბოლომდე. ისე მგონია რეალმა და ატლეტიკომაც რო დაკარგონ ქულები ჩვენ მაინც ვერ გამოვიყენებთ უკვე, ისე ვართ წელს დათარსულები.
    Culé [?]
    #1 10 მაისი 2021 17:27
    2
    იმედია ატლეტიკო და რეალი წააგებ😟♥️