workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსას” სამიზნე” – ნაწილი II – ტიაგო სილვა

”ბარსას” სამიზნე” – ნაწილი II – ტიაგო სილვა

მოგესალმებით ძვირფასო ‘’ბარსამანიელებო’’ !

პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ‘’’’ბარსას’’ სამიზნის’’ I ნაწილის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის… II ნაწილში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ბრაზილიელი მცველის ტიაგო სილვას შესახებ. შეგახსენებთ, რომ ‘’მილანის’’ დაცვის ლიდერით კატალონიური გრანდი სერიოზულად არის დაინტერესებული.

 

 

 

მოკლე ინფორმაცია :

სრული სახელი : ტიაგო ემილიანო და სილვა
მეტსახელი : ‘’მონსტრი’’

დაბადების თარიღი : 1984 წლის 22 სექტემბერი (27 წლის)

ეროვნება : ბრაზილიელი
დაბადების ადგილი : რიო დე ჟანეირო, ბრაზილია

სიმაღლე : 183 სანტიმეტრი
წონა : 79 კილოგრამი

პოზიცია : ცენტრალური მცველი

 კლუბი :  ‘’მილანი’’

ნომერი : 33

 

კარიერა :
საკლუბო კარიერა :

”RS Futebol’’ – 2001 – 2002 (ახალგაზრდული გუნდი)
“RS Futebol” – 2003

‘’ჟუვენტუდე’’ – 2004   28 (3)

‘’პორტო’’  –     2004 – 2005   0 (0)

‘’მოსკოვის დინამო’’ – 2005 0 (0)
’’ფლუმინენსე’’ –    2006 – 2008 81 (6)

‘’მილანი’’ – 2009 – …   87 (4)

ეროვნული ნაკრები :

ბრაზილიის 23–წლამდელთა ნაკრები –  2008   5 (0)
ბრაზილიის ეროვნული ნაკრები    –   2008 – …   24 (0)

 

ბიოგრაფია

 

სილვა ფლუმინენსეში 

 

ტიაგო ემილიანო და სილვა, ცნობილი როგორც ტიაგო სილვა რიო დე ჟანეიროში, ერთ–ერთ მოკრძალებულ ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში მას ძლიერ უყვარდა ფეხბურთის თამაში ეზოში მეგობრებთან ერთად და თავისუფალ დროს წიგნების კითხვა. მოგვიანებით კი მშობლებმა ‘’ფლუმინენსეს’’ ახალგაზრდულ გუნდში მიიყვანეს სავარჯიშოდ. მიუხედავად დიდი შრომისა, ტიაგო როდესაც გაიზარდა არ იქნა აყვანილი ძირითად გუნდში.  სილვას იმედი თითქმის გადაწურული ჰქონდა, როდესაც შემოთავაზება მიიღო  სამხრეთში მდებარე, რიო გრანდე დო სულის (Rio Grande Do Sul)  მოკრძალებული კლუბისგან – “RS Futebol”-გან. მოკლე ხნის შემდეგ, ის აყვანილი იქნა ‘’ჟუვენტუდეს’’ მიერ, სადაც მცველს დებიუტი ჰქონდა ბრაზილიის პირველ დივიზიონში 2004 წელს. ამ დროს ბრაზილიელი ძირითადად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა. ასევე ხშირად იხილავდით მას ნახევარდაცვაში, საყრდენისა და გამრბენის პოზიციაზე.  ის იმდენად კარგად გამოიყურებოდა, რომ მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება. თავდაპირველად,  ტიაგო ‘’პორტუში’’ გამოდიოდა, სულ მცირე ხანში კი რუსეთში გადაბარგდა. სწორედ ამ დროს, შეიძინა ‘’მოსკოვის დინამომ’’  პორტუგალიური კლუბიდან დანი, სისერო, დერლეი და ნუნო ფრეჩაუტი.

 

                      სილვა ინტერვიუს დროს 

 

ამ პერიოდს ტიაგო სილვა არა მხოლოდ მისი კარიერის, არამედ ცხობრების ერთ–ერთ ურთულეს  ‘’მომენტად’’ თვლის.

’’2005 წელს მე ‘’მოსკოვის დინამოში’’ გადავედი. რუსეთში ძალიან ციოდა და მე ავად გავხდი. საავადმყოფოში 6 თვე ვიწექი. განუწყვეტლივ შიმშილის გრძნობა მტანჯავდა, მუდამ მშიოდა. დედა მეუბნებოდა, რომ ავადმყოფს არ ვგავდი, მაგრამ მოძრაობა არ შემეძლო. ექიმები მირჩევდნენ, რომ მევლო, მაგრამ საწოლიდან ვერ ვდგებოდი. მე იზოლირება გამიკეთეს ყველასგან, რადგან დაავადება გადამდები არის. გარკვეული დროის განმავლობაში ექიმი ინექციებს მიკეთებდა, ამასთან ერთად დღეში 10–15 ტაბლეტის დალევა მიწევდა.  როდესაც გამოვჯანმრთელდი, გავიგე, რომ 6 თვის განმავლობაში ტუბერკულიოზით ვიყავი დაავადებული. ექიმებმა მითხრეს, 2 კვირაც რომ გამგრძელებოდა ეს სენი, მე მოვკვდებოდი. მე ხშირად ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ერთ–ერთ ურთულეს პერიოდს….. ამ პერიოდს….. იმ დროს ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი”.

 

 

‘’ფლუმინენსე’’

 

სილვა ფლუმინენსეში

 

 

2006 წელს ბრაზილიელი ფეხბურთელი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მისმა მშობლიურმა კლუბმა ‘’ფლუმინენსემ’’ გულისხმიერება და პატივისცემა გამოიჩინა მის მიმართ და ფორმიდან ამოვარდნილი ტიაგო გუნდში აიყვანა. სილვამ დააფასა კლუბის საქციელი და თავდაუზოგავად შრომობდა, რომ სიკეთე სიკეთით გადაეხადა. შეიძლება ითქვას, მან მიზანს მიაღწია. ის გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და დაეხმარა ‘’კოპა ლიბერტადორესის’’ ფინალში გასვლაში 2008 წელს.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ სეზონში კლუბმა ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და 38 მატჩში 39 გოლი გაუშვა, რაც მეტწილად სილვას დამსახურებაა. კლუბმა ასევე ‘’ბრაზილიის თასი’’ მოიპოვა. მისი წარმატებული თამაშის ხარჯზე, მან დუნგას ყურადღება მიიპყრო და ეროვნულ ნაკრებთან ერთად 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მფლობელი გახდა.

 

‘’მილანი’’

 

                   სილვა მილანში 

 

2008 წლის დეკემბერში ‘’მილანმა’’ ბრაზილიელი მცველი 10 მილიონ ევროდ იყიდა.

მისი დებიუტი ‘’როსონერის’’ შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩში – ‘’ჰანოვერის’’ წინააღმდეგ შედგა. ოფიციალურ მატჩში მისი დებიუტი მომდევნო სეზონამდე არ შედგა, რადგან იმ  სეზონში ‘’მილანს’’ უკვე ორი უცხოელი ფეხბურთელი ჰყავდა შეძენილი – ტაბარეს ვიუდესი და ლეგენდარული ანდრეი შევჩენკო.

ასე, რომ ოფიციალურ მატჩში სილვას დებიუტი 2009–2010 წლის სეზონის სტარტზე, ‘’სიენას’’ წინააღმდეგ შედგა.  მატჩი ‘’ლურჯ–წითლებთა’’ გამარჯვებით 2–1 დასრულდა.  

 

2009 წლის 8 ნოემბერს მან ‘’მილანის’’ მაისურით პირველი გოლი ლაციოს წინააღმდეგ გაიტანა. სილვა–ნესტას დაცვის ხაზის დუეტი საუკეთესოდ დასახელდა ‘’სერია ა’’–ში.  შეიძლება ითქვას, რომ სეზონი სილვამ უშეცდომოდ ჩაატარა და ზაფხულში მიიპყრო კიდეც ევროპული კლუბების ყურადღება. განსაკუთრებით აქტიურობდა ‘’რეალ მადრიდი’’, რომელმაც იტალიურ გრანდს ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა – 20 მილიონი ევრო და რაფაელ ვან დერ ვაარტი სილვას სანაცვლოდ. მაგრამ როგორც ფეხბურთელმა, ასევე კლუბმაც მადრიდელები უარით გაისტუმრეს. 2010 წლის ნოემბერში ერთ–ერთ ჟურნალთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ოჯახის აზრზს დიდად აფასებს და სწორედ მეუღლის, იზაბელას გამო თქვა უარი ‘’სამეფო კლუბში’’ თამაშზე.

2010–2011 წლების სეზონში ის გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა, მან 39 მატჩი გამართა და მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მცველისთვის ფანტასტიური შედეგია. ამიტომაც მას ‘’დაცვის ბურჯი’’ უწოდეს. ის დაეხმარა ‘’მილანს’’ მე–18 სკუდეტოს მოპოვებაში და სეზონის ბოლოს სერია ა–ს საუკეთესო მცველად დასახელდა.

 

სანაკრებო კარიერა :

 

2008 წლის ოლიმპიადაზე, მხოლოდ ტიაგო სილვა და რონალდინიო იყვნენ 23 წლის ასაკს გადაცილებული ფეხბურთელები ბრაზილიის ნაკრებში. სილვამ ოლიმპიადაზე 3 მატჩი გამართა. ოლიმპიადამდე სილვას ორადორი მატჩი ჰქონდა ჩატარებული – სინგაპურისა და ვიეტნამის წინააღმდეგ. შემდგომში მან ითამაშა ისეთი ნაკრებების წინააღმდეგ, როგორიც ინგლისი და იტალიაა. “მილანში” გადასვლის შემდეგ ტიაგო სილვა მანო მენეზეშის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელია.

 

თამაშის სტილი

 

                                                                   პოზიცია 

 

როგორც მოგახსენეთ, კარიერა ტიაგო სილვამ მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიწყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დაცვის ცენტრში ‘’გაუვალ კლდედ’’ ჩამოყალიბდა. გრაფიკულ მონახაზზე ჩანს, რომ მას არა მხოლოდ დაცვაში, არამედ ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, სწორედ ამ პოზიციაზე ირჯებოდა 2011 წლის 27 ნოემბერს, როდესაც მოედანზე კაპიტნის სამკლაურით გამოვიდა და ბრწყინვალე გოლიც შეაგდო. აქვს ძლიერი დარტყმა და ასევე ბრწყინვალედ თამაშობს ‘’მეორე სართულზე’’, რაც  ‘’ბარსას’’ წინააღმდეგაც დადასტურდა, სადაც სილვამ მატჩის ბოლო წუთზე კულეები დაგვადუმა  და ანგარიში გაათანაბრა.

 

 

ტიაგოს რეიტინგი გოალ.კომის მიხედვით

 

 

Goal.Com – ის შეფასებით მისი საშუალო რეიტინგი 6.8 არის 10 ბალიანი სისტემიდან, რაც ნორმალურზე უკეთესი შედეგია.

 

 

 

‘’ბარსამანიელთა’’ აზრი ტიაგო სილვას შესახებ :

 

Frank Rijkaard GETO (ირაკლი გეთია) – ტიაგო სილვა ბარსელონაში ? ძალიან , ძალიან მოხარული ვიქნები თუ ეს ტრანსფერი განხორციელდება !! მოგეხსენებათ სილვამ მილანამდე 5 კლუბი გამოიცვალა სადაც მართლაც რომ არაფერი გამოსდიოდა და სათადარიგო სკამებს ათბობდა ხოლმე , მაგრამ როცა ის მილანში მოვიდა მან მართლაც უდიდესი პროგრესი განიცადა !! ათამაშდა უმაღლეს დონეზე და დღეს დღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე !! ნამდვილად უნიჭიერესი ბრაზილიელი ფეხბურთელია !! ბარსელონას ის დღეს ნამდვილად სჭირდება !! მილანში მას ნახევარმცველად თამაშზეც კი მიდიოდა საუბარი !! ტიაგო ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ პროდუქტიული ფეხბურთელია !! ვფიქრობ , დღევანდელ ბარსელონა ტიაგოს შეძენით ნამდვილად ბევრს მოიგებს ! პირადად მე მიმაჩნია , რომ ტიაგო სილვა დღეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია !

 

Shiuk (შაკო შიუკაშვილი) – კარგია გიო მომეწონა პირველი ნაწილი და შემდგომში წარმატებასაც გისურვებ. რაც მთავარია ხალხში დიდი ინტერესი ჰპოვა ამ სტატიამ და ახლა ყველაფერი შენზეა დამოკიდებულო. ახლა რაც შეეხება ტიაგო სილვას. ის ახალგაზრდაა და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ‘’მილანი’’ ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი და ძლიერი დაცვით. ტიაგოც ერთ-ერთი საუკეთესო მცველია მილანის ისტორიაში. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. მე მას დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ‘’ბარსას’’ რიგებში.

 

რეზი (რეზი შენგელია) – ტიაგო სილვა? ჩემი აზრით, დღევანდელ ფეხბურთში ერთ–ერთი საუკეთესო მცველია, მას ყველაფერი აქვს ტექნიკა შორეული დარტყმა… მიუხედავად მისი სიმაღლისა ის მაინც ახერხებს მეორე სართულზე ბრძოლას. ჩემი აზრით, ძალიან კარგი იქნებოდა თუ გადმოვიდოდა ბარსაში და ვფიქრობ, თუ ის პეპს მოუნდა იგი აუცილებლად გადმოვა.

 

ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა გაგვეგო ‘’მილანის’’ ფანების აზრი სილვას შესახებ. ასე, რომ დახმარება საიტის ორ აქტიურ მილანისტას ვთხოვე (ავტ.)

 

Ale Milan Ale (ზვიო ხარაზიშვილი) – ჩემი აზრით სილვა ძალიან ტექნიკური, სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მცველია. ასევე აქვს საკმაოდ კარგი დარტყმა, რაც კიევოსთან შეხვედრაშიც დაამტკიცა. ვფიქრობ იგი მსოფლიოს საუკეთესო მცველების ხუთეულს იმსახურებს. რაც შეეხება მის ტრანსფერს… არამგონია სილვიო ბერლუსკონიმ გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გაუშვას, ალბათ არც თვითონ ბრაზილიელს სურს წასვლა, რადგან მას ძლიერ უყვარს ‘’მილანი’’ და სურს მისთვის ‘’მეორე მალდინი’’ გახდეს.

 

Milan21 (ბექა მარღიანი) – ჩემი, როგორც მილანელის აზრით ტიაგო სილვა ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მცველია. აქვს კარგი დრიბლინგი, დარტყმა, დაცვაში კი უბრალოდ არაჩვეულებრივია, პოზიციის შერჩევა, ვარდნა და ა.შ, თითქმის უშეცდომოა, თუმცა თითქმის… რაც შეეხება მის ბარსელონაში გადასვლას, ეს ნაკლებსავარაუდოა, პირადად მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ამის შანსები 0%-ზე დაბალია და აი რატომ: მომავალ წელს მილანს ნესტა დატოვებს, [media=http://]დაცვის წყვილად კი მექსე და ტიაგო დარჩებიან. ამას დამატებული, გაძლიერება სხვა რგოლებს უფრო სჭირდებათ და ნაკლებსავარაუდოა ხელმძღვანელებმა ტიაგოს გაყიდვით დაცვაც გასაძლიერებელი გახადონ, ამას ემატება ის, რომ ზაფხულიდან სილვა მილანის კაპიტანი იქნება, ასევე ის, რომ მას მილანში სურს კარიერის დასრულება. მოკლედ, ჩემი აზრით ბარსელონას დაცვის და მითუმეტეს ცენტრალური დაცვის გაძლიერება ძალიან სჭირდება, მაგრამ ამას ტიაგო სილვას და მილანის ხარჯზე ვერ მოახერხებს. და კიდევ, ზოგს ჰგონია, რომ ბარსა ტიაგოს ყიდვას იბრაჰიმოვიჩის ტარსნეფრში “გადაუხდელი” 24 მილიონი ევროთი შეძლებს, თუმცა ცდებით, 24 მილიონი მილანმა ამ ზაფხულს გადაიხადა… წარმატებები ბარსას…

 

თქვენი ნებართვით, ჩემს აზრზსაც მოგახსენებთ…  ტიაგო სილვა მსოფლიოს საუკეთესო თუ არა ერთ–ერთი საუკეთესო მცველია, რომელსაც აქვს შესანიშნავი დარტყმა და  ძალიან კარგად თამაშობს თავით. არის თავგანწირული და ბოლომდე იხარჯება მოედანზე…. რაც შეეხება მის ‘’გალურჯ–ბროწეულფერებას’’… კაპიტნის სამკლაური…. სწორედ ეს იქნება მიზეზი ‘’მილანში’’ დარჩენისა…  თუ მოხდა ის, რაც ჩვენ გვსურს და ტიაგო სილვა გადმოვიდა, მეც ფრიად მოხარული დავრჩები, როგორც საიტის უმრავლესობა, რადგან ეს ის ფეხბურთელია, რომელიც ‘’დრიმ თიმსს’’ ჭირდება და ‘’დრიმ თიმსს’’ გააძლიერებს…. 

 

აქვე გეტყვით, რომ ტიაგო სილვას კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისს ეწურება, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 32–დან 39–მილიონამდე მერყეობს.

 

               Thiago SIlva 

 

 

შემოგთავაზებთ ბრწყინვალე ვიდეოს ტიაგო სილვას  შესახებ, რომელიც ჩვენი საიტის აქტიურმა მომხმარებელმა, BarcaMessi–მ შექმნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მას !


                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=zW7xe0v605E]

  

სტატიის ბოლოს მადლობას ვუხდი Barcaman-ს, Pep Guardiola–ს, Shiuk-ასა და BarcaMessi–სა და Frank Rijkaard GETO-ს !

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward