გაზეთებს და ჟურნალებს კიდევ ერთხელ ერთხელ მოუწია “ბარსელონას” ქება ესპანეთის თასის ფინალის მოგების გამო. უმეტესობა გაზეთებისა თავიანთ სათაურებში ამბობს, რომ “ბარსელონამ” ტიტულების მოგროვება კოპა დელ რეის ჩემპიონობით დაიწყო. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ძირითადი თემების სათაურებს.
‘Sport’ – “ეს პირველი….გასამმაგების გზაზე”
El ‘Mundo Deportivo‘ – “ჩემპიონი გადის გამოცდას ყოველ მატჩში”
‘El 9′ – “ფეხბურთის მეფეები”
‘As’ – “ბევრი უფრო “ბარსა!””
‘Marca‘ – “”ბარსა” ცუნამი”
‘El Periódico de Catalunya‘ – “პირველი”
‘La Vanguardia’ – “ეს პირველია”
ქება დანაპირების ასრულებისთვის.
ყველა გაზეთი დაეთანხმა ერთმანეთს იმაში, რომ კატალონიელებმა აშკარად აჯობეს ბასკებს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. ‘Sport’ აცხადებს: “ფეხბურთი ყოველთვის იმარჯვებს და ვერავინ თამაშობს ისე კარგად, როგორც “ბარსელონა””. ‘La Vanguardia‘: “”ბარსამ” მოიგო თასი საუცხოო შესრულებით”.
ტურე და მესი – ვარსკვლავები
არა სასიამოვნოდ დაწყებული თამაშის მერე, როდესაც კატალონიელები 1-0 მარცხდებოდნენ ტურე და მესი იყვნენ პირველები, რომლებმაც გამარჯვების გოლები მოიტანეს. აი რას ამბობენ მათზე გაზეთები. ‘La Vanguardia’: “ტურემ თავისი 26 დაბადების დღე მშვენიერი გოლით აღნიშნა”. ‘El Periódico de Catalunya”: “”ბარსელონასთვის” ყველაფერი ტურეს უმშვენიერესი გოლით დაიწყო”. El ‘Mundo Deportivo’: “მესიმ გადაიხადა მარადონას ვალი დაუვიწყარი მატჩით”.
წყარო www.fcbarcelona.cat
