პირობები შეთანხმებულია, “ბარსა” ვარიანტებს ეძებს როგორ დაარეგისტრიროს ნიკო უილიამსი, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას. ბოლო სეზონების განმავლობაში ნიკო უილიამსის პროგრესი აშკარაა, თავისი ძმა დიდი ხანია დაჩრდილა, ბევრად დიდი მასშტაბის ფეხბურთელი გამოდგა, ბრწყინავს ლა ლიგაში და ბრწყინავს ესპანეთის ნაკრებშიც. ისტორიაც დაწერა, ლამინე იამალის პასით ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისის ნაკრებს გაუტანა.
მისი ნიჭი და ტალანტი ეჭქვეშ არ დგას, თუმცა, “ბარსას” გასულ სეზონში ფლანგებზე ნამდვილად არ უჭირდა, პირიქით, მთავარი კოზირი სწორედ ფრთები იყო – რაფინიასა და იამალის სახით. თუმცა, ტრანსფერი დეკუსა და ლაპორტასთან ერთად ჰანსი ფლიკსაც სურს, ესე იგი, მას რაფინიასთვის სხვა როლი აქვს ნაპოვნი. უილიამსის ფასი 60 მილიონი ევროა, ამ რანგის ფეხბურთელისთვის მშვენიერი თანხაა. კლუბს, რომელსაც მილიარდიანი ვალი აქვს, ყველა მაღალბიუჯეტური ტრანსფერი რისკია, შესაბამისად, ისმის კითხვა – თუ “ბარსას” ფლანგზე არ უჭირს, თუ ეს ტრანსფერი ფინანსურადაც რთულია, მაშინ რატომ ცდილობს კლუბი ასე მედგრად უილიამსის შეძენას, რისი მიცემა შეუძლია მას კლუბისთვის?
პირველ რიგში, “ბარსა” მიიღებს ძალიან კარგ დრიბლიორს, კიდევ ერთ სწრაფ შემტევს, რაც კიდევ უფრო სახიფათოს გახდის კონტრშეტევებს, უილიამსისა და ლამინეს დუეტი რაღაცით ანრი-ეტოო’ს მახსენებს, მიუხედავად პოზიციებში სხვაობისა, ასეთი ურთიერთგაგება ყოველთვის დიდი წარმატების მომტანია. გასულ სეზონში ლა ლიგის მასშტაბით უილიამსი მხოლოდ იამალს ჩამორჩა წარმატებული დრიბლინგების რაოდენობით, ხოლო, ევროპის მასშტაბით დოკუსთან იყოფს მეორე ადგილს.
როგორც ხედავთ რაფინია ამ კომპონენტში გვარიანად ჩამორჩება ლამინესა და უილიამსს. ის იშვიათად მიდის მცველთან ერთი-ერთზე, თუმცა, რაფინია “ბარსასთვის” შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა, ამიტომ, ახლა წარმოუდგენლად ჩანს მისი 11 კაცს მიღმა დატოვება. გასულ სეზონშიც და სადებიუტოშიც რაფინია რამდენიმე პოზიციაზე გვინახავს, მათ შორის მოედნის ცენტრშიც, შესაბამისად, მას მომდევნო სეზონში, უილიამსის ტრანსფერის პირობებში განსაკუთრებული როლი ერგება, ითამაშებს ყველგან სადაც ფლიკს დასჭირდება. შედარებისთის, რაფინია საგოლე მოქმედებებში ბევრად აღემატება უილიამსს.
როგორც დაფაზე ხედავთ მთელი სეზონის განმავლობაში რაფინია ყველაზე ხშირად მოედნის ცენტრში ეხება ბურთს, არ აქვს მნიშვნელობა თამაშს ცენტრში იწყებს თუ ფალნგზე, ნებისმიერ შემთხვევაში ცენტრში უწევს შემოსვლა. უილიამსი კი კლასიკური გარემარბია, რომელიც უკიდურეს ფლანგზე იღებს ბურთს.
SkillCorner-ზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ რომ რაფინია იყო ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტჯერ (353) მიიღო ბურთი ზონებს შორის, ეს კი ცენტრალურ ზონაში მოთამაშე ფეხბურთელებს ახასიათებთ, ასე დროულ გახსნასაც ცოდნა უნდა, რიტმისა და თამაშის გრძნობა. ისიც აღსანიშნია, რომ საწყისი სამი მატჩი რაფინიამ სწორედ 10 ნომერზე დაიწყო.
“ლიდსში” როგორც წესი, მარჯვენა გარემარბად იყენებდნენ, რათა ცენტრში შემოსულს კარში დაერტყა, მორიგ დაფაზე ვხედავთ ყველა იმ ზონას, სადაც რაფინია მოქმედებს 2020/21 წლების სეზონიდან მოყოლებული, იცვლება პოზიცია, არ იცვლება გავლენა მოედანზე.
რთულად სავარაუდოა, რომ უილიამსის შეძენის შემთხვევაში “ბარსას” ფორვარდის ფული დარჩეს, როგორც ჩანს, ფლიკი ლევანდოვსკისა და ფერანის იმედზე იქნება, ან, ვინ იცის, ამ პირობებში იქნებ რომელიმე ცენტრფორვარდის პოზიციაზეც ვიხილოთ – ან რაფინია, ან, უილიამსი. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ფერანი და რობერტი თამაშს ვერ შეძლებენ, პოლონელი ასაკშია და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ყოველთვის კარგად ემზადება, სეზონის განმავლობაში რამდენიმე მატჩს აუცილებლად გამოტოვებს. ფერანის იმედზე ყოფნა კი ვერ არის დიდად გონივრული.
კიდევ ერთი დაფა გვაჩვენებს, რომ “ბარსა” ლა ლიგაში ყველაზე მაღალი პროცენტით უტევდა ცენტრალური ზონიდან, რაც სწორედ რაფინიას მანევრირებიდან გამომდინარეობს, ის ხომ თანაბრად უტევს ფლანგიდან და ცენტრიდან, ის ხომ არ არის კლასიკური გარემარბი?!
ერთ შემთხვევაში იამალი ზრდის ფლანგიდან შეტევის პროცენტს, მეორე შემთხვევაში კი ბალდე, რომელიც რაფინიას სივრცეს ავსებს მარცხნივ. ბალდე ლა მასიაში გარემარბად თამაშობდა და მისთვის შეტევა უცხო არ არის, ამ ფეხბურთელის მთავარი უპირატესობა სწორედ შეტევაში აქტიური თამაშია. საინტერესო იქნება როგორ გაინაწილებენ სივრცეს უილიამსი და ბალდე. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნება მათ შეთამაშებას.
მომდევნო დაფაზე ხედავთ რომ ულიამსს უმეტესად ფლანგისკენ მიაქვს ბურთი. ასე რომ, ბალდეს ტრადიციული ჩარბენის ნაცვლად, ცენტრალური ზონის ეფექტურად ათვისებაც მოუწევს.
უილიამსს ასევე აქვს ბურთის ართმევის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფლიკის პრესინგს წაადგება და კიდევ უფრო სახიფათოს გახდის მეტოქისთვის. გარდა ამისა, მისგან რაღაც ახალსაც ველით, რაღაც ისეთს, რაც აქამდე არ გვინახავს, “ბარსა” და “ბილბაო” აბსოლუტურად სხვადასხვა განზომილების კლუბები არიან, “ბარსელონაში” მსგავსი სტილის შემტევს წესით ფრთებიც უნდა შეესხას.
ჰოდა, ვნახოთ რა ბიჭია ნიკო.





გამქცევი ვინგერი გვჭირდებოდა იამალის გარდა და ნიკოა ეგეთი.
უილიამსს ასევე აქვს ბურთის ართმევის მაღალი მაჩვენებელი, რომელიც ფლიკის პრესინგს წაადგება და კიდევ უფრო სახიფათოს გახდის მეტოქისთვის.
აი ეს კი ძალიან კარგია, იამალიც და რაფინიაც ხშირად ჩამოდიან დაცვაში და თუ ამასაც კარგი ართმევა აქვს ესე იგი დაცვას საქმეს ძალიან გაუადვილებენ.
შვენიერი სტატიაა, მადლობა ავტორს.
ნიკოს რაც შეეხება, ჩემი აზრით იმის გარდა რაც აქ არის ხაზგასმული, მომატების პოტენციალი კიდევ აქვს.
შემდეგ წელს თუ ალვარესს მოიყვანენ ცენტრში, სრულყოფილი შემადგენლობა გვეყოლება.
1 ფლანგის მცველი გვჭირდება ნიკოს შემდეგ და მომდევნი სეზონში უკვე ვინმე ტოპ ცენტრ ფორვარდი და ეგაა რა, კუნდე გვყავს რომელიც რეალურად ცენტრ/მცველია და ფლანგზეც ძაან მაგარია 1 კაი მარჯვენა მცველი გვინდა რომ ხანდახან დაისვენოს კუნდემ და ცენტრშიც ითამაშოს თორე ბოლოს რო ცენტრში იდგა დიდად ვერ გაქაჩა…მოკლედ წელს კაი სეზონს უნდა ველოდოთ ჩავარდნების გარეშე ✌🏻🙏🏻💪🏻
იამალის გარდა კიდევ გვეყოლება შეტევაში დრიბლიორი, შემოქმედი ფეხბურთელი
ისეე იამალს რო აიყვანსს 3-4 კაციი იქით ნიკოო აიწყვიტავს და არ ეყოლება ბევრი მეურვეე ერთს ამოკეტაავ მეორეე იქნება თავისუფლად:დდ
რაფინია დაცვას ეხმარებოდა, ეხლა ვინ ირბენს უკან, ისედაც დირკა დაცვა გვყავს
კომენტარები უნდა ნახო კაიფია თავისი მწერლებიანა😅😅 2022 წლია რეალი თურმე გახსნიდა შუაზე ამ ბარსელონას და პსჟ და თუნდად 2015 წლისასო🤭🤭🤭 ბიჭოო ასეთი მზეეები როგორ არიან ეს რეალის ფანობა მარა აშკარად კსვლინტიანი მამამიფსმული ბავშვები არიან უმეტესობა🤭🤭🤭 ლა ბალცელონა და ლა პსჟ თულმე გასხნიდა სუაზე 2022 წლის ლეალი და ძიძუუუ🤣🤣🤣🤣
მესის,სუარესს და ნეიმარს შეაჩერებდნენ ჰაკიმი და მენდეში? პრაიმ მესი რომ წამოიღებდა ბურთს 5-6 კაცს ატყვილებდა და ბოატენგს რაც უქნა ვნახეთ კიდევაც.აქეთ სუარესი რომელსაც კლასი უმაღლესი აქვს და მაგის ფინიში დამღუპველი იყო,ნეიმარი დრიბლინგებით წამოიღებდა ბურთს და გათხრიდა კარიანად დონარუმას.რა ბოღმიანები და საცოდავები არიან რომ 2015 წლის ბარსა ვერ მოუგებდა ახლანდელ პესეჟეს :დდდდ
ისე ეგ ბარსა არიყო პსჟმ 4-0 რომ მოგვიგო? მერე კი დავაქამბექეთ მარა მაინც, შემდეგ ეტაპზე კიდე იუვემ გვათრია სახით.
კომენტარები უნდა ნახო კაიფია თავისი მწერლებიანა😅😅 2022 წლია რეალი თურმე გახსნიდა შუაზე ამ ბარსელონას და პსჟ და თუნდად 2015 წლისასო🤭🤭🤭 ბიჭოო ასეთი მზეეები როგორ არიან ეს რეალის ფანობა მარა აშკარად კსვლინტიანი მამამიფსმული ბავშვები არიან უმეტესობა🤭🤭🤭 ლა ბალცელონა და ლა პსჟ თულმე გასხნიდა სუაზე 2022 წლის ლეალი და ძიძუუუ🤣🤣🤣🤣
მესი ტოპ გუნდებს და ტოპ მცველებს ისეთებს უშვებოდა ამ პესეჟეს ერთი სიტყვით იხმარდა იმ გუნდებთან შედარებით პესეჟეს ეს დაცვა ცა და დედამიწაა.ნეიმარს ვინ გააჩერებდა ჰაკიმი?ჰაკიმი ფაქტობრივად მარჯვენა გარემარბია და შეტევაში ხშირად ჩარჩენილა და მითუმეტეს ნეიმარს მასეთ სივრცეს თუ მიცემ ამოგტენის კარიანად და მთელ გუნდს მოატყვილებს..სუარესს კიდე ყოველ თამაშში გოლი გაჰქონდა და უმაღლესი კლასი ჰქონდა მაგ პერიოდში,პაჩო და მარკინიოში ჩემ ფეხებს გააჩერებდნენ.უმეტესი ალბათ 13-14 წლის ჯემალიკოები იქნებოდნენ
ბარსელონას რას შესძენს არვიცი მაგრამ თვითონ რომ შეიძენს დედისდრაკის ბზიალს ეს კი ვიცი.
კომენტარები უნდა ნახო კაიფია თავისი მწერლებიანა😅😅 2022 წლია რეალი თურმე გახსნიდა შუაზე ამ ბარსელონას და პსჟ და თუნდად 2015 წლისასო🤭🤭🤭 ბიჭოო ასეთი მზეეები როგორ არიან ეს რეალის ფანობა მარა აშკარად კსვლინტიანი მამამიფსმული ბავშვები არიან უმეტესობა🤭🤭🤭 ლა ბალცელონა და ლა პსჟ თულმე გასხნიდა სუაზე 2022 წლის ლეალი და ძიძუუუ🤣🤣🤣🤣
ხოო მეც წავიკითხე ჰალაზე ეგ უნიჭო შავ ტრაკა 100 მლნი როგორ უნდა ღირდეს აზზე არ ვარ სადღაცა რაღაცა კანონზომიერება ხომ არსებობს არაა…მაგ ნახირიდან 100 მილიონი მარტო მბაპე თუ ეღირება ეგეც 2 წელში 50 გახდება…
რეგისტრაციას კი არააა ნაგავი რაც არი კლუბში ეგენი უნდა მოვიშოროთ რომ რაღაცა ხარჯები შემოსავლები ოდნავ მაონც დაბალანსდეს
ისედაც ბევრი ვარიაციაა, იამალს დაასვენებ ბოლო ბოლო და რაფინიას მარჯვნივ გადმოწევ. ნიკოს დაასვენებ მარცხნივ რაფინიას გადაწევ. ლევას დაასვენებ შუაში შეწევ. ხან 10 ზე დადგება. ხან თითონ დაისვენებს. არავის ტრავმის აღარ შეგვეშინდება მეტ ნაკლებად. არაუხოს გაყიდვაა ეხლა მთავარი. 40 მილიონს როგორ არავინ გადაიხდის რავი რა, ვინებში იხდიან ეპლის გუნდები 50 ები. კრისტიანსენის დარჩენა ბევრად მირჩევნია. ფულსაც მეტს მოიტანს არაუხო. ეს ნოიერი მაინც დაილეწოს, იქნებ ბაიერნმა წაიყვანოს შტეგენი მაგათ უარს არ ეტყვის. თუ დარჩა ნაკრების 1 ნომრობა დაივიწყოს. ყველაზე მეტად არ მინდა ფერმინის ან გარსიას გაყიდვა მოგვიწიოს. ისე ჩვენ ტრანსფერებზე ვლაპარაკობთ და ამ დროს კიდე 2-3 კარგი მოთამაშე შეიძლება შემოგვემატოს, პრესეზონზე ვინმე ლა მასიელი გაისვრის, გილე და ტონი ფერნანდესები, ფარე, ოლმედო… 1 მაინც გაგვაოცებს.
კომენტარები უნდა ნახო კაიფია თავისი მწერლებიანა😅😅 2022 წლია რეალი თურმე გახსნიდა შუაზე ამ ბარსელონას და პსჟ და თუნდად 2015 წლისასო🤭🤭🤭 ბიჭოო ასეთი მზეეები როგორ არიან ეს რეალის ფანობა მარა აშკარად კსვლინტიანი მამამიფსმული ბავშვები არიან უმეტესობა🤭🤭🤭 ლა ბალცელონა და ლა პსჟ თულმე გასხნიდა სუაზე 2022 წლის ლეალი და ძიძუუუ🤣🤣🤣🤣
დიდი იმედი მაქვს რომ ამ პირობებით რაფინიას ფორვარდად დაყენებას და ლევანას სკამზე გადასმას გეგმავს ფლიკი. ოლმოს ამოგდებაც არაა ეგრე მარტივი მითუმეტეს რომ რაფინია არაა ათიანი არანაირად, რამდენჯერაც ითამაშა მანდ ცუდი იყო, სივრცე ჭირდება რომ თავისი სისწრაფით მოიტანოს სარგებელი, ათიანზე მაგას ვერ მიიღებს, ფორვარდად თუ დადგება სულ მცირე პედრი მოამარაგებს ზედგამოჭრილი პასებით, შესრულებაც რაფინიას არ ეშლება. ოლმოს ტრავმიანობა ტოვებს ბევრ კითხვის ნიშანს მაინც ისევ, მაგან თუ კიდე დაიწყო დამტვრევა ზამთარშივე მოიშორონ, გვყავს ათიანები რომც არ ვიყიდოთ არავინ, ფერმინი ბოლოს ისეთ თამაშს აჩვენებდა ეგრე სულ არ უთამაშია ოლმოს მგონი არასდროს. ნიკოს კიდე ბალდე მაგრად დაეხმარება შეტევაში, ფლანგები მაგ მხრივ ძალიან დაბალანსდება, გინდ იქეთ გადაკიდე ბურთი გინდ აქეთ, ისეთი დუოები გვეყოლება ნებისმიერ დაცვას დაფლითავენ. რეგისტრაციას მოუხერხონ რამე მთავარია და ფლიკი დაალაგებს ყველაფერს მერე როგორც საჭიროა
ალბათ 1 თვემდე გაიწელება ამის ტრანსფერი. ვგიჟდები პროსტა როგორ ვერავის ვყიდით…
სილამაზეს, ესთეტიკას და სისწრაფეს
სისწრაფე გვქნება შეტევაისარა მთვარი პრობლემა რეალიზაციააა მთლიანი გუდნის ბევრ მომენტს ვერ ვიყნებთ ჯნტერთანაც რაც პსჟმ უქნა ის უნდ აგვექმა წესით მარა აწით გაიტანეს 3 გოლი იამალმაც რა მომენტი გააფუჭა ბოლო წუთზე მაგ ასეპტქში გვიჭირს ფერნა ტორესზე აღარ მაქ საუბარი ლევანაც მე2 ნახევარს ვერ გაქაჩავს როგორც წელს რადგან ფლიკს ისეთი რამ აქ დავალებუკი რომ მთელი სეოზნი მაგას ვერ გაქაჩავს ამიტო წელს თუ შანსი გაჩნდება ალავარეზი უნდა დავითრიოთ თუ არადა გაისად აუცილებლად
რაფინია ცრუ ცხრიანზე დს 10 იანზე დადგება. საერთოდაც შეიძლება ხშირად ცვალოს სამივე შემტევმა პოზიციები, მოწინააღმდეგისთვის თავის ასაბნევად. მოკლედ შეტევა საოცარი გვეყოლება. ერთი ცენტრფორვარდის პოზიცია იქნება გასაძლიერებელი მომავალ წელს და შეტევის ხაზი ერთი 6-7 წელი მინიმუმ დედის მხერხავი იქნება. ნახ.დაცვაში ყველაფერი კარგადაა, ბერნალი ბრუნდება და საყრდენის პრობლემაც აღარ იქნება(იმედია მაგრად მოიხოდება და აღარ გაიტრამვება). დაცვაში გვაქვს მოსამატებელი. ეხლა ფლანგის მცველი მოიყვანონ კარგი იქნება.
მეც მიკვირს ეგ ძაან თან არამგონია მთლად ტყუილი იყოს რავი რაღა ბარსა ვერყიდის ვერავის და ყველა ამათ ატყუებს რახდება არვიცი 😆 როდრიგოშიც იხდიანო 100-120 მილიონსო ტიპის ჰაილაითი სიტისთან 5 წუთია მაგის გარდა max 50 მილიონიანი მოთამაშეა.
კამავინგა 100 მილიონიო ჰალაზე წავიკითხე ეხლა, ალბათ მოგებული ტიტულების საფუძველზე ღირს მაგდენი თორე იმ გუნდის დედა ვატირე ვინც კამავინგაში 100 მილიონს გადაიხდის