მადრიდული ”მარკას” ცნობით მომავალ ზაფხულს ”ბარსელონას” ხელმძღვანელები ძალებს არ დაიშურებენ, რათა ”მილანიდან” ტიაგო სილვა გადაიბირონ.
არავინ მალავს, რომ დაცვის ხაზში ”ბარსელონას” საკადრო პრობლემები აქვს და ამავე წყაროს ინფორმაციით კატალონიური კლუბი ზაფხულში დაცვის გასაძლიერებლად 50 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. იმის გათვალისწინებით, რომ რატომღაც დაცვის გაძლიერების მეორე კანდიდატი გარეტ ბეილია პირველი სამიზნე ტიაგო სილვა გამოდის.
გასულ ზაფხულს ”ბარსა” ინტერესდებოდა ბრაზილიელი მცველით, თუმცა ყველაფერი ჭორის დონეზე დარჩა. ახლა კი ”ბარსას” წარმომადგენლები ესაუბრნენ იტალიური კლუბის ხელმძღვანელებს და თავად ფეხბურთელს, საიდანაც გამოჩნდა, რომ ისინი ამ ტრანსფერში თავადაც არიან დაინტერესებულნი.
”მარკას” ინფორმაციით ამ ტრანსფერის ფასმა შეიძლება 30 მილიონი ევრო შეადგინოს.


