დღეს კატალონიის “ბარსელონასა” და მალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, სეიდუ კეიტას დაბადების დღეა. იგი 32 წლის გახდა.
სეიდუ კეიტა, რომელიც ამჟამად ნაკრების რიგებში აფრიკის თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას, გუარდიოლასთვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და დისციპლინებული ფეხბურთელია.
ბარსამანია ულოცავს სეიდუ კეიტას დაბადების დღეს და უსურვებს კიდევ მრავალი თასის მოგებას როგორც “ბარსელონასთან”, ასევე მალის ეროვნულ ნაკრებთან ერთად.