მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი: ”2 მატჩის ჯამში ”რეალი” ”ბარსას” ვერ დაამარცხებს”

სტოიჩკოვი: ”2 მატჩის ჯამში ”რეალი” ”ბარსას” ვერ დაამარცხებს”

”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ხრისტო სტოიჩკოვმა ანალიზი გააკეთა ”ბარსელონას” მომავალ დაპირისპირებებს ”რეალთან”, რომლებიც სამეფო თასის 1/4 ფინალში შედგება.

სტოიჩკოვი მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული პეპ გვარდიოლას გუნდი იქნება.

”ბოლო მატჩში ”რეალმა” ”ბარსელონასთან” საკუთარი შეცდომების გამო წააგო. ”თეთრები” წინ ძალიან სწრაფად გავიდნენ და პირველი 15 წუთი ისეთი სათამაშო დისციპლინა შემოგვთავზეს, როგორიც მათ ”ბარსასთან” ბოლო შეხვედრებში არ ჰქონდათ. შემდეგ კი ”რეალმა” პოზიციები დათმო, თუმცა უნდა ითქვას, რომ წლევანდელი ”რეალი” შარშანდელზე ძლიერია. რაც შეეხება 1/4 ფინალური მატჩების შედეგს, ერთ მატჩში ”რეალს” შეუძლია ”ბარსას” დამარცხება, თუმცა ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ მათ ეს ორ შეხვედრაში შეძლონ” – განაცხადა სტოიჩკოვმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში