ლონდონის “არსენალის” ხემძღვანელობა და სამწვრთელო შტაბი დაინტერესებულია, კატალონიის “ბარსელონას” მცველ ერიკ აბიდალით, იტყობინება ესპანური პრესა.
წყაროზე დაყრდნობით “მეთოფეები” მზად არიან, საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელში 5 მილიონი ევრო გადაიხადონ. ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ფიქრობს, რომ მისი თანამემამულე გუნდს დაცვაში პრობლემებს მოუგვარებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ერიკ აბიდალს კატალონიურ კლუბთან ჯერ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი, მაგრამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.