დიდი შანსია, რომ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი მაქსველი, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფრანგულ “პსჟ-ში” გადავიდეს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი მაქსველის აგენტმა, მინო რაიოლამ გააკეთა:
” მაქსველს შესანიშნავი შანსი აქვს, დატოვოს “ბარსელონა” ამ ზამთარს. ამის შესახებ კლუბის ხემძღვანელობამაც იცის, ამიტომ ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მე აგენტი ვარ და ჩემს საქმეს ვასრულებ და თუ იგი დატოვებს “ბარსელონას”, თვითონვე ახსნის წასვლის მიზეზებს,” განაცხადა მინო რაიოლამ.
მაქსველს კატალონიური კლუბის დატოვება იმიტომ სურს, რომ მას უფრო მეტი სათამაშო დრო სჭირდება.



