გთავაზობთ მეორე ნაწილს გამოკითხვისა, საიდანაც გაიგებთ, თუ რომელი გოლები და საინტერესო მომენტები დაამახსოვრდათ “ბარსამანიას” მომხმარებლებს ყველაზე მეტად 2011 წლიდან.
cubala: “რამდენიმე მომენტია გამორჩეული: 1- აფელაის პასით მესის გოლი “რეალთან”( სამეფო თასის წაგების მერე ეგ ბურთი მგონია, რომ მესის დაეხმარა მაგ თამაშშიც და ლიგის ფინალშიც და უფრო თამამი გახდა); 2-მესის გოლი მაგავე თამაშში, ლამაზი სანახავი იყო და “რეალიც” საბოლოოდ გატყდა; 3- ესაა ჩემთვის მაინც განსაკუთრებული ბურთი, პედროს გოლი ლიგის ფინალში. ჯერ ერთი ხავიმ ზღაპარი პასი მისცა და მეორეც პედრომ უკლასესი შეუსრულა. უნდა ვაღიარო, რომ პირველ 2 მომენტზე დავფიქრდი და დაუფიქრებლად მხოლოდ პედროს ეს ბურთი გამახსენდა. ასე,რომ ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია!”
razgromshik: “…რა თქმა უნდა მესის გოლი “არსენალის” კარში. რაც შეეხება თუ რატომ მომწონს. ეს მარტივია: ეს იყო გადამწყვეტი იმ თამაშში; ამ გოლის მერე ყველაფერს “ბარსა” აკონტროლებდა. ასევე მაგარი გოლი იყო მესის გოლი ლიგაზე, “რეალთან”. ცხვრებადქცეული “რეალელების” დანახვას არაფერი ჯობდა. თუნდაც ვილას გოლი პირველ სუპერ თასის თამაშზე “რეალთან”: გამოწერილად ჩახვეული გოლი კასილასის კარში… მაგრამ ყველა ამ გოლს თითქოსდა მოველოდი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო, რომ გაიტანდნენ მესი რამეს დაატრიალებდა; ის ხომ “რეალის” ფეხბურთელებს ადვილად ატყუილებს, ისევე მარტივად იცილებს მათ, როგორც რივალდო აკეთებდა ამას ყველასთან და როგორც ანრი. ყველა და ყველაფერზე ვილასგანაც ველოდი ლიგის ფინალის მერე ასეთ დარტყმას რომ მიზანი გაასწორათქო, მაგრამ აი მესის “არსენალის” კარში გატანილი გოლი, თან ასეთი, ნამდვილად სენსაცია იყო იმ დროს და სულ გავაფრინე.”
GauChoo_Fan: “გამარჯობა ,შარშანდელ სეზონში ბევრი გოლი იყო დასამახსოვრებელი ჩემთვის მაგალითად დავიდ ვილას გოლი “მანჩესტერთან” ასევე ვილას გოლი “ბერნაბეუზე”(სუპერთასი) ,მაგრამ როგორც კი შენი შეტყობინება წავიკთხე მაშინვე მესის მიერ გატანილი გოლი გამახსენდა “არსენალის” კარში. ჩემთვის ეს გოლი იყო გასულ წელს ყველაზე დასამახსოვრებელი, რადგან ეს გოლი მნიშვნელოვანი იყო “ბარსასთვის” და ემოციურადაც გამოვხატე! თვითონ გოლი კი გენიალური იყო თავისი პასით (ინის პასიც აღსანიშნავია).”
Hans Gamper.. 🙂: ჩემთვის გასული წლის დასამახსოვრებელი მომენტი იყო ვილიას მიერ გატანილი გოლი “მანიუს” კარში, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაფერს. ამ გოლის მნიშვნელობის გარდა, ეს გოლი გამოირჩეოდა სილამაზითაც.”
♥ Barça_AnA ♥: “პირველ რიგში გილოცავ ახალ პროექტს.ძალიან კარგია… პირველ ნაწილში რამდენიმემ უპირატესობა მიანიჭა ლეო მესის მიერ გატანილ მეორე გოლს “ბერნაბეუზე” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ შეხვედრაში.2011 წელს უამრავი გოლი იყო დასამახსოვრებელი და გამორჩეული, მაგრამ მეც ეს გოლი ვარჩიე… ლეოს მიერ მადრიდელების კარში გატანილი ეს ბურთი გამორჩეული იყო თავისი სილამაზითაც და მნიშვნელობითაც…სილამაზით რატომ იყო გამორჩეული ალბათ ყველას ახსოვს… რამდენიმე მოძრაობით ჩამოიშორა მთელი დაცვა და შეარხია კასილასის კარის ბადე… არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ, ჩემი აზრით ამ გოლს თვით მადრიდელების აღფრთოვანებაც უნდა გამოეწვია… ასევე ამ გოლით “ბარსამ” მოიპოვა ფინალის საგზური…!”
Mr.Xavi: “რომელი გოლი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი? რომელი და სუპერთასის განმეორებით შეხვედრაში მესიმ რომ გაიტანა ბოლო გოლი. მე მაშინ მივხვდი, რომ “ბარსელონა” სუპერთასის მფლობელი იყო, რადგან შეუძლებელი იყო 3-4 წუთში “ბარსელონას” კარის აღება ნებისმიერი გუნდისთვით მითუმეტეს ეს არ იყო უბრალო მატჩი: 1) იმიტომ, რომ იყო “ელ კლასიკო”;
2) იმიტომ, რომ ეს იყო სუპერთასის თამაში. ჩემთვის ეს იყო უდიდესი სიხარული, რადგან ჩემმა ფავორიტმა გუნდმა კიდევ ერთი ტიტული შემატა საკუთარ მარაგს.”
BarCagiRl: “ჩემთვის “ბარსას” ყველა გოლი მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, თუმცა როგორც ყველას, მეც მაქვს ამოჩემებული ერთი გოლი, რომელსაც ყოველდღე ვატრიალებ და არ ვიღლები ყურებით. ეს გოლია მესის “რეალის” კარში, ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლი. მან “მთელი” “რეალი” ოსტატურად მოატყუა და საკმაოდ რთული კუთხიდან დაარტყა… გოლიც გავიდა! თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა დამემართა იმ დროს! ენა ჩამივარდა სიხარულისგან… მართლაც შესანიშნავი გოლი იყო, თან რა პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ…”
blaugraneli gogo: “მაგარი პროექტია! ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ნახევარფინალში მესის მეორე გოლი. მესიმ მთელი “რეალის” დაცვა (ნახევარდაცვაც) მოატყუა და შესანისნავი გოლი გაიტანა. ეს გოლი მთელი ბარსელონასათვის, კატალონიისთვის და ჩვენთვის, კულეებისთვის მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ ამ გოლმა დაუსვა წერტილი იმას, თუ ვინ გავიდოდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და თან იშვიათია ასეთ დაძაბულ მომენტში როგორიც ნახევარფინალია (მითუმეტეს “რეალთან”)ასეთი გოლის გატანა…”
tamo-barca: “2011 წელი მართლაც გამოირჩეოდა დასამახსოვრებელი გოლებით და მომენტებით. მინდა გამოვყო რამდენიმე გოლი თავისი მნიშვნელობით და სილამაზით: ლეო მესის მიერ მეორე გატანილი ბურთი “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო (ყველამ იცით რატომაც). იგი ასევე სილამაზითაც გამოირჩეოდა. ლეომ ცენტრიდან დაიწყო მისიის შესრულება და 5 მადრიდელი მოატყუა! ასევე დავიდ ვილას და ლეო მესის გოლები ჩემპიონთა ლიგის ფინალში “მანჩესტერთან”. ორივე ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი გოლი, ეს მართლაც დაუვიიწყარი გოლეებია ჩემთვის. ასევე მინდა შევეხო ვილას საოცარ გოლს “რეალთან” სუპერ თასზე. დავიდმა ულამაზესი შესრულება განახორციელა… მომენტებს რაც შეეხეება, უამრავი დასამახოსვრებელი მომენტი იყო, ცუდიც და კარგიც. არ შემიძლია არ გავიხსენო ცუდი მომენტები: ეს ერიკ აბიდალის სიმსივნე და დავიდ ვილას ფეხის მოტეხვა იყო (ეს შემთხვევები საოცრად განვიცადე და არ შემეძლო არ შევხებოდი). კარგი და მნიშვნელოვანი ალბათ პუიოლის ღირსეული ქმედება იყო კაპიტნის სამკლაურის აბიდალისთვის გადაცემა,რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი თავს ზევით ასწია! ვნახოთ რას მოიფიქრებენ ჩვენი ბიჭები ვილას დაბრუნების აღსანიშნავად…”
Toko-_-Barca: “ესე იგი, რადგან უკვე ბევრმა ადამიანმა დაასახელა მესის მეორე გოლი მადრიდთან, მე თავს შევიკავებ იგივეს გამეორებისგან და დავასახელებ ვილას გოლს მადრიდთან,
რომელიც იყო უმშვენიერესი და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი. ეს გოლი, რომ არ გასულიყო არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები!”
guga1987: “რომელი გოლი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი? მესის მეორე გოლი “რეალთან” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში. რავიცი, ჯერ ეს ერთი კარგი კომბინაცია, მერე მესის შესანიშნავი დრიბლინგი და უმაგრესი გოლი. რაც ლეოს გაუტანია “რეალის” კარში, ეს მემგონი ყველაზე ლამაზი იყო.”
LETTO: “ჩემთვის დასამახსოვრებელი მომენტი გასულ წელს ბევრი იყო, მაგრამ ერთს გამოვარჩევდი: ეს იყო 29 ნოემბერს ჩავის პირველი გოლი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ. ამ მომენტს თვენახევარი ველოდებოდი; ეს იყო ძლიერი გრძნობა და საწინდარი იმ მატჩის მოგებისა, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა რაღა თქმა უნდა მეორე დღეს ხმა აღარ მქონდა. ეს არის გოლი, რომლის ყურებაც არ მომწყინდება, როგორც ინიესტას გოლის ყურება არ მომწყინდება. ამ მომენტს როცა ვუყურებ სულ ჟრუანტელი მივლის ხოლმე ტანში, რომ წარმოვიდგენ რამხელა სიხარულია ეს გულშემატკივრისათვის.”
Bartra: “ჩემი აზრით, პეპეს გაძევება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს რომ არ მომხდარიყო ფინალში “რეალი” ითამაშებდა და არა “ბარსელონა”. ცალკე საკითხია დამსახურებული იყო თუ არა ის წითელი.”
V.V.1: “პირველ რიგში, სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მინდა მოგილოცო, რომ შენმა იდეამ და ამ წამოწყებამ ნამდვილად გაამართლა. რაც შეეხება თემას, თუ რომელი გოლი იყო დასამახსოვრებელი გასულ სეზონში, ვიტყვი, რომ ჩემი აზრით ეს იყო დავიდ ვილას გატანილი გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ამ გოლით დავიდ ვილამ აჩვენა, რომ მას აქვს გოლის გატანის შესანიშნავი ნიჭი და ალღო; ამასთან, მან გაუტანა გოლი ედვინ ვან დერ საარს,რომელმაც, ბოლო გოლი გაუშვა თავის კარიერაში.”
anano…: “პირველ რიგში გილოცავ ამ პროექტის წამოწყებას. ახლა რაც შეეხება წლის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტს: ვიცი, რომ პირველ ნაწილში უკვე იყო, მაგრამ ვილას გოლს გამოვარჩევდი! ჯერ ერთი, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და ამ გოლით გავტეხეთ მოწინააღმდეგე გუნდი და მეორე – ულამაზესი გოლი იყო და დიდი ემოციები გამოიწვია!”
fcbfcb: “გილოცავთ ახალი პროექტის წამოწყებას. რაც შეეხება გოლს, მე ძალიან მომეწონა ფინალში გატანილი ვილიას გოლი მანჩესტერის კარში. რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი გოლი იყო, ამავდროულად ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა მან “იუნაიტედის” ფეხბურთელებზე და ფაქტიურად დააჩოქა ისინი.”
viscabarca: ჩემთვის ალბათ რთულია რომელიმე გოლი გამოვყო ყველაზე საუკეთესოდ, მაგრამ რაც მე ყველაზე მეტად დამამახსოვდა, ეს არის ლეო მესის გოლი “რეალის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე… მე ორივე გოლი მომეწონა, თუმცა განსაკუთრებით მეორე, რომელმაც მაფიქრებინა: ეს ადამიანი არის? ყველაფერი ჩინებულად გააკეთა მესიმ და ეს გოლი მნიშვნელოვანი იყო “ბარსასთვის”…”
CULEE..: “ჩემი აზრით წლის საუკეთესო გოლი იყო ლეოს გოლი “არსენალის” კარში მისი მნიშვნელობით და რა თქმა უნდა სილამაზით, რომელიც ასევე შევიდა ფიფას საუკეთესო გოლების სამეულში ნეიმარის და რუნის გოლებთან ერთად.”
misho_messi10: “2011 წელს ბევრი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანეს “ბარსას” ფეხბურთელებმა. მაგალითად ვილიას გოლები “მანჩესტერისა” და “რეალის” წინააღმდეგ, მესის გოლი “რეალის” წინააღმდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მე ალვეშის გოლი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. 29 ნოემბერს “ბარსელონამ” “მალიორკას” 5:0 სძლია. ბოლო გოლი კი 92–ე წუთზე ალვეშმა შორეული და უძლიერესი დარტყმით გაუტანა უშანსოდ დარჩენილ “მალიორკას” მეკარეს და გუნდს 5:0 მოაგებინა. მატჩის დასრულებამდე 1 წუთი იყო დარჩენილი. “ბარსელონა” კი 4:0 იგებდა. მე კი ძალიან მინდოდა “ბარსას” ეს მატჩი 5:0 მოეგო. ალვეშის წყალობით იმ ღამეს ძალიან ბედნიერი ვიყავი.”
gio_villa: “ჩემი აზრით, შარშან ყველაზე ლამაზი, დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ლეო მესის მიერ გატანილი მეორე გოლი. ეს გოლი ულამაზესი იყო. ლეომ მთელი “რეალის” დაცვა მოატყუა და ისე გაიტანა. თანაც ამ გოლს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.”
Xavi hernandez: “ჩემთვის ყველაზე ლამაზი და საუკეთესო გოლი იყო ვილიამ როდესაც გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ეს გოლი საუკეთესოც იყო, დასამახსოვრებელიც და საჭიროც, რადგან ამ გოლმა გადაწყვიტა, თუ ვინ გახდებოდა 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.”
FCBGIOBARÇA: “პირველ რიგში გილოცავ საინტერესო პროექტის წამოწყებას. თუ შეიძლება ფორმატს დავარღვევ, რადგანაც ამ რამდენიმე მომენტის ერთმანეთისგან გამორჩევა ძალიან მიჭირს…
მოდი თანმიმდევრობით მივყვები… 1) მოგეხსენებათ, შარშან “ბარსელონას” არც ისე კარგი დასაწყისი ჰქონდა, “ვალენსიასთან” მატჩის I ტაიმის შემდეგ კი უამრავმა გულშემატკივარმა თავის თავს ეს კითხვა დაუსვა: “ნუთუ დამთავრდა”? დამთვრებაში “ბარსელონას” ერას გულისხმობდნენ რაღა თქმა უნდა… ბევრი მოწინააღმდეგე სიხარულისგან აღარ იყო… მაგრამ… მეორე ტაიმში “ბარსამ” ყველას დაუმტკიცა, რომ ის კვლავ საუკეთესო იყო და ჯერ განზე გადგომას არ აპირებდა..! თუ შეიძლება მომენტად სწორედ “ღამურებთან” მატჩს, კერძოდ კი მის მეორე ტაიმს ჩავთვლი… 2)ჩავი… პედრო… ვილია… კვლავ ვილია… ხეფრენი… დადუმებული “სამეფო კლუბი” და პირში ჩალაგამოვლებული მოურინიო… 3) თამაში, რომელსაც ალბათ თითოეული “კულე” ველოდით… მატჩი “არსენალის” წინააღმდეგ… მესის საოცარი გოლი… აღფრთოვანებული მაყურებელი… და დამსხვრეული ოცნებები “მეთოფეებისა”… ამ დროს ლეომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა! აქვე ამ მატჩში მინდა გამოვყო მომენტი, როდესაც, თუ არ ვცდები ბენდტნერი მეკარესთან ერთი–ერთზე გავიდა, მაგრამ მასკერანოს ბრწყინვალედ თამაშის შემდეგ რასაც ქვია, გადავრჩით… ამ დროს სუნთქვა შემეკრა ნერვიულობისგან… 4) რაღა თქმა უნდა, მატჩი “რეალ მადრიდთან” სადაც მესიმ გაიბრწყინა…პირველ გოლი…რომელიც შესანიშნავი იყო… და მეორე…სიმართლე გითხრათ, თვალებს ვერ ვუჯერებდი…უბრალოდ მხოლოდ ნახევარი ან ერთი წუთის შემდეგ დავიჯერე, რომ მესიმ სასწაული ჩაიდინა და არანორმალური გოლი გაიტანა… 5) დავიდ ვილიას გოლი… როდესაც საბოლოოდ ყველანი დავრწმუნდით, რომ კატალონიის “ბარსელონა” უეფას ჩემპიონთა ლიგის 2010/2011 წლების სეზონის გამარჯვებული იყო! დიდი მადლობა ყურადღებისთვის…”
barseliusi: “დავიწყებ იმით, რომ ამ პროექტის წინა ნაწილში ჩამოთვლილი გოლები იყო მართლაც რომ სეზონის უმნიშვნელოვანესი მომენტები, გოლები, რომელსაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ბარსას უდიდეს წარმატებაში. არასდროს დაგვავიწყდება პედროს გოლი “მანჩესტერის” კარში არც მესის ულამაზესი გოლი და ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში, რომელმაც კულეებს უდიდესი სიხარული მოგვიტანა. გოლი, რომელიც ვილამ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში იყო დაუვიწყარი, შედევრი გოლი. მან საბოლოოდ განსაზღვრა თასის ბედი. ეს გოლი ყველანაირ საზღვრებს სცდება; მან ჩვენს გულებში მოიტანა ენით აღუწერელი გრძნობა. რა თქმა უნდა ლეოს გოლები “ბერნაბეუზე” არასდროს არცერთი კულეს მეხსიერებიდან არ წაიშლება. ყველა ზემოთ ნახსენებმა მე პირადად მთლიანად მომიცვა და ეს ის წუთები იყო, როცა ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყავი, თუმცა არ მინდა განვმეორდე და ამიტომ დავასახელებ ჩავის მიერ “სან სიროზე” გატანილ ულამაზეს გოლს, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს გოლი მაქსიმალურად ახლოს მოვიდა ჩემთან. 2:2–ს შემდეგ ტელევიზორთან აკანკალებული ველოდი “ბარსას” გოლს და 63–ე წუთზე ლეოს გენიალური პასით, რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი გამოთიშა თამაშს, ჩავიმ თავისი უნიკალური საშემსრულებლო ოსტატობით ულამაზესი გოლი გაიტანა. სულგანაბული, სუნთქვაშეკრული ველოდი როდის გადაკვეთდა ჩავის დარტყმული ბურთი კარს, როდის შეარხევდა ბადეს, როდის გავიგონებდი “ბარსელონას” ფანების შეძახილებს… ამ თამაშამდე დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი ხალხში, თითქოსდა “ბლაუგრანა” აღარ იყო ის ძველი შეუჩერებელი გუნდი და მას არ შეეძლო “სან სიროზე” “მილანის” დამარცხება, თუმცა “ლურჯ–ბროწეულისფერებმა” მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ ისინი პირველები არიან, რომ მათ არ ჰყავთ ბადალი, რომ მათი შეჩერება შეუძლებელია, რომ რამდენი გოლიც არ უნდა მიიღონ საკუთარ კარში, იმდენჯერ მეტს გაუტანენ მეტოქეს. არასოდეს დაეცემა და ყოველთვის, “ბლაუგრანას” ყველა ფეხბურთელი მოედანზე თავდაუზოგავი შრომით მიაღწევს მიზანს. იმ მომენტში ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი და ყველაზე ამაყი ადამიანიც ჩემი გუნდის გამო, “მილანის” თავისივე სტადიონზე დამარცხება, ჩავის გოლი და ზოგადად “ბლაუგრანას” თამაში იმ შეხვედრაში იყო გზავნილი ყველა სხვა გუნდებისთვის, რომ “ბარსა” ამ წელს კიდევ უფრო ძლიერებით, კიდევ უფრო დიდი მონდომებით, კიდევ უფრო გაძლიერებული შემადგენლობით და კიდევ უფრო მოტივირებული მოიგებს ყველაფერს; მიაღწევს საწადელს, დაამარცხებს ყველას და უდიდეს სიხარულს მიანიჭებს თავის ერთგულ კულეებს, რომლებიც მათთან ერთად ვიზიარებთ ყველა მარცხს თუ ყველა გამარჯვებას და რომლებიც არასოდეს ვტოვებთ მარტო…”



