მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

მაქსველი ერთ–ერთი ფეხბურთელთაგანი იყო, რომელიც ვერ დაესწრო საშობაო არდადეგების შემდეგ “ბარსელონას” პირველ ვარჯიშს. იგი ბრაზილიიდან დაბრუნდა და უკვე მზადება უნდა დაეწყო თანაგუნდელებთან შესახვედრად, თუმცა ძალიან მწარე სიურპრიზი დახვდა.

 

როდესაც კატალონიელთა მცველი სახლში დაბრუნდა და კარი გააღო, მაშინვე გაიაზრა, რომ რაღაც არ იყო სწორად. იგი მალევე მიხვდა, რომ ქურდებმა ისარგებლეს მისი არ ყოფნით და წაიღეს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი მას ღირებული გააჩნდა.

 

ერთ–ერთი პირველი ქმედება, რაც მაქსველმა გააკეთა, იყო გვარდიოლასთვის დარეკვა. მან მალევე გადაურეკა პეპს და უთხრა, რომ ვერ დაესწრებოდა ვარჯიშს ამ მიზეზის გამო. ესპანელმა მწვრთნელმა, რა თქმა უნდა დაუფიქრებლად მისცა უფლება ბრაზილიელს პირველი დღის გაცდენის.

 

მაქსველი პარასკევს აუცილებლად ივარჯიშებს თანაგუნდელებთან ერთად. მომხდარი ამბავი მისთვის მწარე გაკვეთილი იქნება და ამიერიდან უფრო იფრთხილებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში