workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოლე, ოლე, ოლე, ოლე, დიეგო, დიეგო…

ოლე, ოლე, ოლე, ოლე, დიეგო, დიეგო…

 

…პელე? ის ფეხბურთის მეფე იყო. ნამდვილად უდიდესი იყო… მაგრამ მარადონა სულ სხვა განზომილებაა… დიეგო ფეხბურთელიც იყო და კაციც. ღმერთი მხოლოდ ერთი არსებობს და ფეხბურთსაც ერთი ჰყავს–დიეგო არმანდო მარადონა.

 

მან თავისი წაუშლელი კვალი დატოვა. იგი გახდა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. სწრაფი, ტექნიკური, ყოველთვის ბოლომდე მებრძოლი, გუნდისთვის თავდადებული… მის დონემდე ვერც მანამდე იყო ვინმე მისული და ვერც ახლაა მისული. სწორედ ის იყო ნამდვილი, ჭეშმარიტი უცხოპლანეტელი… უცხოპლანეტელი, რომელმაც დედამიწა დაიპრყო…

 

როდესაც გუნდს მარტო, მხოლოდ შენ ხდი ჩემპიონს, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს. დიეგოს ესმოდა ფეხბურთის არსი და თამაშობდა, რათა სიამოვნება მიეღო, შეეყვარებინა თავი გულშემატკივრებისთვის და გაეხარებინა მათი გულები.

 

იგი ყოველთვის ხალხზე თამაშობდა. ნებისმიერ გუნდში, სადაც კი გამოდიოდა, სულ ბოლომდე იხარჯებოდა და თავს არ ზოგავდა. სწორედ ასე იმსახურებდა ქომაგების სიმპათიას. აბსოლუტურად ყველასთვის ერთი სიამოვნება იყო დიეგოს თამაშის ცქერა.

 

მესი? დიახ, ლეო გასაოცარია, ჩინებულია, ბრწყინვალეა, მაგრამ მარადონა რაღაც სხვა არის. დიეგოს ისეთი რამ ჰქონდა, რაც ჯერ–ჯერობით მესის არ გააჩნია. ლეოს წინ კიდევ დიდი დრო აქვს დარჩენილი და ვნახოთ, იქნებ იპოვოს კიდეც ის რაღაც…

 

ერთის მხრივ, თავად მარადონა, ლიონელს მის მემკვიდრეს უწოდებს. დიეგოს სჯერა, რომ 24 წლის ფეხბურთელი აჯობებს მას და ხალხი მის წინ მესის დააყენებს. მეორეს მხრივ, ლეო დიეგოს ყველა დროის საუკეთესოს ეძახის და აცხადებს, რომ მის დონემდე მიღწევა უბრალოდ შეუძლებელია.

 

რატომ გაუშვეს მარადონა ნაკრებიდან? მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზრახვა ჰქონდა: კვლავ აეღორძინებინა არგენტინის ნაკრები. შესაძლოა დიეგო არ არის დიდი ტაქტიკოსი ან რაიმე ამდაგვარი, თუმცა მას აქვს ის, რაც არ გააჩნია სხვა ბევრ მწვრთნელს. მან იცის როგორ დაამყაროს ფეხბურთელებთან კონტრაქტი და შეუქმნას საოცრად საბრძოლო განწყობა. იგი თითოეული თავისი მოთამაშის მიღწევით და წარმატებით კმაყოფილია და სიამოვნებას იღებს. რატომ გააგდეს? რადგან გერმანიასთან სამარცხვინოდ დამარცხდა? მას დრო სჭირდებოდა და წარმატებაც აუცილებლად მოვიდოდა…

 

ბევრი საუბრის და მიკიბ–მოკიბვის გარეშე, ერთი რამ აშკარაა: მარადონა მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. ის არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. მას რაღაც აქვს, რაც სხვებს არ გააჩნიათ. უბრალოდ ბრწყინვალეა…

 

ოლეეე, ოლეეე, ოლეეე, ოლეეე, დიეგოოო, დიეგოოო…

 

 

 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward