თავიდან დაბნეულობა, შემდეგ კი ზეიმი. ჩილეში ისეთი რამ მოხდა, რასაც არავინ ელოდა. კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ალექსის სანჩესი, რომელიც არდადეგებზე იმყოფება თავის ქვეყანაში, გუშინ თოვლის პაპას სახით მოგვევლინა. იგი დადიოდა თავისი ქალაქის, ტოკოპილას ქუჩებში და არიგებდა საჩუქრებს. ამით ყველა გახარებული რჩებოდა, განსაკუთრებით პატარა ბავშვები, თუმცა ვერავინ სცნობდა მას.
როცა გაირკვა, რომ თოვლის პაპა სანჩესი იყო, მის სატვირთო მანქანას უკან 500 მანქანა მიჰყვებოდა. ასევე სატვირთოში იმყოფებოდნენ მისი ახლო მეგობრებიც. ძარა გატენილი იყო საჩუქრებით, ხოლო ზემოდან თავად ფეხბურთელი იჯდა. ეს იყო ყველაზე სასიხარულო და ბედნიერი შობა ტოკოპილას ისტორიაში. მოხუცებული ადამიანებიც კი პატარებივით დარბოდნენ და ზეიმობდნენ. მათ მარტო ნახეს კი არა, ისაუბრეს და გაიცნეს ჩილეს კუმირი.



