ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, რომელიც ამა წლის ზაფხულს შეუერთდა გუნდს, სესკ ფაბრეგასი აცხადებს, თუ ოდესმე მოუწია კატალონიის დედაქალაქის დატოვება, მხოლოდ “არსენალს” მიაშურებს, იტყობინება ინგლისური პრესა.
“თუ ოდესმე მომიწევს “ბარსელონას” დატოვება, მხოლოდ “არსენალში” წავალ. ყოველ შემთხვევაში ასე ვისურვებდი“.
“არ დავმალავ იმას, რომ მადლობის გარდა არაფერი მეთქმის “მეთოფეთა” მიმართ. ძალიან მინდოდა ტირილი მაშინ, როცა ინგლისის დედაქალაქს ვტოვებდი“.
“არასდროს შევხვედრივარ ისეთ ლოიალურ ადამიანს, როგორიც არსენ ვენგერია. ის ერთ-ერთი საუკეთესოა და ეს ნამდვილად ვიცი” – აცხადებს კატალონიელი ფეხბურთელი.
* სტატია დაწერილია kalo-ს მიერ, რომელიც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ აქვეყნებს სიახლეს



