პეპ გვარდიოლამ ლეო მესის საშობაო არდადეგების რამდენიმე დღით გაზრდის უფლება მისცა. დანი ალვესი კი თანაგუნდელებისგან განსხვავებით ვარჯიშს არა 29, არამედ 31 დეკემბერს დაიწყებს.
მესის საშუალება ექნება საშობაო არდადეგებზე თანაგუნდელებზე მეტად დაისვენოს. პეპ გვარდიოლამ მას ბარსელონაში დაბრუნება ორშაბათს, 2 იანვარს სთხოვა. ”ბარსას” 10-იანი ვარჯიშს 29 დეკემბერს არ განაახლებს. გასულ ორშაბათს, როცა გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან დაბრუნდა მესიმ და სამხრეთ მაერიკელმა ფეხბურთელმა, ასევე აბიდალმა და კეიტამ დაიწყეს საშობაო არდადეგები.
ალვეში ასევე პეპ გვარდიოლას ნებართვით ვარჯიშს არ დაიწყებს თანაგუნდელებთან ერთად. ბრაზილიელი სამუშაოს 31 დეკემბერს დაუბრუნდება. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ დანი ალვესს დასვენება ორშაბათს უნდა დაეწყო, თუმცა ოთხშაბათამდე ის თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.


