მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოსე მანუელ პინტოს პრეს-კონფერენცია

ხოსე მანუელ პინტოს პრეს-კონფერენცია

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაიწელა ხოსე მანუელ პინტოს კონტრაქტის გახანგრძლივების საქმე, ანდალუსიელი ფეხბურთელი აცხადებს: “მოლაპარაკებისას ყველაფერი შევათანხმეთ. ძალიან მალე მოვაწერ ხელს და უბედნიერესი ვარ”.

 

საშიშროება “ჰოსპიტალეტისგან”

 

პინტო, რომელიც სამეფო თასის შეხვედრას ძირითად თერთმეტეულში დაიწყებს, აცხადებს, რომ “ჰოსპიტალეტთან” ჯერ არაფერია მოგვარებული: “ჩვენ ვემზადებით მატჩისთვის, რომელშიც იოლი გასეირნება არ გველის. ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ გადავიღალეთ იაპონიაში გამართული ტურნირის გამო, უბრალოდ “ჰოსპიტალეტმა” გააუმჯობესა გასვლით მატჩებში თამაშის ხარისხი და ისინი უდიდეს პრობლემებს შეგვიქმნიან. მორალურად მზად ვართ. არაფერს ნიშნავს ის ფაქტი, რომ “ბარსელონამ” 0:1 დაამარცხა “ჰოსპიტალეტი”.

 

დავიდ ვილია

 

ანდალუსიელმა მეკარემ ვერ შეძლო დავიდ ვილიას მონახულება საავადმყოფოში. შეგახსენებთ, რომ ასტურიელმა ფორვარდმა ფეხი მოიტეხა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ყატარული კლუბის, “ალ-სადის” წინააღმდეგ მატჩში. პინტომ პრეს-კონფერენციით ისარგებლა და მიმართა ვილიას: “ძალიან გვიან ავდექი და ვერ შევძელი ჯერ-ჯერობით დავიდის მონახულება. ჩვენ ერთმანეთს ტელეფონით დავუმესიჯეთ და მე ვიხილე მისი ვიდეომიმართვა. ასტურიელი ძალიან ძლიერი პერსონაა და დიდი სურვილი აქვს სწრაფად დაბრუნებისა. ბედნიერი ვარ იმით, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა”.

 

წარმატების რეცეპტი

 

პინტომაც ახსნა “ბარსელონას” წარმატების რეცეპტი: “გულმოდგინეთ მუშაობა, იმედის ქონა და ულევი ამბიცია”. გოლკიპერმა ასევე განაცხადა, რომ იმ ფეხბურთელები, რომლებმაც ყველაფერი მოიგეს “აგრძელებენ მუშაობს იმავე შემართებით, როგორც ახალგაზრდები ჩვენი სარეზერვო გუნდიდან”. იმ მოგებული ტიტულის მნიშვნელობაზე, რომლებსაც კატალონიელები იაპონიაში დაეუფლნენ, პინტომ განაცხადა: “ჩემთვის ყოველი ტიტული ძალიან მნიშვნელოვანია. დასაფასებელია, რომ ყველა სხვადასხვანაირად ფიქრობს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში