workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა”–”სანტოსი”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

“ბარსა”–”სანტოსი”. მწვრთნელები მატჩის შემდეგ

იხილეთ “ბარსელონას” და “სანტოსის” მთავარი მწვრთნელების კომენტარები, რომლებიც გაკეთებულ იქნა ფინალის შემდეგ.

 

ხოსეპ გვარდიოლა: “მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ამ საოცარ, უნიკალურ ფეხბურთელებს ეს გამარჯვება. “ბარსელონამ” პრაქტიკულად არაფერი დაუთმო “სანტოსს” და ყველამ ძალიან კარგად იხილა, თუ როგორი ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა “ბარსელონამ”. ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთი მოთამაშეების მწვრთნელობა. ჩვენ მოვიგეთ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი ორჯერ სამი წელიწადის განმავლობაში. ეს სასწაული შედეგია, რაც უშუალო დამსახურებაა ფეხბურთელების, რომლებიც ყოველთვის, არსებული სიტუაციის მიუხედავად იბრძვიან ბოლომდე და სწყურთ ტიტულის ტიტულზე მოგება. არ ვიცი ისინი ხვდებიან თუ არა რამდენს მიაღწიეს და სადამდე მივიდნენ. მესიმ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ ჩაატარა ჩინებული შეხვედრა. როდესაც მას ზურგს უმაგრებენ ისეთი ნახევარმცველები, როგორებიც არიან ტიაგო ალკანტარა, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და ჩავი ერნანდესი, ის მთლიანად იხსნება და ქვას ქვაზე არ ტოვებს. ამ გამარჯვებას, “ბარსელონა” უძღვნის ორ დიდ ადამიანს: ტიტო ვილანოვას და დავიდ ვილას.”

 

მურისი რამალო: “მაინც და მაინც არ ვგრძნობ ისე თავს, თითქოს სერიოზული მარცხი ვიწვნიეთ. “ბარსელონასთან” წაგებაში საგანგაშო არაფერია. ჩვენ ვეცადეთ კატალონიელი ფეხბურთელები გაჩერება, თუმცა ისინი ზედმეტად ძლიერები აღმოჩნდნენ და მოიგეს კიდეც. არ მგონია, ამ დროისათვის “ლურჯ–ბროწეულისფერის” დამარცხება ვინმემ მოახერხოს. უნდა ავღნიშნო, რომ ეს ძალიან კარგი გაკვეთილია ჩვენთვის. “ბარსას” დამარცხება ჩვენი ოცნებაა და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ გვაქვს შანსი შემდეგ წელსაც გავიდეთ კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში და ავიღოთ რევანში, ავისრულოთ ოცნება, დავამარცხოთ “ბარსელონა”. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward