ალვეში და ნეიმარი ერთმანეთს შეხვდნენ

ალვეში და ნეიმარი ერთმანეთს შეხვდნენ

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი დანი ალვესი და “სანტოსის” მოთამაშე ნეიმარი, როგორც ჩანს ძალიან ახლო მეგობრები არიან. მთავარი მიზეზი მათი კარგი ურთიერთობისა არის ის, რომ ორივე ბრაზილიელია და ორივე ხვდება, თუ რას ნიშნავს კლუბების მსოფლიო ჩემპიონატზე ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში.

 

როგორც გაირკვა, ალვეშმა იაპონიაში ყოფნისას, გამონახა თავისუფალი დრო და ესტუმრა იმ სასტურმოს, სადაც “სანტოსის” ფეხბურთელები და წარმომადგენლები არიან დაბინავებულნი. მისი მთავარი მიზანი ნეიმარის ნახვა იყო.

 

ნეიმარი დანის ძალზედ თბილად დახვდა და რა თქმა უნდა ერთმანეთსაც გადაეხვივნენ. მათ ისაუბრეს და ბევრიც იხუმრეს მოახლოვებულ დაპირისპირებაზე. საბოლოოდ, რამდენიმე საათის შემდეგ “ბარსას” მცველმა დატოვა მოწინააღმდეგე გუნდის სასტუმრო და თანაგუნდელებს დაუბრუნდა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია