მიუხედავად დამაჯერებელი გამარჯვებისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარ-ფინალური შეხვედრა უიღბლო აღმოჩნდა “ბარსელონასთვის”. კატალონიელებს დაახლოებით 6 თვით დაემშვიდობა დავიდ ვილია, რომელმაც მარცხენა ფეხის წვივის ძვალი გაიტეხა. ვილიას ნაცვლად მოედანზე ალექსის სანჩესი შევიდა, თუმცა მატჩის მეორე ტაიმში გვარდიოლა იძულებული შეიქნა, რომ ჩილელიც გაეყვანა მინდვრიდან.
ალექსის სავარაუდოდ კუნთის პრობლემები აქვს. მას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება და ტრავმის შესახებ ზუსტი ინფორმაცია უახლოვეს მომავალში გახდება ცნობილი.


