მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მოახლოებული “კლასიკო” და მიმართვა კულეებს

მოახლოებული “კლასიკო” და მიმართვა კულეებს

“ფეხბურთი” – მსოფლიოში ყველაზე მეტად ცნობილი და რეიტინგული სპორტია. თითქმის ყველა სახელმწიფოს ჰაყვს თავისი ეროვნული ნაკრები და რამდენიმე საფეხბურო კლუბი, რომლებსაც ერი წარმატების თუ წარუმატებლობის მიუხედავადქომაგობს. ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა საქართველოც, რომელიც იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც ფეხბურთი მამაკაცების და უკვე არამარტო მამაკაცების ძირითადი საჭირბოროტო თემაა. საჭირბოროტო იმდენად, რამდენად ის არამხოლოდ უბრალო სპორტია, მას ძალუძს მოგანიჭოს აურაცხელი ბედნიერება ან იმედგაცრუება, მეორე დღეს კი გაიძულოს გაარჩიო გუშინდელი შეხვედრის მომენტები თუ მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელმაც შენი აზრით იმოქმედა მატჩის საბოლოო ანგარიშზე, ზოგი ტოტალიზატორში ფულს იგებს, ზოგს კი მხოლოდ ერთი თამაში “უსხამს”.

ამ სპორტის სახეობის ჩემპიონატებში საქართველოს მრავალგზის უმოღვაწია და მრავალი წარუმატებლობის მიუხედავად, აქვს მოპოვებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება – “თასების მფლობელთა თასი” – რომლის გამარჯვებულიც 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამო” გახდა. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ერმა ერთად იზეიმა ესოდენ მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს კი, ამის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადის და მამები უყვებიან შვილებს, რომ ამ სპორტში, ოდესღაც საქართველოც ბრწყინავდა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სწორედ ამ წარმატების დამსახურებაა, რომ დღეს ეს სპორტი საქართველოში ისევ პოპულარულია, ხალხი იმ იმედით ცხოვრობს, რომ თბილისის “დინამო”ძველ დიდებას დაიბრუნებს და ქართველ გულშემატკივარს გაახარებს, მაგრამ სანამ ქართული ფეხბურთი ჩრდილში ისვენებს, ერის ყურადღება მსოფლიო ვარსკვალევბს და იმ გუნდებს აქვთ მიპყრობილი, რომელშიც ისინი თამაშობენ – უცხო ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატები, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი… მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ერთი კაციც არ ესწრება, იტალიისა თუ ესპანეთის ჩემპიონატმა ტელეეკრანებს მიაჯაჭვა ფეხბურთის გულშემატკივარი, მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივარი კი საქართველოში მრავალგემოვნებიანია, ზოგს იტალიური ფეხბურთი მოსწონს, ზოგს – ინგლისური, ზოგსაც- გერმანული, მაგრამ რადგან სტატია BARCAMANIA.GE-სთვის იწერება და ავტორიც სწორედ “ბარსელონას” გულშემატკივარია, მოდით, ესპანურ ფეხბურთზე ვისაუბროთ, რომლის მთავარი ორი გმირიც სწორედ “ბარსელონა” და “რეალი” გახლავთ. ეს ორი გუნდი ესპანეთში გადამტერებულია ერთმანეთზე ისე, როგორც ლომი და ირემი, ისტორიის მანძილზე ხან რომელი იყო ლომი და ხან რომელი – ირემი, მაგრამ დღეს ყველას ის ადარდებს, რომელი დაიკავებს ლომის პოზიციას და სინამდვილეში რომელია ლომი, “ბარსელონას” ბარსელონაში ყავს თავისი გულშემატკივარი და “რეალს” – მადრიდში. ისინი თავისი ქალაქის გუნდს გულშმატკივრობენ და არც არის გასაკვირი, რომ მათი დაპირისპირება ესოდენ მკვეთრი იყოს, თუმცა სპორტი სპორტად უნდა დარჩეს და რაც სტადიონზე იწყება, სტადიონზევე უნდა დარჩეს. საქართველოში კი სრულიად კომიკური სიტუაციაა (სწორედ ამაზეა ნათქვამი: “სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო”). თითქმის ორადაა გაყოფილი “რეალისა” და “ბარსას” გულშემატკივარი და ამდენი ათასობით კილომეტრზეც კი აღწევს კონფლიქტი ამ ორი გუნდის გულშემატკივრებს შორის… ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა… სირცხვილია ის, რომ ეროვნული აღარაფერი გაგვაჩნია და იძულებულები ვართ სხვების წარმატება გვიხაროდეს, მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონა” ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყველაზე მეტი სირცხვილი ის არის, რომ სხვადასხვა ფორუმებსა და სტატიების კომენტარებში შეგიძლია ამოიკითხო, თუ როგორ ლანძღავს ერთი ქართველი მეორეს, მხოლოდ იმიტომ რომ მან “რეალს” ან “ბარსელონას” მიანიჭა უპირატესობა. სირცხვილია, რომ ამ ყველაფერს მერე გინება მოყვება და რაც მთავარია, გვირგვინი ყველაფრისა: “შენი ნომერი დაწერე, ან სკაიპი ბიჭოოოო!!!”. სირცხვილია, რომ ამ ორი კლუბის გულშემატკივრობამ გადაკიდოს ქართველი ახალგაზრდა თუ ზრდასრული მამაკაცი, სირცხვილია, რომ საიტზე მუქარა ბევრჯერ ქუჩის გარჩევაში იზრდება. დაუფიქრდით, რისი გულისთვის? ქართველებო, ძმებო და დებო მოგმართავთ სუყველას თხოვნით, განსაკუთრებით კი კულეებო, “ბლაუგრანას” გულშემატკივრებო, რომლებიც მართლა ულამაზეს ფეხბურთს ქომაგობთ, მეც თქვენ რიცხვს მივეკუთვნები… ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც კაშკაშა ვარსკვლავს, რივალდოს მაკრატელათი დარტყმული ბურთით ძლივს გაჰყავდა თავისი გუნდი ოთხეულში, და დღემდე სადაც მესი მსოფლიო სპორტის ყველა დროის ფავორიტი ფეხბურთელია… მოდით, ვაჯობოთ “რეალის” გულშემატკივრებს, როგორც მსოფლიოში ყველაზე საუკეთესო გუნდის გულშემატკივრებმა, საუკეთესო ყოველთვის საუკეთესო უნდა იყოს და დავასწროთ მათ და ვაჩვენოთ თუ როგორ უნდა ქართველობა, თუ როგორ შეგვიძლია ნამდვილი გულშემატკივრობა, რომელიც მერწმუნეთ, ერთმანეთის ლანძღვაში არ გამოიხატება, ნუ ავყვებით მათ პროვოკაციულ გამონათქვამებსა და ინტრიგებს, დღეს ისინი ირმის კი არა და ხბოს პოზიციაში არიან და თავიანთიც ეყოფათ. რუსებს აქვთ ძალიან კარგი გამოთქმა: ცუდ მოცეკვავეს ცეკვაში ხელს საკუთარი კვერცხები უშლის” – სწორედ რომ ყოველი “კლასიკოს” შემდეგ, მათ არ შეუძლიათ დამარცხება აღიარონ და ყველაფერი მსაჯის ბრალი ხდება, ისიც მსაჯის ბრალია რომ ეგვიპტეში ომია J მაგრამ ესენი ხო ჩვენი ძმები არიან, ქართველები და არ შეიძლება ერთმანეთს ორი უცხოური კლუბის გამო ვაწყენინოთ, მოდით ქართველები ვიყოთ პირველ რიგში კარგად და შემდეგ სხვა ყველა დანარჩენი ამ ქყვეყანაზე J

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში