ესპანური “მალაგა” ყველაფერს იზამს, რომ იანვარში შეიძინოს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ჯერარდ დეულოფეუ. როგორც “ელ მუნდო დეპორტივო” იტყობინება, ანდალუსიურ კლუბს 17 წლის თავდამსხმელის არენდის სახით გადაბირება მომავალი წლის ზაფხულამდე სურს.
შეგახსენებთ, რომ დეულოფეუმ ამ სეზონში “ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში მხოლოდ ერთი მატჩი გამართა. რაც შეეხება სარეზერვო გუნდს, იქ ტალანტით სავსე ფეხბურთელმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარის აღება 3–ჯერ მოახერხა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ ზაფხულს, როცა სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო, “მალაგა” ძალზედ გაძლიერდა. მათ იყიდეს რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი და ახლა ცხრილში ტყუილად არ არიან მე–5 პოზიციაზე და იბრძვიან ოთხეულში შესვლისთვის.



