“მილანის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ტიაგო სილვამ ვრცელი ინტერვიუ მისცა ბრაზილიურ გაზეთ Globo Esporte-ს, სადაც ისაუბრა ლიონელ მესიზე, “მილანსა” და “ბარსელონაზე” და კატალონიურ გრანდში გადასვლის შანსებზე. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან.
ლეო მესიზე საუბრისას ტიაგო სილვამ აღნიშნა: “ის ძალიან ტექნიკური და ძალიან სწრაფი ფეხბურთელია. მასთან მიმართებაში გადაწყვეტილები მომენტალურად უნდა მიიღო და როცა მის წინაშე დგახარ, პირჯვარი უნდა გადაიწერო და ილოცო, რომ ის შეაჩერო.”
“როსონერის” წარმომადგენელი ჩემპიონთა ლიგის ხვალინდელ შეხვედრას გამარჯვების იმედით ხვდება. “ჩვენ შევეცდებით, რომ დავამარცხოთ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი.”
შეკითხვას, რომელიც ეხებოდა მის შესაძლო გადასვლას “ბარსელონაში”, სილვამ ასეთი პასუხი გასცა: “არაფერი კონკრეტული არ არის. რაც მთავარია “მილანში” ბედნიერი ვარ და ამ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა. “ბარსელონას” შეთავაზება ყოველთვის მაცდურად ჟღერს, ვინაიდან ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.”


