“ბარსელონას” ყოფილი ნახევარმცველი შესაძლოა, გახდეს ბაზისი იმ პროექტისა, რომლის განხორციელებასაც პრინც აბდულ-აზიზ ალ საუდი გეგმავს ბერძნულ კლუბში. პრინცი 31 წლის ბრაზილიელში 30 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
“ფლამენგოს” თავდამსხმელმა შეიძლება, რომ თავი ამოჰყოს საბერძნეთში, სადაც ხელს მოაწერს კონტრაქტს “პანათინაიკოსთან”. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა პრინც აბდულ-აზიზ ალ საუდის პრეს სამსახურმა. ცნობისთვის გეტყვით, რომ პრინცი აწარმოებს მოლაპარაკებებს “პანათინაიკოსის” შესყიდვასთან დაკავშირებით და აპირებს რონალდინიოს შეძენას 17 დეკემბრამდე. ამასთან, პრინცი მზადაა, 31 წლის ბრაზილიელში 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.
ჯერ-ჯერობით არც რონალდინიო და არც მისი აგენტი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.



