ინგლისის “ლივერპულისა” და ურგვაის ნაკრების თავდამსხმელმა ლუის სუარესმა იუმორში გაატარა თავისი შედარება ლეო მესისთან. საქმე ისაა, რომ ჩილეს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ სუარესის ბრწყინვალე თამაშის შემდეგ, გულშემატკივრებმა ის თავად არგენტინელ ვარსკვლავს შეადარეს. შეგახსენებთ, რომ ლუისმა ჩილელთა კარში “პოკერი” შეასრულა.
“რა თქმა უნდა ეს ძალიან სასიამოვოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ მესისთან ჩემი შედარება ურუგვაელი ხალხის ეიფორიითა გამოწვეული.” – განაცხადა “ლივერპულელმა” ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაელებმა ჩილელები დაამარცხეს, ანგარიშით 4:0. ოთხივე გოლის ავტორი ლუის სუარესი გახდა.



