მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

 მოდით ვიდეოებით განვიხილოთ, თუ რა მოხდა ამ კვირაში სახალისო და გასაოცარი.

 

საოცრებებით დავიწყოთ.

მარიო ბალოტელიმ, იტალიელმა ფეხბურთელმა, პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა.

 

 

შესანიშნავი გოლები მარტო ტოპ–კლასის გუნდებს და ფეხბურთელებს არ გააქვთ. რორი დონელიმ, “კლიფტონვილის” მოთამაშემ, “ლინფილდის” კარი რაღაც გასაოცარი, უბრწყინვალესი დარტყმით აიღო.

 

 

ასევე ულამაზესი გოლი გაიტანა იტალიური “ტერამოს” ფეხბურთელმა ჯერარდო მასინიმ, რომელმაც რამდენიმე მცველი მოატყუა და ტექნიკური დარტყმით შანსი არ დაუტოვა მეკარეს.

 

 

რონალდინიო აგრძელებს ჩვენს გაოცებას. მან “ფლამენგოს” ვარჯიშზე კიდევ ერთი შოუ შემოგვთავაზა.

 

 

ახლა კი სახალისოები.

ამ ბოლო წლებში, ბრაზილიელებს მეკარეებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, როდესაც “ფლამენგოსა” და “კრუზეიროს” დაპირისპირებისას, სტუმართა კარის დარაჯმა ფაბიომ, ორი გასაოცარი ბურთი გაუშვა.

 

 

ეს კი “ხრისტინოვკას” და “ზარიას” დაპირისპირება, რომელიც ამ უკანასკნელის გამარჯვებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა. მასპინძლები ამით ძალიან გაბრაზდნენ და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრები მსაჯის საცემრად დაიძრნენ.

 

 

ნებისმიერი შეხვედრისას, შესაძლოა სტადიონზე მისულმა ქომაგმა გადალახოს ყველანაირი დაბრკოლება და შეიჭრას მოედანზე. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა, მაგრამ ოდესმე თუ გინახავთ გულშემატკივარი მინდორზე ასე აღმოჩენილიყოს? ეს “სლავიას” და “ვიქტორიას” დაპირისპირებისას მოხდა.

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში