ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
ქრისტე აღდგა!
მომილოცავს ქართველებო. ბედნიერ აღდგომას დაესწარით.
ბარსამ კი მოგვცა საბაბი, ისევ იამალია ჩვენი გულის გამხარებელი. დაკვეთა შესრულებულია, შევიდა საუკეთესო ფორმაში სეზონის დასკვნით ნაწილში, მაგრამ არ აღმოჩნდა საკმარისი ჩემპიონთა ლიგაზე. რაფინიას არყოფნა მაინც გადამწყვეტი გამოდგა და ვერც განმეორებით შეხვედრაში მოასწრებს დაბრუნებას. სამაგიეროდ, ფრენკი დე იონგი დაბრუნდა, ითამაშა კიდეც “ესპანიოლთან”, ასე უცბად ფორმაში აბა როგორ შევა, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ “ატლეტიკოსთანაც” ითამაშოს. არ გაუმართლა ბარსას, ლიდერები მოისაკლისა, აბა, დაცვის ცენტრში რომ პრობლემები იყო ეგ სეზონის დასაწყისშივე გამოჩნდა, როცა გუნდი ინიგომ დატოვა.
დერბის წინ “რეალ მადრიდმა” დაკარგა ქულები. კიდევ ერთხელ, თანაც, ისინიც დამარცხდნენ ლიგაზე და ახლა “ატლეტიკოს” ქომაგები დარწმუნებულნიც კი არიან, რომ ლიგა მათია, ბარსა თითქმის გააგდეს, “რეალიც” ცალი ფეხით გავარდნილია, სხვა ვინ უნდა შეუშალოს ხელი?! მაგრამ, ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს არის საქმე ასე მარტივად, ჰოდა, ვნახოთ რა იქნება. ლა ლიგაში კი უკვე დამთავრებულს ჰგავს ყველაფერი, ბარსამ დერბი მოიგო და ცხრა ქულით გაიჭრა წინ. შვიდი ტურია დარჩენილი, მათ შორის, ელ კლასიკოც გველის, მაგრამ, ის ინტრიგა ალბათ ვეღარ ექნება რასაც ვარაუდობდნენ.
ფერანის დუბლი
პირველი ტაიმის მერე ხუმრობა გავრცელდა – ბარსა დაიღუპა, ფერანმა დუბლი შეასრულა და ახლა აღარ გაყიდიანო. როგორც იქნა გაიხსენა, რომ ბურთი როცა კარის ხაზს გადაკვეთს მაგას გოლი ჰქვია და კაცი თუ ამას მოახერხებს ბავშვური სიხარული შეიბყრობს ხოლმე. გაიხარა ფერანმაც. ჯერ თავით შეაგდო, კუთხური შეირგეს, მერე კიდევ იამალის პასს წაარტყა ფეხი, ლამინე კიდევ ასეთ გენიალურ პასებს უბრალოდ არიგებს მთელი სეზონია, მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ისე როგორც ბოსტონის ფილიალის გატეხა ერმალოს პერსონაჟისთვის, და როცა ასეთ გენიალურ საქმეებს ასე მარტივად სჩადის კაცი, ეს რაღაც განსაკუთრებულის მანიშნებელია.
ღირსეული პატრონი ჰყავს ბარსას ათნომრიან მაისურს. ეს უკვე საკმარისია გასახარებლად.
გაერთო ბარსა პირველ ტაიმში და გაერთო მეორეშიც. ფლიკი კარგ ხასიათზეა და იმუქრება დანებება არ გვჩვევიაო. რა გამოუვა არ ვიცი, მაგრამ სანახაობა მაინც გველის მადრიდში, არც ის მჯერა, რომ ლამინე იამალი მეოთხედფინალს უგოლოდ დატოვებს, ასეთ ფორმაში მყოფი ლამინე უგოლოდ ვერაფრით ვერ გავა მოედნიდან. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.
პატარა გენიოსი
ფერანმა მესამეც შეაგდო, მსაჯმა გააუქმა, რა ლოგიკით დაადგინეს თამაშგარე ცოტა ვერ გავიგე, სადღაც მილიმეტრებში რაღაც გაზომეს და გადაწყვიტეს, არ ვიცი რა და როგორ, მაგრამ გოლი გაუქმდა, ერიკ გარსიას მხარი აღმოჩნდა მეტოქეზე წინ, როგორც ითქვა. რა ვიცი… ამ გაუქმებული გოლიდან წამები იყო გასული “ესპანიოლმა” რომ სხვაობა შეამცირა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა. აანერვიულეს ფლიკი. ცხრაქულიანი დისტანციის შანსი იყო, ამის ხელიდან გაშვება არაფრით არ შეიშლება, იქ გოლი გაუქმდა, აქ გავიდა, წინ მეოთხედფინალია, დატრიალდა ყველაფერი თავში, მაგრამ სანერვიულო მაინც არაფერი ყოფილა, სწრაფადვე დალაგდა ყველაფერი.
საყრდენი ზონიდან გახვრიტეს ბარსა. კარგია რომ დე იონგი დაბრუნდა.
მატჩის მიწურულს ლამინემ შეაგდო, მესის აქვს ასეთი შეგდებული, მეკარეს რომ აშინებს, ბურთს იტოვებს და ცარიელ კარში გააქვს, ოღონდ, მესის გოლამდე ხელები არასდროს გაუშლია, მისთვის ეს ზედმეტი იქნებოდა, მესი ხომ სერიოზული ბიჭია, ლამინე კიდევ ნეიმარის ჭკუის არის, ამიტომ, მეკარე დატოვა თუ არა საჯარიმოს გარეთ და ცარიელი კარი დაინახა მაშინვე გაშალა ხელები გოლის აღსანიშნად. მერე კიდევ გარდასახა.
დაიმსახურა. საუკეთესო იყო ამ შეხვედრაშიც და ჩაწერა თავისი გვარი ტაბლოზე. წავიდა ამ დროს ჩემი ფიქრები მსოფლიო ჩემპიონატზე. ლამინესთვის პირველი იქნება.
წერტილი კი რაშფორდმა დასვა, ისევ ლამინემ მოიგონა ეს გოლი, ისევ გენიალურად გააკეთა ყველაფერი, ფრენკი დე იონგი მონახა საჯარიმოში, ესეც მე მგონი პედრის უკეთებდა პასს, მაგრამ საბოლოოდ რაშფორდამდე მივიდა ბურთი და ეგეც 4:1. ლამაზი იყო, კარგი იყო, დაგვჭირდება რაღაც მსგავსი შუა კვირაში.
ჭეშმარიტად!
ჭეშმარიტად!
ჭეშმარიტად!
წინ რა გველის
წინ გველის სეზონის ბოლო მატჩი ინტრიგით, თუ ბარსა გავიდა ისევ გაგრძელდება ინტრიგა, თუ ვერ გავიდა, მოვიწყენთ, რადგან წინ სანერვიულო აღარაფერია. ლა ლიგის ბედი გარკვეულია, თასიდან სიმეონემ გამოგვაგდო და იგივეს აპირებს ლიგაზეც.
არ მჯერა, რომ ასე დამთავრდება ყველაფერი.




დედა უნდა ვუტიროთ მეტროპოლიტანოზე
"იქ გოლი გაუქმდა, აქ გავიდა, წინ მეოთხედფინალია, დატრიალდა ყველაფერი თავში, მაგრამ სანერვიულო მაინც არაფერი ყოფილა, სწრაფადვე დალაგდა ყველაფერი".
სანერვიულო არაფერი ყოფილა? სერიოზულად ამბობ ფეოლა მაგას? კინაღამ გაგვითანაბრეს და ეს არ არის სანერვიულო? რატომ არ ამბობ რო იამალს გოლი ისე უნდოდა სულ დაავიწყდა მთავარი მოვალეობა ასისტი რო ჰქვია. კი არბევდა მცველებს, მაგრამ მაინც კარში დარტყმას ცდილობდა და სანამ ბედმა არ გაუღიმა და გოლი არ გაიტანა გუნდს აღარ ეკუთვნოდა. და კაი იქნება თუ გოლს თუნდაც საკუთარ მოედანზე ვინისიუსის სტილში ცეკვით არ აღნიშნავს.
თუ შეძლეს და დაძლიეს ატლეტიკოს ბარიერი უდიდეს სტიმულს მიიღებენ, მერე რაფინიაც დაბრუნდება და აწი სულ რომ ფეხი მოტეხონ დარჩენილ თამაშებს მაინც ითამაშებს დარწმუნებული ვარ. შეზღუდული რესურსებით ბევრი ვარიანტი არ გვაქვს მაგრამ იმედია ფლიკი სწორად გათვლის ყველაფერს და ამ რესურსით სასწაულს მოახდენს. ჩემი თვალსაზრისით გავის და ფრენკის დაბრუნება თან ასე კარგად დაბრუნება რაც ესპანიოლთან ვნახეთ უკვე კარგი პლიუსია და წესით დიდ დახმარებასაც გაგვიწევს მადრიდში.
Visca barca,
ხო მაგრამ 18 წლის ასაკში მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, პელესნაირი სტარტი ქონდა, პლიუს საფრანგეთში მონარქივით ექცეოდნენ.
ზეგ თუ დავაქამბექეთ დარწმუნებული ვართ რო არსენალსაც გავისტუმრებთ,
პრემიერ ლიგა ისე დაიძაბა გუშინდელი არსენალის წაგებით არტეტა მგონი 2 კურდღელს დასდევს და დარჩება ყველაფრის ამარა.
ლა ლიგა 27 თამაში 27 საგოლე მოქმედება (15 გოლი 12 ასისტი)
ლიგა 9 თამაში 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი 4 ასისტი)
კოპა დელ რეი 5 თამაში 4 საგოლე ( 2 გოლი 2 ასისტი)
ნაკრებში ბრწყინავს. ერთი კეინი თუ მივა ახლოს შედეგით, ისიც ბუნდესლიგაში ნაყარი გოლებით. მარა ოქროს ბურთს ვერ მოიგებს იმიტო რო კუბარსები მარტინები და არაუხები ყავს გუნდში. მესი მახსენდება, საწყალი მაგარ ხოდზე იყო ხოლმე და გუნდი ყავდა კატასტროფა, დემბელეები და გრიზმანები. იმედია გაანძრევს სქელ ერთ ადგილს ლაპორტა და მინიმუმ 2 ტოპ მოთამაშეს მოიყვანენ. სხვანაირად ადგება და გაიქცევა ეს ბავშვი. მსოფლიოზეც დახატავს და ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი მაინც ექნება მარა მინდა ბარსაში დადოს ტრებლი და ისე მოიგოს. დემბელესავით მზამზარეულ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს ბარსაში. ამათმა თუ ლევანდოვსკითან გაახანგრძლივეს და ისევ ტორესი ლევა დატოვეს 9 ზე, 1 ცენტრალური მცველი მოიყვანეს და მორჩა, ეგრევე უნდა აბუნტდეს მთელი ბარსა. გაყიდოს თირკმელი ან ქალიშვილები გააქირაოს და 200 მილიონი შეკრას. მომავალ წელს რეალი კიდე უფრო გამწარდება მეორე უტიტულო სეზონის მერე და გიჟურ ტრანსფერებს დადებს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. გუნდი უნდა შეივსოს მინიმუმ 4-5 ფეხბურთელით, 2 ტოპი დანარჩენი საშუალოზე მაღალი დონის
ესპანეთმა მსოფლიო თუ მოიგო იამალი ოქროს ბურთს მოიგებს 100 %
სუ რო ზეგ ატლეტიკომ გამოგვისვას,
ისე მეშინია მბაპესავით არ დაემართოს ამ ასაკში მსოფლიო + ოქროს ბურთი თუ მოიგო შეილება დაიკიდოს ყველაფერი და აღარ წყუროდეს ტიტულები ისე როგორც მესის წყუროდა.
მბაპეზე რა ხდება ნახეთ? ჟირონასტან თამაშის მერე იმ მსახიობ გოგოსთან ერთად იჯდა მადრიდშიო კაფეში და მთელი ამბებია.
მგონი ვინიციუსზე მეტად ეგ ეზიზღებათ თვითონ მადრიდისტებს.
მგონი რაღაც გეგმა აქ ფლიკს
ვიდეოები დევს მხოლოდ ტრუსიკებით რო ივარჯიშეს შაბათს.
ალბათ ძან სრიალა მოედნაზე ავარჯიშა.
მბაპემ რა მოიგო მერე ეგეთი რომ დაიკიდა ფეხბურთი ერთი მსოფლიო მოიგო კლუბში არაფერი მოუგია ჯერ
ჯერ მაინც მომავლის გუნდია საძირკველი ხავიმ ჩაუყარა ფლიკი აგურ აგურ აშენებს 2,3 წელიწადში დაღვინდება გუნდი.ერღი ორი ჭანჭიკი უნდა და ეგაა 👌🏻✊🏻
ატლეტიკოს თუ გავცდით ძაან მაგარ კანფეტში გავიჩითებით, ლა ლიგა ხო თითქმის განაღდებული გვაქვს და ფეხბურთელები მთლიანად ლიგაზე გადაერთვებიან, იქეთ არსენალს ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა, იმის ფიქრში იქნება არტეტა პეპმა ეპლ არ ააწაპნოს ხელიდან.
ლა ლიგა 27 თამაში 27 საგოლე მოქმედება (15 გოლი 12 ასისტი)
ლიგა 9 თამაში 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი 4 ასისტი)
კოპა დელ რეი 5 თამაში 4 საგოლე ( 2 გოლი 2 ასისტი)
ნაკრებში ბრწყინავს. ერთი კეინი თუ მივა ახლოს შედეგით, ისიც ბუნდესლიგაში ნაყარი გოლებით. მარა ოქროს ბურთს ვერ მოიგებს იმიტო რო კუბარსები მარტინები და არაუხები ყავს გუნდში. მესი მახსენდება, საწყალი მაგარ ხოდზე იყო ხოლმე და გუნდი ყავდა კატასტროფა, დემბელეები და გრიზმანები. იმედია გაანძრევს სქელ ერთ ადგილს ლაპორტა და მინიმუმ 2 ტოპ მოთამაშეს მოიყვანენ. სხვანაირად ადგება და გაიქცევა ეს ბავშვი. მსოფლიოზეც დახატავს და ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი მაინც ექნება მარა მინდა ბარსაში დადოს ტრებლი და ისე მოიგოს. დემბელესავით მზამზარეულ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს ბარსაში. ამათმა თუ ლევანდოვსკითან გაახანგრძლივეს და ისევ ტორესი ლევა დატოვეს 9 ზე, 1 ცენტრალური მცველი მოიყვანეს და მორჩა, ეგრევე უნდა აბუნტდეს მთელი ბარსა. გაყიდოს თირკმელი ან ქალიშვილები გააქირაოს და 200 მილიონი შეკრას. მომავალ წელს რეალი კიდე უფრო გამწარდება მეორე უტიტულო სეზონის მერე და გიჟურ ტრანსფერებს დადებს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. გუნდი უნდა შეივსოს მინიმუმ 4-5 ფეხბურთელით, 2 ტოპი დანარჩენი საშუალოზე მაღალი დონის
გრიზმანი საღადაო ფეხბურთელია? დემბელესაც ფაქტია ნორმალური მწვრთნელი უპოვეს და ოქროს ბურთი მოიგო. ფაქტია მესის რომ წლები გაუცდა უაზროდ, ეგ არასწორად შერჩეული მწვრთნელების ბრალია და არა ფეხბურთელების.
ლა ლიგა 27 თამაში 27 საგოლე მოქმედება (15 გოლი 12 ასისტი)
ლიგა 9 თამაში 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი 4 ასისტი)
კოპა დელ რეი 5 თამაში 4 საგოლე ( 2 გოლი 2 ასისტი)
ნაკრებში ბრწყინავს. ერთი კეინი თუ მივა ახლოს შედეგით, ისიც ბუნდესლიგაში ნაყარი გოლებით. მარა ოქროს ბურთს ვერ მოიგებს იმიტო რო კუბარსები მარტინები და არაუხები ყავს გუნდში. მესი მახსენდება, საწყალი მაგარ ხოდზე იყო ხოლმე და გუნდი ყავდა კატასტროფა, დემბელეები და გრიზმანები. იმედია გაანძრევს სქელ ერთ ადგილს ლაპორტა და მინიმუმ 2 ტოპ მოთამაშეს მოიყვანენ. სხვანაირად ადგება და გაიქცევა ეს ბავშვი. მსოფლიოზეც დახატავს და ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი მაინც ექნება მარა მინდა ბარსაში დადოს ტრებლი და ისე მოიგოს. დემბელესავით მზამზარეულ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს ბარსაში. ამათმა თუ ლევანდოვსკითან გაახანგრძლივეს და ისევ ტორესი ლევა დატოვეს 9 ზე, 1 ცენტრალური მცველი მოიყვანეს და მორჩა, ეგრევე უნდა აბუნტდეს მთელი ბარსა. გაყიდოს თირკმელი ან ქალიშვილები გააქირაოს და 200 მილიონი შეკრას. მომავალ წელს რეალი კიდე უფრო გამწარდება მეორე უტიტულო სეზონის მერე და გიჟურ ტრანსფერებს დადებს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. გუნდი უნდა შეივსოს მინიმუმ 4-5 ფეხბურთელით, 2 ტოპი დანარჩენი საშუალოზე მაღალი დონის
ესპანეთმა მსოფლიო თუ მოიგო იამალი ოქროს ბურთს მოიგებს 100 %
სუ რო ზეგ ატლეტიკომ გამოგვისვას,
ისე მეშინია მბაპესავით არ დაემართოს ამ ასაკში მსოფლიო + ოქროს ბურთი თუ მოიგო შეილება დაიკიდოს ყველაფერი და აღარ წყუროდეს ტიტულები ისე როგორც მესის წყუროდა.
მბაპეზე რა ხდება ნახეთ? ჟირონასტან თამაშის მერე იმ მსახიობ გოგოსთან ერთად იჯდა მადრიდშიო კაფეში და მთელი ამბებია.
მგონი ვინიციუსზე მეტად ეგ ეზიზღებათ თვითონ მადრიდისტებს.
მგონი რაღაც გეგმა აქ ფლიკს
ვიდეოები დევს მხოლოდ ტრუსიკებით რო ივარჯიშეს შაბათს.
ალბათ ძან სრიალა მოედნაზე ავარჯიშა.
ტიპს 100% იანი საოქროსბურთე სეზონი აქვს, თამაშის ხარისხით, სილამაზით, სტაბილურობით თუ შედეგით.
ლა ლიგა 27 თამაში 27 საგოლე მოქმედება (15 გოლი 12 ასისტი)
ლიგა 9 თამაში 9 საგოლე მოქმედება (5 გოლი 4 ასისტი)
კოპა დელ რეი 5 თამაში 4 საგოლე ( 2 გოლი 2 ასისტი)
ნაკრებში ბრწყინავს. ერთი კეინი თუ მივა ახლოს შედეგით, ისიც ბუნდესლიგაში ნაყარი გოლებით. მარა ოქროს ბურთს ვერ მოიგებს იმიტო რო კუბარსები მარტინები და არაუხები ყავს გუნდში. მესი მახსენდება, საწყალი მაგარ ხოდზე იყო ხოლმე და გუნდი ყავდა კატასტროფა, დემბელეები და გრიზმანები. იმედია გაანძრევს სქელ ერთ ადგილს ლაპორტა და მინიმუმ 2 ტოპ მოთამაშეს მოიყვანენ. სხვანაირად ადგება და გაიქცევა ეს ბავშვი. მსოფლიოზეც დახატავს და ოქროს ბურთის მოგების კარგი შანსი მაინც ექნება მარა მინდა ბარსაში დადოს ტრებლი და ისე მოიგოს. დემბელესავით მზამზარეულ ოქროს ბურთს ვერ მოიგებს ბარსაში. ამათმა თუ ლევანდოვსკითან გაახანგრძლივეს და ისევ ტორესი ლევა დატოვეს 9 ზე, 1 ცენტრალური მცველი მოიყვანეს და მორჩა, ეგრევე უნდა აბუნტდეს მთელი ბარსა. გაყიდოს თირკმელი ან ქალიშვილები გააქირაოს და 200 მილიონი შეკრას. მომავალ წელს რეალი კიდე უფრო გამწარდება მეორე უტიტულო სეზონის მერე და გიჟურ ტრანსფერებს დადებს. სხვებზე აღარაფერს ვამბობ. გუნდი უნდა შეივსოს მინიმუმ 4-5 ფეხბურთელით, 2 ტოპი დანარჩენი საშუალოზე მაღალი დონის
იღბალი იყოს ჩვენ მხარეს და გავალთ ბიჭებო👏🏻👏🏻❤️
Სულს და გულს რომ ჩადებენ ეჭვი არ მეპარება მაგრამ რაფინიას გარეშე ვანდა მეტროპოლიტანოზე ძალიან რთული იქნება. სიმეონე გადახნავს ალბათ ტრადიციულად მინდორველს პლიუს ფეხბურთელებიც დაასვენა ჩვენგან განსხვავებით რავიცი მარტო იამალის იმედზე ვერ ვიქნებით ფერანმა და რაშფორდმა კარიერის თამაში უნდა დადონ რომ წარმატებას მივაღწიოთ