ბარსელონა ჟერარ მარტინსა და მარკ ბერნალს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს

ბარსელონა ჟერარ მარტინსა და მარკ ბერნალს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს

“ბარსელონა” აპირებს ჟერარ მარტინისა და მარკ ბერნალის მოქმედი კონტრაქტების გადახედვას და გაუმჯობესებას, რათა ისინი შეესაბამებოდეს მათ ამჟამინდელ როლს გუნდში. 

ესპანელმა მცველმა და ნახევარმცველმა 2025 წელს გაახანგრძლივეს კონტრაქტები, თუმცა მათი პროგრესი გუნდში იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ კლუბში უკვე ფიქრობენ ახალი პირობების შეთავაზებაზე. 

2025 წლის იანვარში “ბარსელონამ” ოფიციალურად გაახანგრძლივა ჟერარ მარტინის ხელშეკრულება. მარცხენა მცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ კლუბმა მასთან ახალი შეთანხმება გააფორმა 2028 წლამდე. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია გუნდის ტოპ ფეხბურთელებთან შედარებით – განსაკუთრებით ახლა, როცა მარტინი პრაქტიკულად ძირითადის უცვლელი წევრია. 

მარკ ბერნალის შემთხვევაშიც სიტუაცია მსგავსია: ახალგაზრდა ნახევარმცველის პროგრესი და მნიშვნელობა გუნდში იზრდება, რის გამოც “ბარსელონა” მის კონტრაქტსაც რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას გეგმავს. მას კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კლუბში კარგად აცნობიერებენ, რომ ორივე ფეხბურთელი უკვე უფრო მაღალი სტატუსის მქონეა, ვიდრე მათი ამჟამინდელი ხელშეკრულებები ასახავს, ამიტომ დგას დღის წესრიგში მათი პირობების გაუმჯობესება.

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 26 მარ 2026, 13:50

    ციტატა: Rick Sanchez
    მარტინი იყოს სკამზე, რა უჭირს.


    მოედანზეც არ არის ცუდი.

  • Rick Sanchez
    schedule 25 მარ 2026, 16:28

    მარტინი იყოს სკამზე, რა უჭირს.

  • Moriarti
    schedule 24 მარ 2026, 17:45

    ბერნალი თუ ესე დაძლევდა ამ უმძიმეს ტრავმას ძნელი წარმოსადგენი იყო. ორივე უნდა დარჩეს, მარტინმაც ძაან მოუმატა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 24 მარ 2026, 14:18

    ორივე ძალიან კარგი და საჭირო ფეხბურთელი დადგა.