ბარსელონამ ზედიზედ 28-ე მატჩში გაიტანა

ბარსელონამ ზედიზედ 28-ე მატჩში გაიტანა

“ბარსელონამ” მორიგი განსაკუთრებული მაჩვენებელი დააფიქსირა. “სევილიასთან” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” 5-2 გამარჯვების შემდეგ კატალონიურმა გუნდმა ლა ლიგაში ზედიზედ 28-ე მატჩში გაიტანა გოლი.

ეს ნიშნავს, რომ “ბარსელონა” მიმდინარე ჩემპიონატის ყველა ჩატარებულ შეხვედრაში ერთხელ მაინც ახერხებს მეტოქის კარის აღებას. 28 ტურის შემდეგ მსგავს შედეგს კლუბმა ბოლოს 2012/13 წლების სეზონში მიაღწია. მაშინ გუნდმა ლიგის ყველა მატჩში გაიტანა. 

“სევილიასთან” მატჩში “ბარსელონას” მთავარი გმირი რაფინია გახდა, რომელმაც ჰეთ თრიქი შეასრულა. ბრაზილიელმა ორი გოლი პენალტიდან გაიტანა, ხოლო მესამე მეორე ტაიმში დაამატა. 

გოლების სერია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გუნდის შეტევით პოტენციალს მიმდინარე სეზონში. ჰანსი ფლიკის გუნდი რეგულარულად ახერხებს მეტოქის კარის აღებას და ჩემპიონატის ყველაზე შედეგიან გუნდად რჩება. 

ლა ლიგის 28 ტურის შემდეგ “ბარსელონა” შეტევაში სტაბილურობით გამოირჩევა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლების სერიას აგრძელებს.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • CHEPE
    schedule 17 მარ 2026, 22:41

    თუ ნიუკასლი გავარდა ვაფშე იაფად დაითრევენ ლუის ჰოლს, ხოლი ინტერთან შეთანხმება არიქნება რთული ატლეტიკოს და ბაიერნს კიარ გავს სიკო უფროსობა რომ ყავთ.. ბასტონთან ერთად ვუსკოვიჩი და 3 მცველიანში ბასტონი უსკოვიჩი კუბარსი გაასწორებდა ან კუნდე

  • Rick Sanchez
    schedule 17 მარ 2026, 22:14

    ციტატა: Barca for life

    ციტატა: Berlinetta♥
    ლუის ჰოლით დაინტერესდნენო და ბალდეს თუ გაყიდიან იმედია მაგ ბიჭს მოიყვანენ, ძალიან მომწონს მე პირადად, მოფლიოზე თუ წაიყვანეს კი აიწევს ფასი…


    ძალიან დიდია მაგისი ალბათობა. უკვე სერიოზულად შეუტიეს ბალდეს და თუ გაყიდეს კარგ მაყუთსაც აიღებენ (ბთვ მანჩესტერს უნდაო) და მაგ მაყუთით უეჭველად მოვა ნებისმიერი მენდეშის გარდა, რადგან რაც არ უნდა იყოს ბალდე ბოლო 2 წელია ტოპ 3 მარცხენა ფულბექში მოიაზრება და პლს გუნდმა თუ წაიყვანა, დარწმუნებული ვარ რომ მაგრად გაამართლებს, უბრალოდ ბარსას და ლალიგა ვერასდროს მოერგება ისეთი მონაცემების ფეხბურთელია.
    ჩვენ კი აუცილებლად უნდა ვუშველოთ ფულბექების საკითხს და კუნდეც მისახედია..
    მოკლედ სეზონის ბოლომდე უნდა დააკვირდნენ სიტუაციის განვითარებას და მერე იმოქმედონ.
    თუკი ვერც კუნდემ და ვერც ბალდემ იმის ნაპიერწკალი ვერ დაგვანახეს რომ მომატების პოტენციალი აქვთ, მაშინ აუცილებლად 2ვეს გაყიდვა მოგვიწევს, კარგ მაყუთსაც მოვღუნავთ და კარგი პერსპექტიული ბიჭების დამატების შანსიც გაჩნდება, ხოლო სკამისთვის კანსელუს გამოვისყიდით უფასოდ და ფორტი-ესპარტიდან რომელიმეს დავიტოვებთ.


    მეგობარო ბალდე ესპანეთის ნაკრებში ვერ ხვდება ტოპ 3 ესპანელ მარცხენა მცველში. რაის მსოფლიოში ტოპი.