“ბარსელონას” ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა. კატალონიელთა ვინგერი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 30 მატჩის ნიშნულს მიაღწია.
ისტორიული მაჩვენებელი იამალმა მხოლოდ 18 წლისა და 240 დღის ასაკში დააფიქსირა, რითაც გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც მანამდე ვარენ ზაირ-ემერის ეკუთვნოდა.
ახალგაზრდა ესპანელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე დებიუტი ჯერ კიდევ 16 წლისა და 68 დღის ასაკში შეასრულა და მას შემდეგ თითქმის ყველა სეზონში ამყარებს ასაკობრივ რეკორდებს.
იამალი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან მიღწევას ფლობს. მათ შორისაა:
-
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ტურნირზე სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა (16 წელი და 83 დღე);
-
ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც ასისტი შეასრულა;
-
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც პლეი ოფის მატჩში მიიღო მონაწილეობა;
-
ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელმაც 10 მატჩს მიაღწია ტურნირზე.
ლამინ იამალი ბოლო წლებში “ბარსელონას” ერთ-ერთ მთავარ ფიგურად ჩამოყალიბდა. ახალგაზრდა ვინგერი არა მხოლოდ კლუბის ძირითად შემადგენლობაში თამაშობს რეგულარულად, არამედ უკვე არაერთი ასაკობრივი რეკორდიც დაამყარა როგორც საკლუბო, ისე საერთაშორისო დონეზე.
თუ მისი პროგრესი ასეთივე ტემპით გაგრძელდება, დიდი ალბათობით, “ბარსელონას” 18 წლის ლიდერი უახლოეს წლებში ჩემპიონთა ლიგის კიდევ არაერთ ისტორიულ ნიშნულს მიაღწევს.
ეგეც კარგია, რო ის სამი კაცი წინ ვერ მიდიოდნენ, ამის შიშით. მოკლედ დასაქმებული ყავდა.
მარჯვენა ფლანგზე მარტო იყო დღეს, შესაბამისად სამი კაცი ეჯდა ფეხზე და მაქსიმუმი გამოწურა არაუხოს პირობებში.
შავი პანტერაააა რა
გენიოსი ბავშვი