მილანური კლუბის თავკაცი მიიჩნევს, რომ “როსონერი” მადრიდის “რეალისა” და “ბარსელონას” დონეზე იმყოფება. მასიმილიანო ალეგრი აღიარებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა პეპ გვარდიოლას გუნდთან იტალიელებისთვის ფინალის ტოლფასი იქნება.
“ეს შეხვედრა ფინალის ტოლფასია და ჩვენ შევეცდებით, რომ გავიმარჯვოთ.” – განაცხადა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში ალეგრიმ. მისივე თქმით, იტალიელებს ძალიან გაუმართლათ, რომ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დონის ფორვარდი ჰყავთ.
“როსონერის” მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ იბრაჰიმოვიჩი “მილანისთვის” იგივეა, რაც მესი “ბარსასთვის” და კრიშტიანუ რონალდუ “რეალისთის”. იტალიელთა თავკაცის განცხადებით, გამარჯვების მთავარი საწინდარია რწმენა. მისი თქმით “მილანელები” მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა გავიდნენ.
ამჟამად ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფს “ბარსელონა” ლიდერობს 10 ქულით. მას “მილანი” მოსდევს 8 ქულით. რა თქმა უნდა, ორივე გრანდი ჯგუფში პირველობისთვის იბრძოლებს. მათ შორის შეხვედრა 23 ნოემბერს, “სან სიროზე” გაიმართება. პირველი მატჩი გუნდებმა “კამპ ნოუზე” გამართეს და ფრედ დაასრულეს, ანგარიშით 2:2.



