“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი მატჩის (0-1) შემდეგ თავისი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა და ფეხბურთელები საჯაროდ შეაქო. გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ გუნდმა რთულ სტადიონზე გამარჯვება მოიპოვა და კარის მშრალად შენახვაც შეძლო.
ფლიკის გუნდმა რთული კვირის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. მან აღნიშნა, რომ “ბილბაოში თამაში და გამარჯვება არასდროს არის მარტივი”, თუმცა მისი თქმით, გუნდმა თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.
გერმანელმა სპეციალისტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პედრის გავლენას თამაშზე. მისი თქმით, ნახევარმცველი თანაგუნდელებს უკეთეს ფეხბურთელებად აქცევს და მოედანზე თამაშის რიტმს მთლიანად ცვლის.
მწვრთნელმა ასევე შეაფასა ახალგაზრდა ვინგერის, იამალის თამაში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი არ ყოფილა, სწორედ მან გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.
რაც შეეხება ფერან ტორესს, მწვრთნელმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ამ ეტაპზე ცოტა იღბალი აკლია. ფლიკის თქმით, ცენტრფორვარდებს ხშირად მხოლოდ გოლებით აფასებენ, თუმცა ტორესი გუნდს მაინც ეხმარება და მას მხარდაჭერა სჭირდება, რათა თავდაჯერება დაიბრუნოს.
ფლიკმა საბოლოოდ აღნიშნა, რომ ასეთი გამარჯვებები გუნდს თავდაჯერებას მატებს და სეზონის დარჩენილი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ძალიან მაგაროა ჰერ ჰანსი
სამაგიეროდ ლევანდოვსკი დაასვენა ასევე რაფინია, პედრი. მოკლედ ეტყობა მოსაგებად მიდის ინგლისში.
ჩემი უფროსი ძმა ხარ ჰერ ფლიკ და მაგრად მიყვარხარ მაგრამ ტორესის 11 კაცში მოხვედრას ვერანაირად ვერ გავიგებ, შენ კი არა ცხონებული მამაჩემი რომ იყოს მწვრთნელი მაინც ვეტყოდი, ბოდიში მომითხოვია და შენ შიგ ხომ არ გაქვს ამ რეგვენს და უვარგის <<ცენზურის დარღვევა>> რომ მოედანზე უშვებ🤮🤬🤬🤬 იმინა მეზიზღება ეგ უთავმოყვარეო კლე. 55 მილიონი🥹🥹🥹 ვკვდები ეგ რომ მახსენდებ აზრზე ხართ? 40 მილიონი როკი და 55 ტორესი. 95 მილიონი თოფში ჩავდეთ და გავისროლეთ, ჩვენ რა. გაისროლა იმ გასიებულმა ვირთხამ იმის ცოლშვილი მოტკნა დენის როდმანმა🤬🤬🤬
იამალია დღეს ბარსა და აქ სასტავი გავყიდოთ სკამზე დავსვათ ოლისე ჯობია და ბლა ბლა ბლააა😩😂😂 კუბარსი მცველად არ მიაჩნიათ იმ დონეზე არ ესმით ფეხბურთი შე დალოცვილო სწავლას რა უდგას წინ🙄ფორვარდი გვჭირდება სწრაფი გოლავიკი და ერთი ფიზიკურად ძლიერი მცველი.მშვენიერი შემადგნელობა გყავსვ ტაკტიკა თუ კარგად მუშაობს არ აგებენ.