ოფიციალურად: ფერმინმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ბარსელონას” 22 წლის ნახევარმცველმა ფერმინ ლოპესმა კატალონიურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

“ბლაუგრანას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფერმინმა ხელშეკრულება 2031 წლამდე გაახანგრძლივა.

ფერმინი “ბარსას” სკოლის აკადემიის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2023 წლის ივლისში გამოჩნდა, რის შემდეგაც მან მონაწილეობა 116 მატჩში მიიღო, 29 გოლი გაიტანა და 22 ასისტი გააკეთა.

ჰანსი ფლიკი ძალიან დამეხმარა. მისი ხელმძღვანელობით ბევრად გავუმჯობესდი და კარგად ვთამაშობ. მადლობა მას ნდობისთვის და ასევე ჩემს თანაგუნდელებს, რომლებიც ყოველთვის მეხმარებიან.

ჩავიმ პირველ გუნდში დებიუტის საშუალება მომცა და ამისთვის მისი ძალიან მადლიერი ვარ.

გამასაუმჯობესებელი კიდევ ბევრი რამ მაქვს, მაგრამ კარგ ფორმაში ვარ და იმედი მაქვს, გუნდს მრავალმხრივ დავეხმარები. ყოველთვის “ბარსაში” ყოფნა მინდოდა.

ძალიან ბედნიერი ვარ. ბიჭისთვის, რომელსაც “ბარსა” ბავშვობიდან უყვარს, პირველ გუნდში მოხვედრა ოცნებაა. იმედი მაქვს, გულშემატკივრებს გავაბედნიერებ და აქ ისტორიას შევქმნი. “ბარსელონაში” კარიერის დასრულება ოცნების ახდენა იქნებოდა.

შესანიშნავი გუნდი გვყავს და ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. იმედი გვაქვს, ყველა მათგანს მოვიგებთ. ჩვენ ოჯახი ვართ და გვინდა, ისტორიული სეზონი გვქონდეს.

– განაცხადა ფერმინმა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 07 თებ 2026, 20:46

    კარგი ამბავია

  • PET27REE
    schedule 07 თებ 2026, 15:04

    ციტატა: nika 54

    ციტატა: CHEPE
    კარგია ჩელსი საბოლოოდ <<ცენზურის დარღვევა>>ზე გაუშვა, 116 მატჩში 29 გოლი და 22 ასისტი 22 წლის ასაკში რავი ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ჰქონოდა ნახევარმცველს.. ჰო ერთი იმ ნაზარიო ბელინგემს თუ შეადარებ სტატისტიკით😅😅 ზიდანობას რომ აბრალებენ და პირველივე სეზონში ლამის ბომბარდირი გახდა

    116 მატჩში ვინისიუსს არ ქონია 29 გოლი. კარგად მახსოვს 100 ნომრიანი მაისური რო გადასცეს, ჰალას ადმინი აღფრთოვანებული წერდა 20 გოლი აქვს უკვე ჯერ 100 თამაშია აქვს ჩატარებულიო. არადა თავდამსხმელია ასე თუ ისე მერე რა რო გარემარბი. ნეიმარი უგოლოდ არ ტოვებდა თამაშს ამ ასაკში.

    მესის 100+ მეტი გოლი ჰქონდა 129 მატჩში და 50+ ასისტი,რა შესადარებელია მესი მარა ისე მაინც

  • nika 54
    schedule 07 თებ 2026, 14:39

    ციტატა: CHEPE
    კარგია ჩელსი საბოლოოდ <<ცენზურის დარღვევა>>ზე გაუშვა, 116 მატჩში 29 გოლი და 22 ასისტი 22 წლის ასაკში რავი ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ჰქონოდა ნახევარმცველს.. ჰო ერთი იმ ნაზარიო ბელინგემს თუ შეადარებ სტატისტიკით😅😅 ზიდანობას რომ აბრალებენ და პირველივე სეზონში ლამის ბომბარდირი გახდა

    116 მატჩში ვინისიუსს არ ქონია 29 გოლი. კარგად მახსოვს 100 ნომრიანი მაისური რო გადასცეს, ჰალას ადმინი აღფრთოვანებული წერდა 20 გოლი აქვს უკვე ჯერ 100 თამაშია აქვს ჩატარებულიო. არადა თავდამსხმელია ასე თუ ისე მერე რა რო გარემარბი. ნეიმარი უგოლოდ არ ტოვებდა თამაშს ამ ასაკში.

  • PET27REE
    schedule 07 თებ 2026, 00:02

    ციტატა: Lasha Mamuladze
    PET27REE, გეთანხმები ჩაკეტილ თამაშებში სამწუხაროდ ვერ არი ეფექტური რაც მე
    პირადად მინახავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ვერ დაიხვეწება და განვითარდება, დარწმუნებული ვარ მაგასაც გამოასწორებს, ჯერ კიდევ ბავშვია 22 წელი არაფერიაა დაღვინდება 3-2 წელში ამიტომ საჭირო კაცია ბარსასთვის სერხი რობერტოზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს..აი ოლმო კი რატომღაც ევროპის ჩემპიონატის მერე აღარ მევასება, კი ატი კლასნი მარაა ფერმინი უფრო აღმაფრთოვანრბელია ჩემთვის, უფრო მეტი დრაივი შეაქვს რაფასავით..

    ფერმინი კარგის მომტანი არის გუნდში მარა ჩაკეტილ თამაშებში ვერ თამაშობს თქო და ოლმო მირჩევნია ან შემთხვევაში,ასაკთან ერთად გამოცდილებასაც შეიძენს და ეგეთი მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელი სჭირდება ბარსას,მე მაგრად მევასება ფერმინი უბრალოდ ესეთ გუნდებთან უნდა დაიხვეწოს,დანარჩენი კარგი ბიჭია ძაან.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 06 თებ 2026, 22:06

    ძაან მაგარია ფერმინი

  • CHEPE
    schedule 06 თებ 2026, 21:51

    კარგია ჩელსი საბოლოოდ <<ცენზურის დარღვევა>>ზე გაუშვა, 116 მატჩში 29 გოლი და 22 ასისტი 22 წლის ასაკში რავი ძნელი წარმოსადგენია ვინმეს ჰქონოდა ნახევარმცველს.. ჰო ერთი იმ ნაზარიო ბელინგემს თუ შეადარებ სტატისტიკით😅😅 ზიდანობას რომ აბრალებენ და პირველივე სეზონში ლამის ბომბარდირი გახდა

  • Lasha Mamuladze
    schedule 06 თებ 2026, 21:44

    PET27REE, გეთანხმები ჩაკეტილ თამაშებში სამწუხაროდ ვერ არი ეფექტური რაც მე
    პირადად მინახავს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ვერ დაიხვეწება და განვითარდება, დარწმუნებული ვარ მაგასაც გამოასწორებს, ჯერ კიდევ ბავშვია 22 წელი არაფერიაა დაღვინდება 3-2 წელში ამიტომ საჭირო კაცია ბარსასთვის სერხი რობერტოზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს..აი ოლმო კი რატომღაც ევროპის ჩემპიონატის მერე აღარ მევასება, კი ატი კლასნი მარაა ფერმინი უფრო აღმაფრთოვანრბელია ჩემთვის, უფრო მეტი დრაივი შეაქვს რაფასავით..

  • Barca
    schedule 06 თებ 2026, 21:22

    ციტატა: LEVANII
    ‼️ 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: "ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს თუ ის ხელფასს შეიმცირებს! ❤️‍🩹⭐️(ესპანური პრესა)

    ჰანსი ფლიკი აღფრთოვანებულია პოლონელის ვარჯიშით მას კვლავ სჭირდება ლევანდოვსკი ❤️💙🌠

    თქვენ რას ფიქრობთ უნდა დარჩეს რობერტ ლევანდოვსკი "ბარსაში"?

    Ლევანდოვსკის დარჩენაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი მაგრამ იმედია ეს იმას არ ნიშნავს რო ფორვარდს არ დაიმატებენ

    ფორვარდს თუ დაიმატებენ ზამემაზე იყოს

  • La Pulga10
    schedule 06 თებ 2026, 21:11

    ციტატა: LEVANII
    ‼️ 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: "ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს თუ ის ხელფასს შეიმცირებს! ❤️‍🩹⭐️(ესპანური პრესა)

    ჰანსი ფლიკი აღფრთოვანებულია პოლონელის ვარჯიშით მას კვლავ სჭირდება ლევანდოვსკი ❤️💙🌠

    თქვენ რას ფიქრობთ უნდა დარჩეს რობერტ ლევანდოვსკი "ბარსაში"?

    Ლევანდოვსკის დარჩენაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი მაგრამ იმედია ეს იმას არ ნიშნავს რო ფორვარდს არ დაიმატებენ

    დარჩეს კაცო ოღონდ ზამენაზე. ძირითადში ვეღარ ქაჩავს და ფაქტია. ტოპ ფორვარდი გვჭირდება ჰაერივით.

    ციტატა: ElGuaje_7
    ‼️ There is a Barcelona player that Florentino Pérez loves: Pedri.

    The president of Real Madrid wants to repeat the Luis Figo deal, and he is planning to snatch Pedri from Barcelona in the 2027/2028 season.

    [@eldesmarque]

    არავის გადაუღუნოს

    ყველაზე გიჟურ სიზმრებშიც კი შეუძლებელია ეგ ამბავი. კაცი ლა მასიელი არაა,მაგრამ ლურჯ ბროწეულისფერი სისხლი უჩქებს ძარღვებში. აქ დაამთავრებს კარიერას დარწმუნებული ვარ.

  • ElGuaje_7
    schedule 06 თებ 2026, 21:08

    ‼️ There is a Barcelona player that Florentino Pérez loves: Pedri.

    The president of Real Madrid wants to repeat the Luis Figo deal, and he is planning to snatch Pedri from Barcelona in the 2027/2028 season.

    [@eldesmarque]

    არავის გადაუღუნოს

  • LEVANII
    schedule 06 თებ 2026, 20:57

    ‼️ 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: "ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს თუ ის ხელფასს შეიმცირებს! ❤️‍🩹⭐️(ესპანური პრესა)

    ჰანსი ფლიკი აღფრთოვანებულია პოლონელის ვარჯიშით მას კვლავ სჭირდება ლევანდოვსკი ❤️💙🌠

    თქვენ რას ფიქრობთ უნდა დარჩეს რობერტ ლევანდოვსკი "ბარსაში"?

    Ლევანდოვსკის დარჩენაზე უარს ნამდვილად არ ვიტყვი მაგრამ იმედია ეს იმას არ ნიშნავს რო ფორვარდს არ დაიმატებენ

  • PET27REE
    schedule 06 თებ 2026, 20:50

    ფერმინი მევასება და გოლებიც კი გააქვს მარა ჩაკეტილ თამაშებში ქრება და არასტაბილურია,ოლმო მირჩევნია სასტარტოსთვის ბევრად მაღალი კლასი და გამოცდილება აქვს ოლმოს,ფერმინი ცვლილებებზე არის კარგი და გახსნილ თამაშში სკამზე არ უნდა მიაჯაჭვა რა თქმა უნდა, 30-35 წუთი მაინც უნდა მისცე ჩემთვის პირადად.