მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრა პეპს: “შენ მიყიდე, როგორც “ფერარი” და გინდოდა გამოგეყენე როგორც “ფიატი”

იბრა პეპს: “შენ მიყიდე, როგორც “ფერარი” და გინდოდა გამოგეყენე როგორც “ფიატი”

“მილანის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, გამოტყდა, რომ “ბარსელონას” დატოვების შესახებ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო. შვედი ფეხბურთელის თქმით, როდესაც იტალიური გრანდი “ბარსელონას” ეთამაშებოდა “კამპ ნოუზე”, კატალონიელთა გასახდელში რონალდინიო შევიდა და მას უთხრა, რომ აქ მის წასაყვანად მოვიდნენ. ზლატანმა ასევე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ხოსეპ გვარდიოლაც.

 

“ჩვენ ამხანაგური მატჩი გვქონდა 25 აგვისტოს “მილანთან”, ხოლო სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურებოდა. მაშინ ბევრი მითქმა–მოთქმა იყო იმის შესახებ, რომ იტალიურ კლუბს ჩემი შეძენა სურდა, თუმცა სერიოზულად არ ყოფილა საუბარი. მაშინ რონალდინიო “ბარსელონას” გასახდელში შემოვიდა და მითხრა, რომ ჩემს წასაყვანად მოვიდნენ. მაშინ კი დავრწმუნდი–აუცილებლად ჩავიცვამდი “როსონერის” მაისურს. რაც შეეხება გვარდიოლას, იგი მაძლევდა ისეთ დავალებებს, რაც ჩემთვის არ იყო. მას სურდა, რომ მოედანზე აქეთ–იქით, გაუჩერებლად მერბინა. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი სამუშაო. ბოლოს უკვე ყელზე რაღაც მომაწვა და ვუთხარი: “შენ შეიძინე “ფერარი” და გინდა გამოიყენო როგორც “ფიატი”. მე არ მაქვს ისეთი ფიზიკური აღნაგობა, სტადიონის გარშემო გაუჩერებლივ სირბილი შემეძლოს. ამიტომ სათადარიგოთა სკამზე ჯდობა მერჩივნა.” –განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში