გუშინ “უეფამ” დააჯილდოვა ანდონი სუბისარეტა, ჩავი ერნანდესი, იკერ კასილიასი და რაულ გონსალესი, რომლებსაც ესპანეთის ნაკრებში 100 შეხვედრაზე მეტი აქვთ ნათამაშები. ამ უკანასკნელმა ვერ მოახერხა დაჯოლდოვებაზე დასწრება.
“ბარსელონას” სპორტის დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ, დიდი მადლობა გადაუხადა “უეფას” ამ პრიზისათვის და ასევე გაიხსენა სხვა ფეხბურთელებიც, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ესპანეთის წარმატებაში და ისტორიის შექმნაში.
“მადლობას ვუხდი “უეფას” ამ ჯილდოსთვის და გპირდებით, ამას განსაკუთრებით შევინახავ და მოვუვლი. მინდა ასევე გავიხსენოთ სხვა მოთამაშეებიც, რომლებმაც დიდი საქმე გააკეთეს, რათა ნაკრები ყველანაირად წარმატებული ყოფილიყო. მაგალითად ირიბარი, არკონადა, იერო და კამაჩო. ჩემის აზრით ეს ადამიანებიც იმსახურებენ ამ პრიზის მიღებას. მათ ესპანეთისთვის ყველაფერი გააკეთეს და დიდ პატივს ვცემ.” –განაცხადა სუბიმ.
ასევე მადლობა მოიხადა “ბლაუგრანას” ნახევარმცველმა ჩავიმაც. მისი თქმით, იგი ძალიან ბედნიერია და ისე უხარია ბოლოდროინდელი მიღწევები, როგორც პატარა ბავშვს.
“ჩემი კარიერის მანძილზე ბევრი სასიამოვნო მომენტი მახსოვს, მაგრამ მინდა გამოვყო ბოლო წლები. როდესაც ხალხს ჩვენი არ სწამდა, სწორედ მაშინ დავიწყეთ სასწაულების მოხდენა და ახლაც განვაგრძობთ. ეს ყველაფერი ისე მიხარია, როგორც პატარა ბავშვს.” –თქვა ჩავიმ.



