მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცრუ განგაში ალექსისის შესახებ

ცრუ განგაში ალექსისის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ  ალექსის სანჩესი დღეს სავარჯიშო ბაზიდან კლინიკაში წავიდა რეალობამ გვაჩვენა, რომ ”ბლაუგრანელმა” ტესტი შესანიშნავად ჩააბარა და ის ბრწყინვალე ფიზიკურ კონდიციებშია.

ალექსისმა დღეს დილით გუნდთან ერთად არ ივარჯიშა და სანტიაგოს კლინიკაში ტესტების ჩასატარებლად წავიდა. ეს მოთხოვნა ფეხბურთელისთვის ”ბარსელონას” წაუყენებია, კლუბს სურს დარწმუნებული იყოს, რომ რეციდივი არ მოხდება.

ტესტებმა აჩვენეს, რომ ის ძალიან კარგ მდგომარეობაშია და პარასკევს მონტევიდეოში, ურუგვაისთან გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს. ჩილეს მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო ბორგიმ განაცხადა, რომ ალექსის სანჩესი ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ იმ შემთხვევაში ითამაშებს, თუ მზად იქნება.

გამოკვლევების შემდეგ სანჩესი კლინიკიდან მომღიმარი გამოვიდა და სამწვრთნელო ბაზაზე დაბრუნდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში