ბარსელონა-აინტრახტი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-აინტრახტი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “აინტრახტთან” გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“აინტრახტი” კარგი, ახალგაზრდა, სწრაფი და ინტენსიური გუნდია. ჩვენი საუკეთესო დონე უნდა ვაჩვენოთ. რთული მატჩი იქნება, რადგან მათ შეუძლიათ, დაგვაზიანონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშებში კარგად არ გამოიყურებოდნენ.

ყოველთვის გვინდა გაუმჯობესება და ამისათვის ვვარჯიშობთ. ვფიქრობ, კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს.

კარგია, როდესაც შრომისმოყვარე ფეხბურთელები გყავს. მარტინი ყოველთვის ცდილობს, გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს. ჟერარის დამოკიდებულება, მენტალიტეტი… მისნაირი მოთამაშე დაცვის ცენტრში ძალიან გვეხმარება.

“რეალ მადრიდის” გუშინდელი წაგება? ამაზე საუბარი არ გვინდა, რადგან ლა ლიგაში ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. თითოეულ მატჩში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო… მნიშვნელოვანი ახლა “აინტრახტზე” ფოკუსირებაა.

გასულ 3 თვეში არაერთი ტრავმირებული გვყავდა და ბოლო კვირებში ბევრი ფეხბურთელის სათამაშო დროის დალაგება მოგვიწია. მათთვის მუდმივად უმაღლეს დონეზე თამაში იოლი ნამდვილად არაა.

ტერ შტეგენი ხვალ თამაშის ნებართვას მიიღებს. მისი დაბრუნება მიხარია.

პირველი მეკარე კვლავ ჟოან გარსია იქნება. ეს აშკარაა.

კუბარსი მხოლოდ 18 წლისაა და ზოგჯერ ეს გვავიწყდება. “ბეტისთან” მან 87 პასი 100%-იანი სიზუსტით შეასრულა. ვფიქრობ, ეს ლა ლიგაში რეკორდია.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნება ყველა ჩვენგანის ოცნება იყო. ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. ხვალ დიდი დღეა და გვსურს, უმაღლესი დონე ვაჩვენოთ.

თამაშის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბურთს კარგავ, დაცვაში სწრაფად უნდა ჩახვიდე. თუ თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ კომპაქტურად ვმოქმედებთ, როგორც მატჩის, ასევე ბურთის კონტროლი შეგვიძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 10 დეკ 2025, 00:55
    #22

    მიდი ჰანს მოქოქე გუნდი

  • MESSI 2017
    schedule 09 დეკ 2025, 10:18
    #21

    ციტატა: Berlinetta♥

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Visca-barca
    – 🚨🚨 "არაუხოს სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა მან აღარ მოირგოს ბარსელონას მაისური"
    ადამიანური კუთხით მეცოდება ძაან ცუდია არამგონია ბარსელონაში რამე ეშველოს ჩაბეჭდილი აქ უკვე გონებაში რეებიც გააკეთა და ფსიქოლოგიურად დარხეულიც მიტო აქ ამიტომაც ბარსელონური კარიერა უნდა დაამთავროს და სხვა გუნდში წავიდეს


    წავიდეს ინტერში, გაგვიცვალონ ბასტონში, ან იუვეში ილდიზში


    ბასტონი 4 მცველში არ ვარგა თან პასი რომ უვარგოდეს ისეთი მცველი გვინდა


    ბასტონის არ უვარგა პასი ?


    4 მცველაში საშინელებაა ტიპი😀 შლოტერბეკის და ვანდევენის ვარინატი როცაა ბასტონი მე3 ვარიანტი უნდა იყოს მე არ მაქ პრობელმა ბასტონის მოსვლის ოღონდ თუ ბასტონისთან ერთად შლოტერბეკიც მოვა

    სალაჰი თუ წავა ისე ლივერპულიდანზამთარეი შეიძლება დათრევა თუ დათანხმდება პატარა ხელფასს