ბარსელონა-აინტრახტი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-აინტრახტი – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე “აინტრახტთან” გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“აინტრახტი” კარგი, ახალგაზრდა, სწრაფი და ინტენსიური გუნდია. ჩვენი საუკეთესო დონე უნდა ვაჩვენოთ. რთული მატჩი იქნება, რადგან მათ შეუძლიათ, დაგვაზიანონ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშებში კარგად არ გამოიყურებოდნენ.

ყოველთვის გვინდა გაუმჯობესება და ამისათვის ვვარჯიშობთ. ვფიქრობ, კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს.

კარგია, როდესაც შრომისმოყვარე ფეხბურთელები გყავს. მარტინი ყოველთვის ცდილობს, გუნდისთვის მაქსიმუმი გააკეთოს. ჟერარის დამოკიდებულება, მენტალიტეტი… მისნაირი მოთამაშე დაცვის ცენტრში ძალიან გვეხმარება.

“რეალ მადრიდის” გუშინდელი წაგება? ამაზე საუბარი არ გვინდა, რადგან ლა ლიგაში ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. თითოეულ მატჩში მაქსიმალურად უნდა დაიხარჯო… მნიშვნელოვანი ახლა “აინტრახტზე” ფოკუსირებაა.

გასულ 3 თვეში არაერთი ტრავმირებული გვყავდა და ბოლო კვირებში ბევრი ფეხბურთელის სათამაშო დროის დალაგება მოგვიწია. მათთვის მუდმივად უმაღლეს დონეზე თამაში იოლი ნამდვილად არაა.

ტერ შტეგენი ხვალ თამაშის ნებართვას მიიღებს. მისი დაბრუნება მიხარია.

პირველი მეკარე კვლავ ჟოან გარსია იქნება. ეს აშკარაა.

კუბარსი მხოლოდ 18 წლისაა და ზოგჯერ ეს გვავიწყდება. “ბეტისთან” მან 87 პასი 100%-იანი სიზუსტით შეასრულა. ვფიქრობ, ეს ლა ლიგაში რეკორდია.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე” დაბრუნება ყველა ჩვენგანის ოცნება იყო. ეს ასევე მნიშვნელოვანი იქნება ჩემპიონთა ლიგაზე. ხვალ დიდი დღეა და გვსურს, უმაღლესი დონე ვაჩვენოთ.

თამაშის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბურთს კარგავ, დაცვაში სწრაფად უნდა ჩახვიდე. თუ თავდაჯერებულები ვართ და გვჯერა, რომ კომპაქტურად ვმოქმედებთ, როგორც მატჩის, ასევე ბურთის კონტროლი შეგვიძლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • KAIKHOSRO
    schedule 09 დეკ 2025, 09:56
    #20

    ციტატა: vaiman . vamsdrane
    ხვალ ანუ ზეგ უნდა მოიჭიმოს აინტრახტი, დაბადების დღე არ გამიფუჭოთ.


    შენც 10 გაქ იუბილე?

  • Berlinetta♥
    schedule 09 დეკ 2025, 08:39
    #19

    ციტატა: MESSI 2017

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Visca-barca
    – 🚨🚨 "არაუხოს სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა მან აღარ მოირგოს ბარსელონას მაისური"
    ადამიანური კუთხით მეცოდება ძაან ცუდია არამგონია ბარსელონაში რამე ეშველოს ჩაბეჭდილი აქ უკვე გონებაში რეებიც გააკეთა და ფსიქოლოგიურად დარხეულიც მიტო აქ ამიტომაც ბარსელონური კარიერა უნდა დაამთავროს და სხვა გუნდში წავიდეს


    წავიდეს ინტერში, გაგვიცვალონ ბასტონში, ან იუვეში ილდიზში


    ბასტონი 4 მცველში არ ვარგა თან პასი რომ უვარგოდეს ისეთი მცველი გვინდა


    ბასტონის არ უვარგა პასი ?

  • MESSI 2017
    schedule 09 დეკ 2025, 03:15
    #18

    ციტატა: Frenkie de Jong_

    ციტატა: Visca-barca
    – 🚨🚨 "არაუხოს სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა მან აღარ მოირგოს ბარსელონას მაისური"
    ადამიანური კუთხით მეცოდება ძაან ცუდია არამგონია ბარსელონაში რამე ეშველოს ჩაბეჭდილი აქ უკვე გონებაში რეებიც გააკეთა და ფსიქოლოგიურად დარხეულიც მიტო აქ ამიტომაც ბარსელონური კარიერა უნდა დაამთავროს და სხვა გუნდში წავიდეს


    წავიდეს ინტერში, გაგვიცვალონ ბასტონში, ან იუვეში ილდიზში


    ბასტონი 4 მცველში არ ვარგა თან პასი რომ უვარგოდეს ისეთი მცველი გვინდა

  • vaiman . vamsdrane
    schedule 09 დეკ 2025, 01:18
    #17

    ხვალ ანუ ზეგ უნდა მოიჭიმოს აინტრახტი, დაბადების დღე არ გამიფუჭოთ.

  • ☠️•Spooky•☠️
    schedule 09 დეკ 2025, 00:56
    #16

    ცოდოა არაუხო მარა აქ ეგ ვეღარ დაიბრუნებს თავს. ზამთარში ეგ და შტეგენი რო გავუშვათ მცველის ფულიც იკვრება და იმხელა ხელფასი თავისუფლდება რო რავიცი. წესით ორივეს უნდა მსოფლიოზე თამაში,პრაქტიკა. ორივე უნდა წავიდეს 99% და მცველსაც მოაგდებენ. თუ გვეყო მარტო მცველი.

  • rivaldo80
    schedule 09 დეკ 2025, 00:53
    #15

    არაუხო კი მეცოდება მაგრამ თავის ბრალია როცა იქაჯა პსჟსთან არ გატყდა და ბოდიშები არ იხადა ისე იქცეოდა თითქოს არაფერი ხოდა ესეც შედეგი.

  • Frenkie de Jong_
    schedule 09 დეკ 2025, 00:42
    #14

    ციტატა: Visca-barca
    – 🚨🚨 "არაუხოს სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა მან აღარ მოირგოს ბარსელონას მაისური"
    ადამიანური კუთხით მეცოდება ძაან ცუდია არამგონია ბარსელონაში რამე ეშველოს ჩაბეჭდილი აქ უკვე გონებაში რეებიც გააკეთა და ფსიქოლოგიურად დარხეულიც მიტო აქ ამიტომაც ბარსელონური კარიერა უნდა დაამთავროს და სხვა გუნდში წავიდეს


    წავიდეს ინტერში, გაგვიცვალონ ბასტონში, ან იუვეში ილდიზში

  • Visca-barca
    schedule 09 დეკ 2025, 00:19
    #13

    – 🚨🚨 "არაუხოს სიტუაცია უფრო მძიმეა ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, შესაძლოა მან აღარ მოირგოს ბარსელონას მაისური"
    ადამიანური კუთხით მეცოდება ძაან ცუდია არამგონია ბარსელონაში რამე ეშველოს ჩაბეჭდილი აქ უკვე გონებაში რეებიც გააკეთა და ფსიქოლოგიურად დარხეულიც მიტო აქ ამიტომაც ბარსელონური კარიერა უნდა დაამთავროს და სხვა გუნდში წავიდეს

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 დეკ 2025, 23:48
    #12

    ლივერპულში რა ამბები ხდება

    მეცოდება სალაჰი, ძან აირია ლივერპული და იქნებ გრავენბერხი დაითრიონ

  • araujo4
    schedule 08 დეკ 2025, 23:00
    #11

    ციტატა: shu1987
    დეიონგს თუარ ათამაშებ კი დროულად ჩავლენ მაგრამ დეიონგის ქეთინო მომენტები ხშირად გარდამტეხია, ბოლობოლო ბუსკეცს ვასხამდით როცა ჩამოეძიმებოდა და გაუშვეს იმოს გამო შეცდომებს მოუხშირა სისწრაფე დაკარგა და დეიონგი ვინ ჩემი შაშადაკოლაა როო ?? გარსია პედრი და წინ იამალი ბარდჯი რაფინია ლევანდოვსკი ან რაშფორდი რავიცი წესით ბევრად ეფექტური იქნება ან ეს ბერნალი რა ვერ დაბრუნდა ტიპს რა დაწყება ქონდა და რა უიღბლოა …

    ზამთარში თუარა ზაფხულში აუცილებლადაა გასასუფთავებელი გუნდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბალასტისგან ლევანა მიდის უნდა გააყოლონ არაუხო დეიონგი ტერშტეგენი და მინიმუმ ორი კაცი მცველო და ფორვარდი მოიყვანონ.


    ეხლა გაუხანგრძლივეს დე იონგს და მაგას ვინ გაუშვებს?

  • shu1987
    schedule 08 დეკ 2025, 21:49
    #10

    დეიონგს თუარ ათამაშებ კი დროულად ჩავლენ მაგრამ დეიონგის ქეთინო მომენტები ხშირად გარდამტეხია, ბოლობოლო ბუსკეცს ვასხამდით როცა ჩამოეძიმებოდა და გაუშვეს იმოს გამო შეცდომებს მოუხშირა სისწრაფე დაკარგა და დეიონგი ვინ ჩემი შაშადაკოლაა როო ?? გარსია პედრი და წინ იამალი ბარდჯი რაფინია ლევანდოვსკი ან რაშფორდი რავიცი წესით ბევრად ეფექტური იქნება ან ეს ბერნალი რა ვერ დაბრუნდა ტიპს რა დაწყება ქონდა და რა უიღბლოა …

    ზამთარში თუარა ზაფხულში აუცილებლადაა გასასუფთავებელი გუნდი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბალასტისგან ლევანა მიდის უნდა გააყოლონ არაუხო დეიონგი ტერშტეგენი და მინიმუმ ორი კაცი მცველო და ფორვარდი მოიყვანონ.

  • Bakero
    schedule 08 დეკ 2025, 21:43
    #9

    შენ ის გვითხარი პატივცემულო კუბარსის რა ჯანდაბა ეტაკა მაგრად მოუკლო თავის თავის ნახევარსაც ვერ თამაშობს ქრისტენსენს თუ შეუძლია 90 წუთი თამაში ? თუ ეგეც ბოლომდე ვერ არის ჯანმრთელად

  • La Pulga10
    schedule 08 დეკ 2025, 21:27
    #8

    ციტატა: Frenkie de Jong_
    🚨🎖| Ronald Araújo's situation is more 'serious' than people think. He's very affected. It's possible that he won't ever put on a Barça shirt again. [@partidazocope] #fcblive 🔴

    არაუხოს სერიოზული მენტალური პროპლემები აქვს მგონი…. გვეშველა 😀😀


    მეცოდება

  • MESSI 2017
    schedule 08 დეკ 2025, 21:27
    #7

    ალონსოს ააპანღურებენ თუ წააგო 😀

  • Frenkie de Jong_
    schedule 08 დეკ 2025, 18:58
    #6

    🚨🎖| Ronald Araújo's situation is more 'serious' than people think. He's very affected. It's possible that he won't ever put on a Barça shirt again. [@partidazocope] #fcblive 🔴

    არაუხოს სერიოზული მენტალური პროპლემები აქვს მგონი…. გვეშველა 😀😀

  • Lasha Mamuladze
    schedule 08 დეკ 2025, 18:30
    #5

    ციტატა: me da barca
    აინტრახტის ხუთიდან თამაშიდან სამი 5:1 დასრულდა, ერთი თვითონ მოიგეს გალასთან, 2 წააგეს ლივერპულთან და ატლესთან. ხვალ მესამე 5:1 უნდა იყოს.


    ხოო ეგენიც ეხლა გადაიხსნებიან <<ცენზურის დარღვევა>>ის თვალოდან ჩვენთან და ყველა ფეხბურთელი კარიერის მატჩებს დადებენ, იმედია დიდი ანგარიშით მოვიგებთ თან რევანშიაააა ასაღები

  • me da barca
    schedule 08 დეკ 2025, 18:02
    #4

    აინტრახტის ხუთი თამაშიდან სამი 5:1 დასრულდა, ერთი თვითონ მოიგეს გალასთან, 2 წააგეს ლივერპულთან და ატლესთან. ხვალ მესამე 5:1 უნდა იყოს.

  • nika 54
    schedule 08 დეკ 2025, 17:55
    #3

    ციტატა: La Pulga10
    დავემშვიდობოთ შტეგენს ზამთარში? მცველი გვინდა თორემ ლიგაზე მეოთხედფინალს ვერ გავცდებით.


    თურქებს უნდოდათ გალათასარაის თუ ფენერბახჩეს აღარ მახსოვს, იანვარში უნდათ წაყვანა და თვითონ თუ იკადრებს ამაშია ეხლა საქმე.

  • araujo4
    schedule 08 დეკ 2025, 17:14
    #2

    ციტატა: La Pulga10
    დავემშვიდობოთ შტეგენს ზამთარში? მცველი გვინდა თორემ ლიგაზე მეოთხედფინალს ვერ გავცდებით.


    კაი მსუყე ანაზღაურება აქვს და სასწრაფოდ გასაშვებია. იჯარით არ განვიხილავ, რა აზრი აქვს მაგას ისევ ჩვენთან იყოს ჯობია, შესნის აჯობებს ალბათ.

  • La Pulga10
    schedule 08 დეკ 2025, 17:02
    #1

    დავემშვიდობოთ შტეგენს ზამთარში? მცველი გვინდა თორემ ლიგაზე მეოთხედფინალს ვერ გავცდებით.