workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას მიერ გაწეული რისკი უკვე შედეგს იძლევა

ბარსელონას მიერ გაწეული რისკი უკვე შედეგს იძლევა

“ბარსელონაში” არავის ეპარება ეჭვი, რომ კლუბს უკეთესი ფინანსური მდგომარეობის შემთხვევაში მარკუს რაშფორდი ამ სეზონში არ ეყოლებოდა. ინგლისელი ფორვარდი კატალონიურ გრანდში “მანჩესტერ იუნაიტედიდან” იჯარით გადმოვიდა, სეზონის ბოლოს კი გამოსყიდვის უფლება აქვს კატალონიურ გრანდს.

ზაფხულში, ხელფასების ლიმიტის გამო, “ბარსელონას” გაწეული ძალისხმევა შეზღუდული აღმოჩნდა. ჟოან გარსიას ტრანსფერში 25 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ, კლუბს აღარ დარჩა რესურსი ლუის დიასისა და ნიკო უილიამსის მოყვანისთვის. სწორედ ამ დროს იქცა რაშფორდი უფრო ეკონომიურ და რეალურ ვარიანტად. ფეხბურთელმა თავადაც იჩინა სურვილი “ბარსელონაში” გადმოსვლის, რის შემდეგაც სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ივლისის შუაში საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

რაშფორდი უკვე ამართლებს ნდობას

სეზონის პირველ მატჩებში – “მალიორკას”, “ლევანტესა” და “რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ – რაშფორდი ჯერ კიდევ ვერ იძლეოდა სრულ ეფექტს. ერთადერთ მატჩში, სადაც სასტარტოში იყო, შესვენებაზე შეცვალეს, თუმცა სექტემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისელმა აშკარად მოუმატა.

“ვალენსიასა” და “ნიუკასლთან” მატჩებში უკვე სხვაგვარად გამოჩნდა – პირველ შეხვედრაში საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო “სენტ ჯეიმს პარკზე” დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. ეს გამარჯვება მარტო თავისი ღირებულებით ამართლებს მის ხელფასს. შემდგომ “ხეტაფესთან”, “რეალ ოვიედოსთან” და “პარი სენ-ჟერმენთან” თამაშებში სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტრავმებმა რაშფორდის საჭიროება გამოავლინა

რიცხვებს მიღმაც, რაშფორდის მნიშვნელობა აშკარად ჩანს. “ბარსელონას” უკვე ახლა აწუხებს ტრავმები – ლამინ იამალი ოთხ შეხვედრაში ვერ თამაშობდა, ხოლო რაფინია მომდევნო სამ შეხვედრას გამოტოვებს. ამან ჰანსი ფლიკს მისცა ალტერნატივა, რათა არ დაყრდნობოდა მხოლოდ დანი ოლმოს, ფერან ტორესსა თუ ფერმინ ლოპესს არასასურველ პოზიციებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მწვრთნელს გამოეყნებინა გამოუცდელი რუნი ბარდგი.

ფლიკი მძიმე პრესინგის სისტემას იყენებს, რაც თავდამსხმელებისთვის დიდ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. ამ სიტუაციაში რაშფორდის შეძენა არა მხოლოდ ხარისხიანი ფეხბურთელის დამატება აღმოჩნდა, არამედ მნიშვნელოვანი სარეზერვო რესურსი, რომელმაც თავიდანვე გაამართლა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 02 ოქტ 2025, 20:04
    #4

    ციტატა: SHOTEX_ERADZE1992
    გოლების გატანა უჭირს


    ალბათ არ ვარჯიშობს კარში დარტყმებზე.

  • Rick Sanchez
    schedule 02 ოქტ 2025, 16:21
    #3

    გოლი ვერ გააქვს

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 02 ოქტ 2025, 13:43
    #2

    გოლების გატანა უჭირს

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 02 ოქტ 2025, 10:24
    #1

    ხო რაღაცას ფაფხურობს