workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ელჩე

ელჩე ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა-პსჟ – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

ბარსელონა-პსჟ – ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში “პარი სენ-ჟერმენთან” გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“პარი სენ-ჟერმენი” მსოფლიო დონის გუნდია, რომელსაც შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. პსჟ მომწონს. ეს ჩვენთვის გამოწვევა იქნება. ხვალინდელ თამაშს მოუთმენლად ველით.

ტრავმები? ვფიქრობ, რაც ხდება, ჩვენი სამუშაოს ნაწილია. ეს კარგი ნამდვილად არაა. ყველა მწვრთნელს სურს, თითოეული მოთამაშე მზადყოფნაში იყოს, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. გულშემატკივრებიც მოუთმენლად ელოდნენ მატჩის ხილვას იმ წამყვანი ფეხბურთელების მონაწილეობით, რომლებიც არ იქნებიან. მიუხედავად ამისა, ორივე მაღალი დონის გუნდია და ხვალ შესანიშნავი თამაში იქნება.

სამატჩო გეგმაზე ყოველთვის ვმუშაობთ. ხვალ იოლი შეხვედრა არ იქნება, რადგან პრესინგი და ბურთის ფლობა მათაც მოსწონთ. თავიდან ბოლომდე საუკეთესოები უნდა ვიყოთ და სწორედ ამას ველით ჩვენი ფეხბურთელებისგან. ეს ჩემპიონთა ლიგაა.

ცენტრალური დაცვის მუდმივი როტაცია? ეს არა ფორმულის ვერპოვნას, არამედ მეტოქისადმი მიდგომას ეხება. ყველა გუნდი განსხვავებულია და დაცვის ცენტრს ამაზე დაყრდნობით ვირჩევთ.

დაცვის ცენტრის წყვილზე გადაწყვეტილება არ მიმიღია. წარსულში მომხდარს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა სხვა სიტუაციაა. ყველა ფეხბურთელს ვენდობი. არაუხო საოცარი მოთამაშეა და ეს ბოლო თამაშებში აჩვენა. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.

ნახევარდაცვაში ბრძოლა? ვფიქრობ, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ორთაბრძოლა უნდა მოვიგოთ. გაუმჯობესება ყოველთვის შეგვიძლია და ამისათვის პსჟ შესანიშნავი საზომია.

ლევანდოვსკი და ტორესი 90 წუთის განმავლობაში დაგვჭირდება. ვნახოთ, ვინ ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში.

“ნიუკასლთან” მატჩი რაშფორდისთვის თავდაჯერებულობის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პრემიერ ლიგიდან აქ გადმოსვლა ადვილი არაა. ის კარგად თამაშობს.

პსჟ-თან 1/4-ფინალიდან გამოვარდნა? წარსულზე არ ვფიქრობ. აწმყოზე ვარ ფოკუსირებული. “ბარსელონა”, ისევე, როგორც პსჟ, სხვა გუნდია. ყველაფერი შეიცვალა.

პედრიმ ძალიან მოუმატა და მისგან სწორედ ეს მინდა. ყველა ხედავს, რამდენად საოცრად თამაშობს, მაგრამ გუნდისთვის მნიშვნელოვანია ლიდერების ყოლა. პედრის შეუძლია, თავის პოზიციაზე ლიდერი იყოს. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ და მის აზრებს ვისმენ. სხვადასხვა აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია.

იამალი გამორჩეულია, მაგრამ ნიჭი საკმარისი არაა. საქმე მხოლოდ ფეხბურთის ბურთით თამაშს არ ეხება. მან თავდაუზოგავად უნდა იშრომოს და დაცვაშიც იმუშაოს. ეს ყველა მოთამაშისგან გვჭირდება. სწორედ ეს ქმნის სხვაობას.

შჩესნისთან ერთად გასულ სეზონში 3 ტიტული მოვიგეთ. ის სათამაშოდ მზადაა.

ჩვენ “ბარსა” ვართ და ყოველთვის ფავორიტებს შორის ვართ, მაგრამ ძალიან გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და ბევრი უნდა ვიმუშაოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 01 ოქტ 2025, 08:41
    #7

    რაფინია, გავი, ბალდე, გარსია, კასადო გვაკლია და რატომ ითვლება, რომ ჩვენ ძირითადის გუნდით გავდივართ?😃

  • Bakero
    schedule 30 სექ 2025, 23:48
    #6

    ერთი ჟოან გარსიას დანაკლისი გადაწონის პსჟ-ს დანაკლისს მთლიანად კარში ფეხბურთის თამაშს დანებებული ოფიციალური პენსიონერი იქნება ეგ არ დაგავიწყდეთ

  • Lasha Mamuladze
    schedule 30 სექ 2025, 20:23
    #5

    ლა ლიგაში ბარსელონას ძუკნებს (ატლეტიკო,რეალი) ისე გადავუარეთ შარშან წელს ამ პსჟ-ს მარტივად უნდა ჩავხადოთ, ისე რა მაინტერესებს აქ კამანდა და ზოგადად ფრხბურთის მოყვარული და მაყურებელი ხალხი იმას რომ გაიძახით პსჟ ნახევარი სასტავი არ ყავს და ასე შემდეგ და კიდევ რეალ მადრიდის ფანები რომ უკვე ნიადაგს ამზადებენ, და გაჰყვირიან, რომ პსჟ-ს ნახევარი გუნდი დარჩაო, ბარსელონამ რაც გაიარა და გადის დღემდე ეგ არაფერი?? საერთოდ ხსენებაშიც რომ არ არი ჩვენგან თუნდსც ის რომ
    რამდენი ხანია კამპ ნოუზე ვეტ ვთამაშობთ, იმას კი არ ნიშნავს რომ ეგეთ რაღაცეებს ყურადღებას არ ვაქცევთ, კარგად მახსოვს ერთ ერთი ბარსას ძუკნათაგანის ქართველი ფანები რომ იძახდნენ ბეტნაბეუზე რომ დავბრუნდებით მერე ნახავთ რეალსო…კამპ ნოუზე რომ დაბრუნდება ბარსა მერე ნახავთ მართლა ბარსას ეს კიდე არაფერია, წინ არი დიდი მატჩები და ბარსას წინაშე დაჩოქილი ძუკნა გუნდები…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 30 სექ 2025, 20:11
    #4

    მიდი ჰანს უნდა გადაიხიო პსჟ

  • JustBarcaLover
    schedule 30 სექ 2025, 19:27
    #3

    nikolozi96, ჩვენც გვაკლია ხალხი ასე რომ ბარი ბარში ვართ, გაპრავებით ყოველთვის აპრავებენ მაგათ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ

  • nika 54
    schedule 30 სექ 2025, 19:13
    #2

    ციტატა: nikolozi96
    ეს თამაში არ მაინტერესებს დიდად და რატომ, რომ მოვუგოთ დაიწყებენ დემბელე დუე კვარა არ გვყავდა და ვიტინიაო და მაგიტომ.ამიტომ დიდად არ ვარ დაჰაიპებული ამ თამაშსზე.აგერ ნახავთ ყვე;ლა გვერდზე დაწერენ არ ყავდათ ხალხიო


    და რო წავაგოთ მაშინ რა ხდება, რითი ვიმართლოთ თავი ხალხი არ ყავდა და პატივი ვეცითო?

  • nikolozi96
    schedule 30 სექ 2025, 18:58
    #1

    ეს თამაში არ მაინტერესებს დიდად და რატომ, რომ მოვუგოთ დაიწყებენ დემბელე დუე კვარა არ გვყავდა და ვიტინიაო და მაგიტომ.ამიტომ დიდად არ ვარ დაჰაიპებული ამ თამაშსზე.აგერ ნახავთ ყვე;ლა გვერდზე დაწერენ არ ყავდათ ხალხიო