workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-რეალ სოსიედადი – სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა-რეალ სოსიედადი – სავარაუდო შემადგენლობები

დღეს “ბარსელონა” ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში “რეალ სოსიედადს” უმასპინძლებს და ზედიზედ მე-5 თამაშის მოგებას შეეცდება. “ბლაუგრანას” შანსი აქვს, მიმდინარე სეზონში პირველად ესპანეთის ჩემპიონატში გალიდერდეს.

ესპანური სპორტული გამოცემები ჰანსი ფლიკის გუნდის სავარაუდო შემადგენლობებს გვთავაზობენ.

Mundo Deportivo: შჩესნი, კუნდე, კუბარსი, კრისტენსენი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, ბარდჯი, რაშფორდი, ლევანდოვსკი.

Sport: შჩესნი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, იამალი, რაშფორდი, ლევანდოვსკი.

AS: შჩესნი, კუნდე, არაუხო, კუბარსი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, ტორესი, რაშფორდი, ლევანდოვსკი.

Marca: შჩესნი, კუნდე, ე. გარსია, კრისტენსენი, მარტინი, დე იონგი, პედრი, ოლმო, ტორესი, რაშფორდი, ლევანდოვსკი.

ნახევარდაცვაზე ყველა გამოცემა თანხმდება. დაცვის ცენტრში Sport და AS არაუხოსა და კუბარსის დუეტს ვარაუდობს, MD მიიჩნევს, რომ კუბარსის კრისტენსენი შეუწყვილდება, Marca-ს აზრით კი ერიკ გარსიასა და კრისტენსენის წყვილს ვიხილავთ.

რაც შეეხება შეტევის მარჯვენა ფლანგს, Sport-ის მიხედვით, სასტარტოში იამალი ითამაშებს, MD ბარდჯის ვარაუდობს, დანარჩენების აზრით კი მარჯვენა გარემარბი ტორესი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 28 სექ 2025, 17:33
    #5

    გასალიდერებელი თამაშია და იმედია გაამართლებენ იმედებს.

  • პენდრაგონი
    schedule 28 სექ 2025, 15:34
    #4

    მოსაგებია

  • ზებულონი
    schedule 28 სექ 2025, 13:57
    #3

    ჰალაზე დაიწყო სამგლოვიარო ლიტურგიები უკვე.ჯერ სად არიან.ერთმა ჩობანმა დაწერა,ანჩელოტს ასეთი შემადგენლობა რომ ყოლოდა,სამჯერ მოიგებდა ტრიპლეტს ზედიზედო.ვითომ ერთჯერ მაინც ჰქონდეთ მოგებული.სასირეთია რაა

  • M10 S9 D11
    schedule 28 სექ 2025, 13:36
    #2

    დღეს რუნიმ უნდა გამოიჩინოს თავი

  • ზურაბ
    schedule 28 სექ 2025, 12:05
    #1

    დაგვეხოცა ძირითადის ხალხი ? კიდეხკაი რაშფორდი ნელ ნელა შედის ფორმაში