გუშინ “ბარსელონამ” ტიაგო ალკანტარას კატალონიურ კლუბში დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. ტიაგო სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს და ჰანსი ფლიკის ასისტენტი იქნება.
ტიაგომ The Coaches’ Voice-თან ისაუბრა მისი ხედვებისა და იმის შესახებ, თუ რას ითხოვს ნახევარმცველებისგან.
ფუნდამენტური საფუძვლები, რომლებიც ჩემს გუნდში ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს, აშკარაა. ძალიან მომწონს, მაგალითად, მრავალფეროვნება ფეხბურთელისა, რომელსაც შეუძლია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში; როგორც საყრდენის როლის შესრულება, ასევე 10-იანზე მოქმედება.
ნახევარდაცვაში არსებული პროფილების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. 4-3-3 სქემით გავიზარდე, მაგრამ 4-2-3-1 ტაქტიკური სისტემა ყოველთვის მიზიდავდა. ის გვთავაზობს მრავალფეროვნებას, სადაც კონკრეტული სახელების მინიჭება საჭირო არაა: ყველას შეუძლია დაცვა და შეტევა.
ჩემთვის ნახევარმცველებს უნდა ჰქონდეთ ის მრავალფეროვნება, რაც ვახსენე. მათ უნდა შეეძლოთ ბურთის უშიშრად ფლობა, დაცვაში მოქმედება, რადგან მსოფლიოში საუკეთესო მცველები თავდამსხმელები არიან. ისინი პირველები არიან, რომლებსაც ბურთის შეტევაში დაბრუნება სურთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფიზიკურობა, მაგრამ ეს უნდა მოდიოდის არა გაუაზრებელი სირბილით, არამედ ბურთის მოპოვების სურვილით, გუნდისთვის უპირატესობისა და სახიფათო მომენტების შექმნით.
ნახევარმცველმა ასევე უნდა იცოდეს, როგორ დაიკავოს სწორი პოზიცია და თანაგუნდელებთან შეთანხმებულად იმოქმედოს: იქნება ეს გარემარბი, რომელიც ცენტრისკენ გადაადგილდება; ფლანგის მცველი, რომელიც დღესდღეობით ასევე ცენტრისკენ მოძრაობს, თუ ცხრა ნომერი.
საქმე ეხება სხვადასხვა სათამაშო სიტუაციის ინტერპრეტაციას, ტაქტიკური და ფიზიკური სიზუსტის გამოყენებას საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ამავე დროს თავისუფლებისა და მაგიის შენარჩუნებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას კრეატიულობაზე დაყრდნობით, რაც მოცემულ მომენტში გაგაჩნია.
სკალონის სტილი და ბარსას სტილი საერთოდ არაა ახლოს ერთმანეთთან.
ძაან ტვინია. ასე მგონია კარგი მწვრთნელი დადგება ტიაგოსგან.
ეს შემდეგ მწვრთნელთანაც უნდა დარჩეს შტაბში და მერე უკვე თვითონ გახდეს მწვრთნელი ფლიკის მერე ან სესკი ან ლუჩო უნდა მოიყვანონ სკალონიც არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი მარა საკლუბო ფეხბურთში თან ევროპაში რას იზამს არავინ იცის თან ბარსას სტილი ამიტო სესკი და ლუჩო უნდა იყოს ვარიანტები
უჭკვიანესი ფეხბურთელი იყო ტიაგო და ახლა ამ სფეროშიც იტყვის თავის სიტყვას
ეს და პედრი წარმოდგენაც მიჭირს.არანაკლებ ხავი ინიესტა იქნებოდნენ.
ისე რა დონე ქპნდა ხავი ინიესტას, ეს რო გავუშვით…ესეც ხოო ძაან კლასნი იყო…რა იქნებოდა უმათ ეპოქაში არ მოხვედრილიყო და ეხლა გვყოლოდა..🥹❤️💙
გასაგებია ძალიან ნიჭიერი ნახევარმცველი იყო, იმიტომაც აგვართვა გვარდიოლამ ბაიერნში რო მივიდა. ხოდა ეგება გამოგვადგეს მისი ნიჭი თუ ხედვები. და ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ საქმეში.
ეჰჰ ერთი ტიაგოს მსგავსი პედრის გვერდით და მსოფლიოს საუკეთესო ცენტრი გვეყოლება.
გამოაფხიზლე ის ბალერინა დე იონგი თუ ძმა ხარ