“ბარსელონას” ფრანგმა მცველმა, ჟიულ კუნდემ კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გაახანგრძლივა. ეს ინფორმაცია აქამდეც ცნობილი იყო, თუმცა რამდენიმე წუთის წინ “ბლაუგრანამ” ის ოფიციალურად დაადასტურა.
ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ახალი კონტრაქტი ხუთწლიანია, დოკუმენტზე ხელის მოწერის საჯარო ცერემონია კი უახლოეს მომავალში გაიმართება.
ჟიულ კუნდე “სევილიიდან” “ბარსელონაში” 2022 წელს 50 მილიონ ევროდ გადმოვიდა. ის თავდაპირველად დაცვის ცენტრში თამაშობდა, თუმცა მოგვიანებით მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და გასულ სეზონში ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩამოყალიბდა.
გასული 3 სეზონის განმავლობაში კუნდემ “ბარსელონას” მაისურით 141 თამაში ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა, 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 5 ტიტული მოიგო. აქედან 53 თამაში, 4 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 ტიტული გასულ სეზონზე მოდის.
კასადოს გაყიდვაზე წავიდა ჭორები და იმედია ის თანხა რაც სახელდება, მისით დაინტერესებული კლუბების მიერ შემოგდებული ჭორია.
45-50 ზე ნაკლებად არ უნდა გაიყიდოს, განსაკუთრებით როცა პლ კლუბეიდან არის იტერესი.
ჰაკიმისთან ერთად საუკეთესოა ამ მომენტში თავის პოზიციაზე
ლომი
ინტერთან გამოვარდნის მთავარი მიზეზი იყო კუნდეს არ ყოფნა
და არაუხოს ყოფნა.
მხეცია ჟიული. ტოპ მოთამაშეა თავის პოზიციაზე🥰
ერთს მივაქციე ყურადღება;
პირველი გუნდის 14 მოთამაშე დაბადებულია 21 საუკუნეში, 2000 წლის შემდეგ
დარეეგისტრირეს რაშფორდი და გარსია
მარჯვენა მხარე ხოდზეააა, მთავარია ფორვარდი დავითრიოთ თორე ლევანა დღეებს ითვლის უკვე.
ტიპი ცოტა მუქი ფერნანდო ტორესი არის, ანუ მოვლელი ბავშვის სახით.
ცხოველი კაციაა!!!❤️
ინტერთან გამოვარდნის მთავარი მიზეზი იყო კუნდეს არ ყოფნა