გუშინ ბარსელონამ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კაპიტნის სამკლავური ჩამოართვა, რადგან ის კლუბს პრობლემებს უქმნის.
SER-ის ინფორმაციით, თავის მხრივ, გერმანელი ბარსათი უმაყოფილია – იგი მიიჩნევს, რომ ჟოან ლაპორტა სათანადოდ არ ექცევა და მასთან კომუნიკაბელური არაა. ტერ შტეგენი ფიქრობს, საჯარო განცხადება გააკეთოს თუ არა, რადგან სჯერა, რომ ქომაგების თვალში მისი იმიჯი არასამართლიანად დაზიანდა.
წყაროს ცნობით, გერმანელი მეკარე გუნდში ჟოან გარსიას მოსვლით ძალიან გაბრაზებულია, მაგრამ მზადაა, ეს გამოწვევა მიიღოს და მას კონკურენცია გაუწიოს. მარკს მიაჩნია, რომ გარსია კარგი მეკარეა, ამასთან, ვოიცეხ შესნისთან და სხვა თანაგუნდელებთანაც კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ამჟამად ის რეაბილიტაციის პროცესს გადის და დაბრუნების შემდეგ სასტარტო შემადგენლობისთვის ბრძოლა სურს.
ტერ შტეგენმა ცოტა ხნის წინ ოპერაცია ექიმ ამელი ლეგლიზთან გაიკეთა, ისევე, როგორც 2023 წელს – მაშინ გერმანელი მოედანს 2 თვეში დაუბრუნდა. იმ წელს, ამავე ექიმმა ქირურგიული ჩარევა მარკოს ალონსოსაც ჩაუტარა და ფეხბურთელს გამოსაჯანმრთელებლად 8-10 კვირა დასჭირდა. მიუხედავად ამისა, ბარსა ამტკიცებს, რომ ეს რეციდივია და რებილიტაციას 4-5 თვე სჭირდება.
ტერ შტეგენი დარწმუნებულია, რომ კლუბი მისი რეპუტაციის შესალახად კამპანიას აწარმოებს. მარკი ამბობს, რომ ბარსელონას მისთვის გუნდის გეგმებზე არაფერი უთქვამს და იმასაც უარყოფს, რომ “მონჟუიკზე” ფანებისთვის მიმართვაზე უარი თქვა.
გერმანელი სამედიცინო ანგარიშს, რომ რებილიტაციისთვის 4 თვე დასჭირდება, ხელს არ აწერს – კლუბს ეს დოკუმენტი ლა ლიგისთვის გადასაგზავნად სჭირდება, რათა მისი ხელფასის 80%-ით სხვა ფეხბურთელი დაარეგისტრიროს.
ამას ეტყობა ცოლის დაკარგვამ აურია გონება, მაგრამ კლუბი რა შუაშია? ერთი ბო-ქალას გამო უნდა ავურიოთ კლუბს საქმეები?
ვირთხა იყავი, ვირთხა ხარ და ვირთხის სახელით დარჩები ამ კლუბის ისტორიაში🐀
წადი რა შენღა აკლდი ბარსას ამ გაჭირვების ჟამს
ხოდა რაღა გინდა ამ გუნდში გააჟვი რა
წადი ბიეო მოგვშორდი ესეთი უთავმოყვარეო გერმანელი არ მინახავს რაა 5 წელი ბერლინში ვიცხოვრე და მათხოვრებიც კი არ არიან ესე ეს როა😂😂😂😂
იდი <<ცენზურის დარღვევა>> შე ვირთხა🐀
კამპანია რა საჭიროა, თვითონ ილახავს თავის რეპუტაციას
ეს გერმანელი ღორი რატომ ვერ აცნობიერებს, რომ 1,5 წლიანი ტრავმა აქვს აკიდებული 2 ოპერაციით, თანაც ურთულესით. ვინ დაგაყენებს შვილოსა პირველ ნომრად? არავინ. მარტივი შესაგნებია ხომ? არა, აქეთ იბრიქება, როცა წელში გასწორება უჭირს. გული მწყდება, მის უიღბლობაზე, მაგრამ ადამიანობაც და მორალიც ხომ უნდა გაგაჩნდეს (ჩემი აზრით ეს კარიერაზე მეტად ფასობს), ამიტომ გაეშვი რა გუნდს, როცა მისი კაპიტამი ხარ!
კაცი კაი ხანია ტრამვის გამო არ თამაშობს და კიდე უკმაყოფილო ყოფილა გარსია რომ მოიყვანეს. რამდენს ბედავენ ბარსას ფეხბურთელები რა. აბა რეალში გინახავთ მზგავსი რამე? პერესი ეგრევე დედის ყველაფერს დააფარებს