ლამინ იამალმა შესანიშნავად დაიწყო პროფესიონალური კარიერა და უკვე 18 წლის ასაკში “ბარსელონას” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ის ხშირად სახელდება მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად, თუმცა მას კონკურენტად უკვე დეზირე დუეც ჰყავს.
ბოლო 12 თვის განმავლობაში დუემ თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა. ის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო “პარის სენ-ჟერმენის” გუნდში, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ერთად 61 მატჩში 16 გოლი და 14 საგოლე გადაცემა დააფიქსირა.
ლამინ იამალსა და დეზირე დუეს ხშირად ადარებენ – მათი სათამაშო სტილი მრავალს მსგავსად ეჩვენება. რამდენიმე თვის წინ დუემ კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ახლა უკვე მეტი პირდაპირობით გამოხატა აზრი.
როგორც „Marca“ იუწყება, ერთ-ერთ გულშემატკივარს კითხვაზე – “ვინ ჯობს, შენ თუ იამალი?” — დუემ ასე უპასუხა:
“ძალიან კარგი შეკითხვაა! მე!”
ამ დროისთვის ლამინ იამალს ამ განცხადებაზე პასუხი არ გაუცია და არც თავად შედარების თემაზე უსაუბრია. ამჟამად ის “ბარსელონას” დანარჩენ გუნდთან ერთად სამხრეთ კორეაში იმყოფება, სადაც მომავალი სეზონისთვის ემზადებიან. ლა ლიგის 2025–26 წლების სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება.
ფეხბურთელთა შედარებები დღეს ყოველდღიური ამბავია – განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. ამ კონკრეტულ დებატშიც ორივე ტალანტს ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ორივე – იამალიც და დუეც – ახალგაზრდები არიან და დიდი ალბათობით, შემდეგ ათწლეულში მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი სახეები გახდებიან. ამ ორი მოთამაშის განვითარება კი გულშემატკივრებისთვის ნამდვილი სანახაობა იქნება.
დუე მაქსიმუმ მე მჯობდეს🙏🏿
დუე მომწონს, ტეხნარია, ზოგადად იმ სტილს თამაშობს რაც მიყვარს, მაგრამ იამალის დონემდე ბევრი უკლია ჯერ. ნიჭით ლამინი უფრო მაღლა მოჩანს ჯერ-ჯერობით. მერე ვნახოთ.
თავის ქება კიტრად არ ღირსო. იამალმა კი პაუხი უნდა გასცეს უეჭველი, მაგრამ ეს პასუხი მოიედანზე უნდა გასცეს და არა პრესის ან სოციალური ქსელის მეშვეობით. აჩვენოს თუ ვინაა აქ ,,ხაზეინი", იმის სიტყვები კი მოტივაციისთვის უნდა გამოიყენოს.
წინ დაჯექი მალე ჩახვალ
კაი ბიჭი ხარ შენ. მაგრამ წადი ახლა მოფსი და დაიძინე😌
არ უნდა გასცეს პასუხი, ვითომ არც გაუგია.
ლოლ
ეყოლება ბარდჯის სახით არც ეგ ბიჭია ხელწამოსაკრავი და ფლიკიც კიდე მონსტრს შექმნის წელს უფრო მეტი დიდი ანგარიშებით მგონია მოგებები კონკურენციაა არის ყველგან უკვე
ლამინა კონკურენტი სჭირდება რო მოტივაცია ქონდეს
Მაგიტომ წამოგიცვათ ერთ ადგილზე შენც და შენი ნაკრებიც. ზომერის დედა რო მივაცენზურე ამათი გაბლატავებისთვის ჩვენთან გაიგიჟა თავი და ფინალში ყველაფერი გაუშვა რაც დაურტყეს.