ბარსელონამ ცოტა ხნის ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის ახალი 10 ნომერი ლამინ იამალი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ბარსელონას ტალანტმა კონტრაქტიც დღეს გაახანგრძლივა – მისი ახალი ხელშეკრულება 2031 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში, და მომავალი სეზონიდან 10-ნომრიანი მაისურის ტარებაც დაიმსახურა.
ბარსელონა ჩემი ცხოვრებაა, 7 წლიდან აქ ვარ. კონტრაქტის 2031 წლამდე გახანგრძლივება დიდი ნაბიჯია. ჩემპიონთა ლიგისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მსურს.
მესიმ 10 ნომრით გზა გაკვალა – ახლა ჩემი ჯერია. წნეხს არ ვგრძნობ. ახალი ნომერი მაქვს, მაგრამ მიზნები – იგივე.
ყველა ბავშვი ოცნებობს, რომ მესისგან, რონალდინიოსა და მარადონასგან რაღაცები გადაიბაროს. შევეცდები, 10 ნომრით მათი მემკვიდრეობა გავაგრძელო.
ფლიკმა მითხრა, რომ დავისვენო, რადგან ხვალ ორი სავარჯიშო სესიაა. ჰანსიმ მომილოცა და წამახალისა.
ეს ივენთი ბებიაჩემის გამო გადაიდო, რადგან ის მაროკოში იმყოფებოდა და ამ დღის გატარება მის გარეშე არ მსურდა.
— ლამინ იამალი.
მესი,ინიესტა,ჩავი,სუარესი,ბესკეტსი ყველა თეთრია ძმაო.
დანარჩენები……ვინც ახსენეთ….
რომ დავწერო აჩერედნოი ბანს დამადებენ….
წარმატებები !
ჩვენი ჯადოქარი ფაფ დიდი
ნეიმარს რო ნამუსი ქონდეს კი უნდა უთხრას, მე ნუ მემსგავსები ბავშვო ლეოს დაემსგავსეო ან თუნდაც ბუსკეტს, ინიესტას, ჩავის მოკლედ საკმარისად გვყავს დისციპლინირებულები. ეგ კი არა სუარესი რომელმაც ნახევარი მსოფლიო დაკბინა აქ მოვარჯულეთ
აბა წარმატებები ლამინ ისეთი ათიანი უნდა გამოხვიდე როგორიც ადრე იყო ნუ ისეთი ვერ გახდები როგორიც მესი იყო მაგრამ ტოპ დონე უნდა დადო.
იმედია ვცდები მარა რასაც მე ამას ვუყურებ და მის კლუბს გარეთ ცხოვრებას ეს რონალდინიოზე და ნეიმარზე უფრო ადრე ჩაქვრება …. აბა ამას ჭკუის დამრიგებელი არავინ ყავს
Rick Sanchez,
ეს ბიჭი მწვერვალებს დაიპყრობს თვითონ არააქ
წნეხი კიდია კაიფობს თამაშით ჩვენ ვდარდობთ თორე
ქართველი კრიტიკოსების კომენტარების გამო შიშები მეწყება უკვე ამ ბიჭზე.
იმედია ღირსეულად ატარებ მაგ ათ ნომრიან მაისურს და ,,დასტოინად" მოიქცევი მოედნის მიღმაც.
წარმატებები!
თანამედროვე ფეხბურთში უმეტესობას თავში აქვს ავარდნილი გამონაკლისების გარდა რათქმაუნდა ფლიკის გერმანული დისწიპლინის იმედი მაქვს თორე აშკარად ნეიმარის გზას ადგას იმედია ნეიმარის შეცდომაზე ისწავლის ჭკუას და დარჩება ეს სულ და პროგრესირდება უფრო მეტად
ასეთ წარმატებებს რომ აღწევ და ახალ-ახალ მწვერვალებს რომ ამ ასაკში უმიზნებ ალბათ ბოლო შტრიხი 10-იანის ჩაცმაა რომ საბოლოოდ აგივარდეს თავში, იმედია ასე არ იქნება, დროთა განმავლობაში კი დაღვინდება თუმცა ახლაა ეს კრიტიკული პერიოდი გასავლელი. წარმატებები ბალღო, ჯერ მინიმუმ რონალდინიოს დონის წარმატებებს მიაღწიე ბარსაში და იმის მერე რა იქნება ვნახოთ.
წარმატებები
იმედია თავში არ აუვარდება, იმაზე მეტად ვიდრე ახლა აქ, რონალდინიოს 2004-2006 წლის სეზონები დადოს 3-4ჯერ ჯერჯერობით არაფერი მინდა მეტი, მერე ვნახოთ, მადა ჭამაში მოდისო.
ძაან მაღიზიანებს , ვაბშე არაა მაგ ნომრის ღირსი , მარა რაცაა ეგაა , წარმატებები გნიდა ბავშვო , ❤️