“ბარსელონას” მთავარი სკაუტი, პაულუ არაუჟუ, სამწლიანი მოღვაწეობის შემდეგ კლუბს ტოვებს და დიდი ალბათობით კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს. კლუბში მის მიერ შესრულებული როლი დადებითად ფასდება, თუმცა ახლა სპორტული დირექტორი დეკუ მის შემცვლელს ეძებს.
მოულოდნელი დანიშვნიდან აღიარებამდე
არაუჟუ “ბარსელონაში” 2022 წელს მოულოდნელად დაინიშნა, რადგან მხოლოდ რამდენიმე წელიწადი ჰქონდა გავლილი სკაუტინგის სფეროში – კერძოდ, 2019-2022 წლებში მუშაობდა “ბარნლიში”. მანამდე სპორტულ მარკეტინგში მუშაობდა, რაც ამ თანამდებობისთვის არატრადიციულ გამოცდილებად ითვლებოდა, თუმცა სამი წლის განმავლობაში მან “ბარსელონას” სკაუტინგის სისტემა გარდაქმნა, გუნდის შიდა პროცესები გააუმჯობესა და სკაუტებს მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭა.
შესაძლოა, პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
Sport-ის ცნობით, არაუჟუს რამდენიმე შეთავაზება აქვს პრემიერ ლიგიდან, რაც მას მაღალ ანაზღაურებას ჰპირდება. ადრე ის დიდ ბრიტანეთში კონსულტანტადაც მუშაობდა, რაც ინგლისურ კლუბებთან მის კავშირებს განმარტავს.
პაულუ არაუჟუს ემოციური გამოსათხოვარი
განცხადებაში არაუჟუმ “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი ასე შეაფასა:
ეს სამი წელი თითქოს სამი დღე იყო. მადლობა პრეზიდენტ ლაპორტას იმისთვის, რომ მომცა შანსი სკაუტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის რთულ დროს, როცა შედეგების მიღწევის აუცილებლობა ფინანსურ შეზღუდვებთან იყო შერწყმული.
ამ სირთულეებშიც კი, ჩვენ ერთად მოვიგეთ 2 ლა ლიგა, 2 სუპერ თასი, 1 კოპა დელ რეი და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით.
მადლობა ჩემს მეგობარ დეკუს, რომელმაც გამბედაობა გამოიჩინა და სამუშაოდ მოიწვია ადამიანი, რომელსაც კლუბურ საფეხბურთო სისტემაში ნაკლები გამოცდილება ჰქონდა.
მომავალი და მის შემცვლელი
კლუბი უკვე ეძებს ახალ ხელმძღვანელს სკაუტინგის დეპარტამენტისთვის. ერთ-ერთ ვარიანტად ტიმ შტეიდტენი სახელდება – “ვესტ ჰემისა” და “ლევერკუზენის” ყოფილი წარმომადგენელი.
არაუშავს მაგის საქმესაც დეკუ გააკეთებს
ბოლო 3 წლის განმავლობაში ვინ იპოვეს სკაუტებმა განსაკუთრებული? დიდად გულდასაწყვეტი ამბავი არაა ამ კაცის გაშვება. აი დეკუს გა*მეინება კი ძალიან გამიხარდებოდა.
ანუ ეს მიდის და დეკუ რჩება კლუბში პარაზიტ უსაქმურ იდიოტებთან ერთად
პიკე პრეზიდენტად და ალემანი სპორტულ დირექტორად რა იქნებოდააა
დეკუ არის უფრო მოსაშორებელი
დეკუა მოსაშორებელი
დეკუ გააყოლეთ