“ბარსელონას” სატრანფერო გეგმები სწრაფად ვითარდება – კლუბი ცდილობს გაათავისუფლოს რესურსები ახალი შენაძენებისთვის და ერთ-ერთი პირველი წამსვლელი მოთამაშე პაბლო ტორე იქნება.
ნიკო უილიამსის უარმა “ბარსელონას” გეგმები ჩაშალა
ნიკო უილიამსის გადაწყვეტილებამ დარჩენილიყო “ბილბაოში” და ახალი კონტრაქტი დაედო, სერიოზული ზიანი მიაყენა ჰანსი ფლიკის სატრანსფერო სტრატეგიას. კატალონიელთა ნომერ პირველი სამიზნე მათ ხელიდან გაუშვეს. ახლა მწვრთნელი ალტერნატიულ ვარიანტებზე ფიქრობს – ლუის დიასი და მარკუს რაშფორდი ორი მთავარი კანდიდატია მარცხენა ფლანგისთვის, თუმცა “ლივერპული” დიასის სანაცვლოდ 70 მილიონ ფუნტს ითხოვს. შესაბამისად, ფლიკს ახალი მოთამაშეების შეძენამდე გუნდის შემცირება სჭირდება.
პაბლო ტორემ “მალიორკას” წინადადება მიიღო
22 წლის ესპანელი ნახევარმცველი უკმაყოფილო დარჩა ჰანსი ფლიკის სადებიუტო სეზონში მიღებული როლით და მწვრთნელთან ამის შესახებ ღია საუბარიც გამართა. მისი სტატუსი კლუბში არ შეცვლილა, რის გამოც “ბარსა” უკვე მზად არის ფეხბურთელის გაყიდვისთვის. Cadena SER-ის ცნობით, ტორემ უკვე მიიღო “მალიორკას” ოთხწლიანი კონტრაქტის შეთავაზება და ტრანსფერი სულ რამდენიმე დეტალს ელოდება. გარიგების ღირებულება დაახლოებით €5 მილიონია, რაც ოდნავ ნაკლებია იმ €6 მილიონზე, რაც “ბარსელონამ” მასში 2022 წელს “რასინგ სანტანდერს” გადაუხადა.
ტრანსფერში ჩადებული პირობები – “ბარსა” თავს ინაზღაურებს
მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ფინანსურად მცირედით ზარალდება, გარიგებაში ორი მნიშვნელოვანი პუნქტია ჩადებული:
-
შეძენის პრიორიტეტი – თუ ტორე გამოიჩენს თავს, “ბარსას” ექნება მისი უკან დაბრუნების უფლება;
-
გაყიდვის პროცენტი – მომავალში სხვა კლუბში გადასვლის შემთხვევაში, კატალონიელები მიიღებენ შემოსავლის ნაწილს.
ტორეს სტატისტიკა და წარუმატებელი სეზონი
2024/25 წლების სეზონში ტორემ სამი ლა ლიგის გოლი გაიტანა, თუმცა ბოლო გოლი სევილიასთან 5:1 მოგებულ შეხვედრაში იყო – ჯერ კიდევ ოქტომბერში. მას შემდეგ შედეგიანობა და თამაშის დროც მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
ადიოს
ძალიან დიდი კონკურენციაა ნახევარდაცვაში ფაქტიურად ამის ადგილი აქ არ არის, ისე კარგი ბიჭია და იმედია სხვა კლუბში კარგად ითამაშებს
6 მილიონად იყიდეს, ამ ბიჭმა პოტენციალი გამოვლინა და მერე 5 მილიონად გაუშვეს, ამისთანა გამოყ*ევებული არის განა სადმე ბორდი?
გავის მსგავსი გულიანად მოთამაშე ამ ბარსაში ერთი რაფინია მახსენდება და მეორე კუბარსი.. არაა გასაშვები ბიჭი ეგ. არაუხო და დეიონგი უნდა გაყიდონ, მაგათი ქეთინოობისგამო ბევრი გოლი გავუშვით, მოიყვანონ წესიერი ჩამშლელი და შანსი მისცენ ბერნალს
ილდიზი დაგვითმონ და კი ბატონო
ფული მოგვცენ და ვინმეს ჩვენც ვიშოვით, ოღონდ ფული გვქონდეს.
კაი ბიჭია და ზუსტად მაგიტო უნდა წავიდეს რო ნახევარ დაცვაში დიდი კონკურენციაა, ბერნალიც გამოვა ეხლა და ამის ადგილი ფიზიკურად აღარ იქნება, ეგ კი არა გავი გაყიდონ სადამ ფასი აქვს თორე მოუწევს მთელი წელი სკამზე ჯდომა და მერე 20 მილიონად გაგდება.
ეჰ რა მენანება ეს ბიჭი😒იმედია მაგარი კარიერა ექნება და გაქაჩავს
ძაან მაგარი ბიჭია არადა ესეც დრო რო ჰქონოდა …
ილდიზი დაგვითმონ და კი ბატონო
წადი წადი ბიძია აბა როდემდე უნდა იყო კიტრის წნილივით სკამზე ცოდო ხარ
დაიწერა ივენტუსსარაუხო უნდაო
ილიდიზის დს არაუხოს გაცვლაზე დაიწერა
რავიცი არამგონია სიმართლე იყოს იუვე ილდიზს არ დათმობსს . არამგონია ეგრე ძაანაც უნდოდეთ არაუხო 😆 ისე სანჩოს კი იმატებენ და ვნახოთ რაიქნება
შესინ 2027 წლამდე გაახანგრძლივაო
უკან დაბრუნება რამდენად 15 მილიონად ხო?😀
ილიდიზის დს არაუხოს გაცვლაზე დაიწერა