workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონაკო ტერ შტეგენით ინტერესდება

მონაკო ტერ შტეგენით ინტერესდება

“მონაკომ” თვალი “ბარსელონას” კიდევ ერთ ფეხბურთელს, გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დაადგა.

“მონაკო” “ბარსას” 22 წლის შემტევის, ანსუ ფატის ტრანსფერზე უკვე მუშაობს, ახლა კი ფრანგული კლუბის სამიზნე ტერ შტეგენიც გახდა.

ტერ შტეგენის მომავალი “ბლაუგრანაში” გაურკვეველია. ჟოან გარსიას დამატების შემდეგ კატალონიური კლუბი გერმანელის გაშვების წინააღმდეგი არაა, მაგრამ თავად 33 წლის კარის დარაჯს წასვლა არ სურს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მონაკო” ახალ მეკარეს ეძებს და ტერ შტეგენით დაინტერესდა. “წითლები და თეთრები” ფეხბურთელის აგენტებს დაუკავშირდნენ იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა ტრანსფერის განხორციელება. ფრანგებს სხვა ვარიანტებიც აქვთ, მაგრამ ტერ შტეგენი მათი პრიორიტეტია.

კატალონიური წყაროს ცნობებით, მსურველების მიუხედავად, მარკს კვლავ “ბარსაში” დარჩენა უნდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • Rick Sanchez
    schedule 29 ივნ 2025, 21:24
    #23

    მიყვარს მაგრამ ფაქტია ვეღარ არის უმაღლესი დონის კიპერი, მეორე მეკარედ თუ დარჩება კიბატონო დარჩეს, მაგრამ არამგონია ტერ შტეგენის ეგო შეეგუოს მეორე მეკარეობას.

  • ChuxrELia
    schedule 29 ივნ 2025, 01:25
    #22

    მარკ, არ გინდა რა თუ ძმა ხარ 🫣 მონაკო იდეალური ვარიანტი არის ამისთვის, თუ რა თქმა უნდა გერმანიის პირველ მეკარეობაზე აქვს პრეტენზია

  • no name
    schedule 28 ივნ 2025, 23:02
    #21

    აქ 2 მთავარი პრობლემაა: 1. ხელფასი – 14 მილიონი წელიწადში 2. და უფრო მნიშვნელოვანი <<ცენზურის დარღვევა>>ული ქცევები. ჯერ იყო და ინტერთან კარში უნდოდა დადგომა და შესნის მოხსნა ჩემპიონთა ლიგიდან (ისე არ შეიძლება წესის მიხედვით). ანუ ფეხებზე ეკიდა გუნდიც, რადგან ახალი დაბრუნებული ტრამვიდან და თვითონაც იცოდა, რომ ამით გუნდს დააზარალებდა. მერე უარი რომ უთხრეს გაიბუტა და კაპიტანი გუნდს მილანში ჩემპიონთა ლიგის თამაშში აღარ გაყვა. შემდეგ სეზონის ბოლო თამაშში, ინიაკი ათამაშეს და მაგაზე გაიბუტა, რომ ამის გამო დამატებით ბონუს რომ ვეღარ აიღებდა.
    შემდეგ, გავრცელდა ცნობა რომ ბარსას შიდა ამბები გაქონდა ჟურნალისტებთან წლებია ანუ იყო ვირთხა, რომელსაც ჩავიც ეძებდა თავის დროზე.
    ეხლა ვაჭრობს, უფასოდ გამიშვით და თან შემდეგი სამი წლის ხელფასიც მომეცითო.
    ფაქტია, ძალიან ცუდი ხასიათი აქვს და ხარბია, ბარსასგან მაქსიმალური ფინანსური სარგებელი უნდა მიიღოს. ლაპორტას ადგილზე, უფასოდაც კი არ გავუშვებდი. თუ არავინ გადაიხდიდა ფულს და დარჩებოდა მაინც, ბარსა ატლეტიკში გავუშვებდი იქ ვახეხინებდი სკამს კონტრაქტის ამოწურვამდე (შემდეგი 3 წელი).